ნარცისული ძალადობის ანატომია

ნარცისი, საკუთარი თავის გარდა, საქმეში რთავს მსხვერპლის გარემოცვას, ადამიანებს მსხვერპლის ცხოვრებიდან: ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს...

ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐᲜᲐᲠᲪᲘᲡᲒᲐᲛᲝᲕᲚᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲐ

3/4/20251 min read

რატომ არის ნარცისული ძალადობა ასეთი დამანგრეველი? ეს ერთადერთი ტიპის ძალადობაა, რომელიც არის სისტემური და მასშტაბური ერთდორულად. შეიძლება განხორციელდეს ან ფარულად, ან ღიად. ის ხშირად ნიღბავს თავს სხვადასხვა მანიპულაციებით - გასლაითინგი, ამბიენტური ძალადობა, "მფრინავი მაიმუნების" გამოყენება და ა.შ.

ნარცისი იყენებს მთელ საზოგადოებას, მსხვერპლის წინააღმდეგ. ის არ არის იზოლირებული, როგორც სხვა ტიპის ძალადობა, სადაც მსხვერპლი და მოძალადე ერთი-ერთზეა ერთმანეთთან. ეს არის ინტეგრირებული ქსელური მიდგომა ძალადობისადმი, სადაც ყველა ფლანგიდან მიმდინარეობს შეტევა.

ნარცისი, საკუთარი თავის გარდა, საქმეში რთავს მსხვერპლის გარემოცვას, ადამიანებს მსხვერპლის ცხოვრებიდან: ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, გუნდელებს, პაციენტებს…

ასევე იყენებს მსხვერპლის: ინტერესებს, ჰობის, შიშებს, ტრავმებს, ასოციაციებს, ფობიებს, იმედებს, პრიორიტეტებს, სურვილებს და კონფიდენციალურ (ინტიმურ) ინფორმაციასაც კი, რომელსაც პირველი დღიდანვე ავრცელებს ნარცისი და იყენებს როგორც იარაღი სამიზნის იზოლირებისთვის, უკვე მიტოვება/უარყოფის ფაზაში.

ემოციური ძალადობა
ემოციური ძალადობა

მსხვერპლის პარალიზება და უმოქმედობა

რატომ არის მსხვერპლი პარალიზებული? ნარცისთან საზიარო ფანტაზიაში თანაცხოვრების დროს, მსხვერპლი თითქოს განეიტრალებულია. თითქოს ბურუსშია მოცული მისი ცხოვრება და დაკარგული აქვს კავშირი როგორც რეალობასთან, ისე საკუთარ თავთან. ეს ცხოველების ან მწერების, შხამიან კბენას ჰგავს. დროთა განმავლობაში, ყოველდღიური შხამის დოზა მსხვერპლს პარალიზებულს ხდის.

მსხვერპლს აქვს "გაბრუების" რეაქცია - მას არ შეუძლია გაქცევა, არ შეუძლია ბრძოლა, ის უბრალოდ იყინება, როგორც კურდღელი, სინათლეს რომ მიანათებ. მხოლოდ მოგვიანებით შეუძლია მსხვერპლს “გადარჩენილად” იგრძნოს თავი, როცა მიხვდება, რომ მასზე ძალადობენ. მაგრამ მიხვედრის შემდეგაც კი, უმრავლესობას ეჭვი შეაქვს რეალობაში და ბოლომდე არ სჯერა, რომ დაუნდობელ და უემპათიო მოძალადესთან აქვს საქმე (გასლაითინგი - რეალობის დამახინჯება ისე, რომ მსხვერპლმა ეჭვი შეიტანოს რეალობაში და საკუთარ ჯანმრთელობაში).

ხანგრძლივი ძალადობრივი ეფექტები

მსხვერპლები განიცდიან სირცხვილს, დეპრესიას, შფოთვას, უხერხულობას, დანაშაულს, დამცირებას, მიტოვების გრძნობას და მომატებულ დაუცველობის შეგრძნებას.

რატომ აქვს რეგულარულ ძალადობას ასეთი ხანგრძლივი შედეგები? განმეორებითი ძალადობა იწვევს პანიკურ შეტევებს, ჰიპერვიგილანტურობას, ძილის დარღვევებს, ფლეშბეკებს, ინტრუზიულ მოგონებებს, სუიციდურ ფიქრებს და სხვა ფსიქოსომატურ სიმპტომებს. ამ ყველაფერზე, სხვა სტატიებში უფრო დეტალურად გაიგებთ.

