ნარცისს უნდა, რომ იყო “პატარა” და დარჩე უმწეო
ის გიყურებს როგორც მის რესურსს, რომელიც სჭირდება რაღაც კონკრეტული ამოცანისთვის (იმიჯი, სტატუსი, სექსი, ფული, ბიზნესი, სამუშაო ძალა და ა.შ.)
ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
8/27/20231 min read
შენ არ გაქვს ზრდის უფლება, როცა ხარ ნარცისთან ურთიერთბაში. ის გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩე პატარა.
რაც უფრო შეგაჭრიან ფრთებს, მით უფრო ნაკლებია შანსი, სხვაგან გაფრინდე, რომ იყო მუდმივი კონტროლის ქვეშ, ადვილია შენზე მანიპულირება და გავლენა. ნარცისი ხომ შენს ყურადღებაზე და ვალიდაციაზეა დამოკიდებული.


იმ წუთიდან, როცა იწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას, ზრდას, განვითარებას და ნარცისი ამას ხედავს, მანდ იწყება პრობლემები. ზუსტად ამ დროს აქვთ საშინელი რეაქციები, როგორიცაა:
“რა დროს სწავლაა, ჯერ მაგის ფული არ გვაქვს”
“არ გინდა ეგ სამსახური, მერე დრო აღარ დაგრჩება ბავშვებისთვის”
ისინი შეფარულად ცდილობენ შენი წინსვლის საბოტაჟს. მათ ეშინიათ შენი წარმატების და ოცნებების ახდენის!
რატომ ქორწინდება ნარცისი?
როგორ გტოვებს ნარცისი მარტო…
მოსწონს ნარცისს გიყუროს, როგორ იტანჯები?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
როცა იზრდები, იძენ ახალ მეგობრებს, ახალი სამსახურის ან თავგადასავლის პერსპექტივა გიჩნდება, როცა ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე და ზოგადად ბედნიერებაზე, ეს მათ ძალიან აშინებთ.
ხვდებიან, რომ რაც უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხარ მასზე, მით ძნელია შენი კონტროლი და შენგან მუდმივი ნარცისული აღიარების მიღება, რაც მათი საკვებივითაა და მის გარეშე ვერ ძლებენ.
ის გიყურებს როგორც მის რესურსს, რომელიც სჭირდება რაღაც კონკრეტული ამოცანისთვის (იმიჯი, სტატუსი, სექსი, ფული, ბიზნესი, სამუშაო ძალა და ა.შ.) და თუ მას აღარ გამოადგები - მიგატოვებს ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს.