
NPD.ge
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების მსხვერპლთა, დახმარების და რეაბილიტაციის ცენტრი
ჩვენს შესახებ
NPD.ge არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება ნარცისული ძალადობის მსხვერპლებს, გააცნობიერონ და გადალახონ ტოქსიკური ურთიერთობები. ჩვენი მიზანია ერთმანეთის მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ცხოვრების აღდგენაში დახმარება.
გახსოვდეთ, რომ ეს არ არის თქვენი ბრალი. თქვენ არ აირჩიეთ ნარცისი — ნარცისმა აგირჩიათ თქვენ, რადგან ხართ ემპათიური, კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი. სწორედ ამ თვისებების გამო ხართ განსაკუთრებული და დასაფასებელი. სწორედ ეს ღირსებები ხდება ნარცისების სამიზნე.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ მათ, ვინც გრძნობენ თავს მარტო და იზოლაციაში ნარცისულ ურთიერთობებში.
NPD.ge უსაფრთხო და ანონიმური სივრცეა, სადაც თქვენ აღარ იქნებით მარტო ამ ბრძოლაში. შემოუერთდით ადამიანებს, რომლებიც თქვენს მსგავს გზას გადიან. აქ იპოვით ისეთებს, ვისაც კარგად ესმის თქვენი ტკივილი და ვინც მზადაა მოგისმინოთ, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და დაგიდგეთ მხარში, სანამ ახალი ცხოვრება დაიწყება. მხოლოდ ნარცისგამოვლილებს შეუძლიათ აღიქვან და გაუზიარონ ერთმანეთს ის მძაფრი ემოციები და გამოცდილებები, რომლებიც მათ თავს გადახდათ.
ჩვენი მიზნებია:
ინფორმაციული მხარდაჭერა - ბლოგპოსტებისა და სტატიების მეშვეობით, ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას ნარცისული ქცევის ამოცნობისა და გაანალიზების შესახებ, რაც დაგეხმარებათ თქვენი ურთიერთობის პრობლემის იდენტიფიცირებაში.
ემოციური მხარდაჭერა - დაგეხმაროთ, რომ აღიდგინოთ თვითრწმენა, გამთლიანდეთ და განიკურნოთ იმ ტკივილისგან, რომელიც ნარცისულმა ურთიერთობამ გამოიწვია.
ფიზიკური მხარდაჭერა - ერთმანეთის მხარდასაჭერად, შევქმნათ უსაფრთხო და ანონიმური სივრცე ყველასთვის, ვინც გადადის ნარცისული ძალადობის ეტაპებს.
არ იცით, რა ნაბიჯი გადადგათ შემდეგი?
თუ გრძნობთ, რომ გზა დაკარგეთ და არ იცით, საით წახვიდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თქვენთან ერთად, ვიპოვით გზას თქვენი შინაგანი ძალის აღსადგენად. თქვენ არ ხართ მარტო — ჩვენ აქ ვართ, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ.
დაგვიკავშირდით, ერთად უფრო იოლია :)
მოგვწერეთ, კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ან
დაუკავშირდით შსს ოჯახური ძალადობის 24-საათიან უფასო და ანონიმურ სერვისს საქართველოში:
ცხელი ხაზი 116 006
infochariffy@gmail.com