ხმა მსხვერპლის გონებაში: ჩანერგილი ძალადობა

ნარცისულ ძალადობაში მსხვერპლი ახდენს მოძალადის ინტერნალიზაციას - თითქოს ნარცისის ხმა ინერგება მსხვერპლის თავში. ყველაფერი მას ახსენებს და მასთან ასოცირდება. უბრალო საგანი ან მოქმედებაც კი, მსხვერპლში ამოატივტივებს ნარცისის სიტყვებსა თუ მოქმედებებს წარსულიდან, რაც ადამიანის სხეულში იწყვევს ბრაზს, სტრესს და გაბრუნებს ძველ მდგომარეობაში, როცა ნარცისთან გქონდა ურთიერთობა. ამიტომაა, რომ ძალადობა გრძელდება მას მერეც კი, რაც ურთიერთობა სრულდება.

მსხვერპლი აგრძელებს საკუთარი თავის შეურაცხყოფას, ბრაზობს და ხელახლა იხსენებს მოძალადის სიტყვებსა თუ ქმედებებს: მუქარებს, კომენტარებს მის თვითშეფასებაზე, გარეგნობაზე, თვითრწმენაზე და ღირებულებებზე. ახსენდება ღალატის და მოტყუების ფაქტები, აქტიურდება დანაშაულის გრძნობა და თვითკრიტიკა.

ეს ფიქრები შენს შიგნით ხდება და თითქოს თავისით იბადება, თითქოს ყველა ფიქრი ერთ ადგილას მიდის და მსხვერპლს არ შეუძლია ემოციებისა თუ სტრესის კონტროლი. ამიტომაც თითქმის ყოველთვის, ნარცისულ ძალადობაში, მსხვერპლი არის საკუთარი თავის “მტერი” და ამ ციკლისგან თავის დაღწევა, დახმარების გარეშე ძალიან ძნელია. დროთა განმავლობაში, ეს მდგომარეობა გფიტავს და ბოლოს - გკლავს!

პიროვნული ზრდა და ცვლილება
პიროვნული ზრდა და ცვლილება

ტრავმა და მისი გადამუშავება

რატომ რეაგირებენ ადამიანები განსხვავებულად ტრავმაზე? ძირითადად ტრავმებმა შეიძლება მიგვიყვანოს ორიდან ერთ-ერთ შედეგამდე:

დანებება, რეგრესი, ინფანტილური ქცევები: სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანები, ტრავმაზე რეაგირებენ შეგუებით, ფსიქოზური მიკროეპიზოდებით, დამალვით, საშიში მოქმედებით (ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები). მსხვერპლს ურჩევნია იყოს ნაცნობ, პროგნოზირებად, თუმცა საშიშ გარემოში, სადაც დამანგრეველად მტკივნეულია, ვიდრე აღიაროს რეალობა და აღმოჩნდეს მოწყვლადი, უმწეო ემოციების წინაშე, რეაბილიტაციის დროს.

პიროვნული ზრდა და ცვლილება: უფრო დაბალანსებული, ემოციურად ძლიერი/მომწიფებული ადამიანები ტრავმას გადათარგმნიან, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივში და არა მათთვის სასურველ ფანტაზიაში. ისინი იცვლებიან, ადგენენ ახალ საზღვრებს, წარმოქმნიან ახალ ღირებულებებს, ახალ რწმენებს, ახალ კონტაქტებს და სქემებს, ცდილობენ ამოიცნონ საკუთარი ემოციები და სწავლობენ იმ ფიქრებზე კონტროლს, რომლებიც ამ ემოციებს იწვევს, რითაც უფრო მეტად მდგრადები ხდებიან ტრავმის მიმართ.

როგორ შლის ნარცისი მსხვერპლის რეალობას

რატომ ხდება მსხვერპლის იზოლაცია? როდესაც ძალადობა აღწევს კრიტიკულ (მიტოვება/უარყოფა) ფაზას, მოძალადეს უკვე იზოლირებული ჰყავს მსხვერპლი ოჯახისგან, მეგობრებისგან და კოლეგებისგან. ის აბამს მას საზიარო ფანტაზიაში და ართმევს მას რეალობის შემოწმების შესაძლებლობას. განსჯის, კრიტიკულ აზროვნების და რეალობის აღქმის უფლებას. მხოლოდ ნარცისიღა დარჩა მის ცხოვრებაში და მხოლოდ მასთან კომუნიკაციით ფორმირდება მისი ფიქრები, აზრები, თვითშეფასება და რეალობის აღქმა. მსხვერპლი თითქოს ქვესკნელშია კატაპულტირებული.

