ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?

ის პირველივე დღიდან შენი მტერი იყო და ბოლომდე მტრად დარჩება

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

3/22/20241 min read

რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?
  1. სისუსტე - თუ ნარცისი შეგიყვარდა, ის მას აღიქვამს როგორც შენს სისუსტეს და ეცდება შეფარულად შენს წინააღმდეგ გამოიყენოს. თუ გამოუვა, მის თვალში ღირებულებას დაკარგავ და უარესისთვის მოემზადე.

  2. იმედების გაცრუება - როგორი მიმზიდველიც არ უნდა ყოფილიყავი თავიდან, ის მოძებნის შენში ხარვეზებს (გარეგნული თუ მენტალური), რომელსაც შემდეგ შენი კრიტიკისთვის და გაუფასურებისთვის გამოიყენებს.

  3. კრიტიკა - ნარცისი ვერ იტანს კრიტიკას. ვინაიდან ის შიგნიდან ცარიელია, ყველა წინადადებაში ფარულ სარკაზმს ეძებს. კომპლიმენტიც კი კრიტიკად შეიძლება აღიქვას მისი ბავშვობისდროინდელი ტრამვების გამო.

ნარცისის პარტნიორი
ნარცისის პარტნიორი
  1. თუ აქვს, ე.ი. ეკუთვნის - თუ შეატყო, რომ ჯიბეში ჩაგისვა და მის გარეშე არ შეგიძლია, ნარცისი როგორც მოცემულობას ისე აღგიქვამს (taking you for granted). და თითქოს მისი საკუთრება - ვერსად ვერ გაექცევი.

  2. გაგიბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებ - ნარცისმა არ იცის საზღვარი, ის მოძვრება შენს სულში შენს გასაუბედურებლად, შენს გასაუფასურებლად და შენი თვითშეფასების მოსაკლავად. თუ მოითმენ მის არასათანადო მოპყრობას, შენ მის თვალში პატივისცემას დაკარგავ, რასაც ის, საკუთარი ეგო-ს გასაძლიერებლად გამოიყენებს.


რატომ ცდილობენ ნარცისები მსხვერპლის იზოლირებას?
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
ურთიერთობა ნარცისთან

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  1. ფინანსური მხარდაჭერა - ნარცისი შენსგან, ყველა მისი ფინანსური მოთხოვნის მხარდაჭერას ელის/ითხოვს და თუ ეს მოლოდინები არ გაუმართლდა, ის ჩათვლის რომ მასზე არასაკმარისად ზრუნავ და სამაგიეროს გადახდას შეეცდება.

  2. მოწყენილობა - ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან იოლად სწყინდებათ ყველა და ყველაფერი. მათთვის სტაბილურობა უინტერესოა, რადგან ბავშვობიდან მიჩვეულია დრამებს და დაძაბულობას ურთიერთობაში.

  3. სიახლოვის და ინტიმის შიში - მას ბავშვობიდან ეშინია გულწრფელი ურთიერთობების, უამრავი უარყოფითი გამოცდილების გამო. ეშინია კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს მსხვეპრლი, როგორც ადრე. მას ურჩევნია იყოს სადისტი, ვიდრე მსხვერპლი და ეს მისი კოდექსია.