ნარცისი ქმარი
ქორწინებაში, ნარცისი ქმარი ხშირად ეფუძნება არამდგრად და მანიპულაციურ ურთიერთობას.
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
8/9/20241 min read
ზოგადად, ნარცისული პიროვნება ხასიათდება მაღალი თვითშეფასებით, სურვილით იყოს აღიარებული და ფასდებოდეს სხვების მიერ. მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი შთაბეჭდილების მოხდენის და თავის სასარგებლოდ წარმოჩენის, თუმცა, ამავე დროს, ხშირად უარყოფს საკუთარ შეცდომებს და არ აღიარებს სხვების წვლილს. ასეთი პიროვნება მოითხოვს აღიარებას, უპირატესობას და სრულ დამორჩილებას იმათგან, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისგან.
ქორწინებაში, ნარცისი ქმარი ხშირად ეფუძნება არამდგრად და მანიპულაციურ ურთიერთობას. თუ მეუღლე ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს (და უმრავლეს შემთხვევაში ასეც არის), ის ხდება უკმაყოფილო, გაკიცხავს პარტნიორს და მანიპულირებს მისით. ნარცისული ქმრის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი:


ნარცისი ქმარი ანგარიშს არ უწევს მეუღლის გრძნობებსა და განცდებს. ის არ აჩვენებს ემპათიას და უარყოფს მეუღლის ემოციურ საჭიროებებს. ხანდახან პირიქით, მისი უარყოფითი ემოციებითაც იკვებება, როგორც ვამპირი.
ნარცისული ქმარი ცდილობს შვილებში მეუღლის მიმართ უპატივცემულობა გამოიწვიოს და საკუთარ მხარეს გადაიბიროს. ეს სპეციალური მანიპულაციაა, რათა მსხვერპლმა იზოლირებულად იგრძნოს თავი და მისი კონტროლი გაიოლდეს.
ნარცისი ქმარი არ იზიარებს მეუღლის სურვილებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირდება. პარტნიორს უყურებს როგორც მის საკუთრებას და თვლის, რომ მას უნდა ემსახურებოდეს მთელი ცხოვრება.
ნარცისი მამაკაცი ზოგადად, განიცდის უსაფუძვლო შურს ყველა მამაკაცის მიმართ, ვინც მიაჩნია, რომ კონკურენციას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მომავალში. ხშირად ეს ეჭვები საღ აზრს მოკლებულია, თუმცა მას ღრმად სჯერა მისი პროგნოზის და არც კონკურენტების საბოტაჟს არ ერიდება.
ნარცისი ქმარი მეუღლის წარატებას, (განსაკუთრებით კარიერულს) აღიქვამს როგორც საფრთხე და თვლის, რომ თუ მსხვერპლი წარმატებული და დამოუკიდებელი გახდება, მას შუმცირდება გავლენა და შეიძლება მიატოვონ კიდეც. მიტოვება კი ნარცისის ღამის კოშმარია.
ნარცისი ქმარი იშვიათად უსმენს მეუღლეს, მაგრამ მოითხოვს მისგან მუდმივ ყურადღებას და აღიარებას. ის, მისი მთავარი პარტნიორისგან მიღებული რესურსით და მისი გრანდიოზულობის აღნიშვნით, საკუთარ ეგოს კვებავს, რომ ცოცხლად იგრძნოს თავი. მისგან წამოსული ენერგია საწვავივითაა, რომ იარსებოს ნარცისმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაქრება.
ნარცისი ქმარი არ აფასებს მეუღლის წვლილს, რომელიც გულისხმობს ოჯახური საქმეების წარმოებასა და შვილების აღზრდას. ცდილობს დააკნინოს მისი მცდელობები და გააუფასუროს მსხვერპლის ძალისხმევა.
ასეთი მიზანმიმართული ქცევა, აზარალებს მეუღლის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას, მსხვერპლს ხშირად ეჭვი შეაქვს მის ადეკვატურობაში და კარგავს მის შინაგან “მე”-ს, ვეღარ გაუგია როგორია, რა უნდა და როგორ მოიქცეს. ხანგრძლივი (წლობით) ასეთი არამდგრადი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ცვლის მის თვითშეფასებას და უმრავლეს შემთხვევაში იწვევს კოგნიტურ დისონანსს, რომელიც ხშირად ფსიქიკური აშლილობით მთავრდება.
სამწუხაროდ, ნარცისული პიროვნების შეცვლა ძალიან რთულია, თუმცა მსხვეპრლისთვის მნიშვნელოვანია სწორად აღიქვას და გაიაზროს მიმდინარე პროცესები, მიიღოს მეტი ინფორმაცია ნარცისიზმზე რათა დაიცვას საკუთარი ემოციური მდგომარეობა.
როგორები არიან ნარცისები (ვრცელი ვერსია)
რა მიზანი აქვს ნარცისს და ფსიქოფათს ურთიერთობისას??
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ნარცისი და ღალატი სინონიმებია!
რატომ ქორწინდება ნარცისი?
რა არის ემპათია?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისი ქმარი არასდროს არ იქნება კმაყოფილი არსებული მეუღლით და მუდმივად ეძებს უკეთეს ალტერნატივას. მისი ფანტაზიები არარეალისტურია და აზარალებს ოჯახის სტაბილურობას. მას ყოველთვის ჰყავს გასაიდუმლოებული (ალტერნატიული) ნარცისული რესურსის წყარო.
ნარცისული ქმარი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მეუღლის ფიზიკურ იერსახეს და მუდმივად აკრიტიკებს მას, იმის მიუხედავად, რომ თავად არ ცდილობს საკუთარი იერსახის გაუმჯობესებას. მან კარგად იცის პარტნიორის ნაკლოვანებები და განგებ, (ხშირად უხეშადაც კი) მუდმივად ხაზს უსვამს, თუ რა აქვს გასაუმჯობესებელი მეუღლეს თუმცა ქმედებებით, პირიქით საბოტაჟს უკეთებს მეუღლის წინსვლის ყველა მცდელობას.