პირვანდელი და იდეალური ურთიერთობის დაბრუნების და სირცხვილის თავიდან არიდების მცდელობაში, მსხვერპლს ურჩევნია უარჰყოს ძალადობა, თავი მოიტყუოს ან შეამციროს მისი მნიშვნელობა. რატომ ხდება უარყოფა? იმიტომ, რომ სიმართლის აღიარება ძალიან მტკივნეულია - ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ის იყო მოტყუებული, ბოროტად გამოყენებული. ბევრი ექსპერტი ამ შეგრძნებას, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაზე მტკივნეულ ფაქტად აფასებს. ფაქტობრივად გიწევს შენში მოკლა ადამიანი, რომელიც ცოცხალია და გიყვარს.

ისინი იმყოფებიან ტრავმული ბმის მდგომარეობაში (ცნობილი როგორც სტოკჰოლმის სინდრომი). თავს გრძნობენ უმწეოდ, უღირსად, სულელად და დამნაშავედ იმის გამო, რომ მათი მიზეზით ჩაფლავდა ურთიერთობა.

თავდაპირველად, მსხვერპლები ხშირად უარყოფენ თავიანთ მდგომარეობას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი იღებენ მეტ ინფორმაციას, როდესაც ისინი იწყებენ განათლებას ნარცისიზმის ირგვლივ, ისინი იწყებენ საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმას. ეს არის პირველი ნაბიჯი გაჯანსაღებისკენ.

ნარცისული ძალადობა
ნარცისული ძალადობა

როგორ ვუშველოთ თავს?

განათლება, პროფესიონალური დახმარება და მხარდამჭერი საზოგადოება არის გასაღები ნარცისული ძალადობიდან გამოჯანმრთელებისთვის.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: "ვარ თუ არა მე ნარცისული ძალადობის მსხვერპლი?"

თუ პასუხი დადებითია, იცოდეთ, რომ გამოჯანმრთელების მოგზაურობა მაშინვეა დასაწყები, რომელიც სამწუხაროდ გრძელი და მტკივნეული იქნება.

თქვენ არ ხართ მარტო, არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ამ ეტაპს გადიან ჩვენთან ერთად.

როგორ უნდა მიხვდე, რომ ნარცისის მსხვერპლი ხარ? ნარცისული ძალადობის განსხვავება ჩვეულებრივი ძალადობისგან

ნარცისული ძალადობის მსხვერპლები წარმოადგენენ კლინიკურ სურათს, რომელიც არსებითად განსხვავდება სხვა, უფრო კონკრეტული, მიზანმიმართული ტიპის ძალადობის მსხვერპლებისგან. მათი უმრავლესობა, თავს გრძნობს გამოუვალ მდგომარეობაში. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეიძინეს უმწეობის გამოცდილება, რომელიც ჩაინერგა მათში, მათ ფსიქიკაზე მასშტაბური და სისტემური შეტევებით, (ინტერმიტენტული განმტკიცების გზით) ძალადობის გზით.

რატომ ხდება ეს? თავდაცვის მიზნით, ისინი ხდებიან დისოციაციურები, აჩვენებენ ისეთ დისოციაციურ სიმპტომებს, როგორიცაა დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია ან ამნეზია.

რომ შევაჯამოთ

რატომ არის მნიშვნელოვანი ნარცისული ძალადობის ამოცნობა? იმიტომ რომ ამოცნობა არის პირველი ნაბიჯი გაჯანსაღებისაკენ. თუ საკუთარ თავს ამოიცნობთ ამ აღწერილობებში, უნდა იცოდეთ, რომ:

  1. თქვენ არ ხართ მარტო

  2. თქვენ არ ხართ გიჟი

  3. თქვენი შეგრძნებები ობიექტურია

  4. თქვენი ინტუიცია სანდოა

ნარცისული ძალადობა არის უნიკალური, მასშტაბური, სისტემური, ყოვლისმომცველი და დამანგრეველი. მაგრამ მისი გაცნობიერება არის პირველი ნაბიჯი იმ ძალაუფლების დაბრუნებისკენ, რომელიც ფარულად და მოტყუებით წაგართვეს.

ნარცისი და სოციუმის ვალიდაცია
როგორი ადამიანი სძულს ნარცისს?
როდის ეშინია შენი ნარცისს?
როგორ დაამარცხებ ნარცისს?
ნარცისი ქმარი
სინამდვილეში რა უნდა ნარცისს?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge