ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რატომ ქორწინდება ნარცისი?

ნარცისს სხვა მიზნები ამოძრავებს…

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ

4/7/20241 min read

თითქოს იოლი კითხვაა, ჯანმრთელი ადამიანები ქორწინდებიან, რათა მათ მეორე ნახევართან ერთად იყვნენ ბედნიერები, უყვარდეთ და იზრუნონ ერთმანეთზე ცხოვრების ბოლომდე, ჰყავდეთ საერთო შვილები, ნდობაზე და ურთიერთაპტივისცემაზე აგებული ურთიერთობა სწყურიათ. თუმცა, ნარცისს სხვა მიზნები ამოძრავებს…
  • მისი იმიჯის გამო - ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია გარშემომყოფების აზრი მის შესახებ. იმ ნიღბისთვის, რომელიც სოციუმისთვის სჭირდება, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მისი ქორწინებაში ყოფნაა.

  • ნარცისული ყურადღების (რესურსის) მთავარი წყარო - ვინაიდან ბავშვობისდროინდელი ტრავმის გამო, საკუთარი თავის შეგრძნება არ გააჩნია, იგი დამოკიდებულია სხვების ვალიდაციაზე და ყურადღებაზე, რასაც კლინიცისტები ნარცისულ რესურსს (ყურადღება) ეძახიან. ნარცისს, სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება ერთგვარი ენერგია, საწვავი და ეს საწვავი ზუსტადაც რომ ეს ყურადღებაა. ქორწინებით, ის დაირეზერვებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნარცისულ რესურსს 24/7, მისი მეუღლის სახით, რათა სრულფასოვანი არსებობა შეძლოს.

ნარცისი ქორწილი
ნარცისი ქორწილი
  • მანიპულაცია - ნარცისს ადამიანებით მანიპულირება ხელოვნების დონემდე აქვს აყვანილი. რადგან ვაბშვობიდან ადამიანების მანიპულირებით არის დაკავებული, ზრდასრულ ასაკში იგი უკვე პროფესიონალი მანიპულატორია. მეუღლით მანიპულირება კი ყველაზე ადვილია, რადგან ის ენდობა ნარცისს და მის ყველაზე ინტიმურ საიდუმლოებსაც კი ანდობს, რაც ორმაგად აადვილებს მის მართვას. სხვებზე წარმატებული მანიპულირება, მას დამატებით ძალაუფლების განცდას ჰმატებს.

  • ტოტალური კონტროლი - ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, მსხვერპლის კონტროლის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აქვს. ვინ, თუ არა მისი მეუღლე, რომელიც ყველაზე იოლი გასაკონტროლებელია?!

  • განტევების ვაცი - მეუღლის ყველაფერში დადანაშაულება, საუკეთესო გამოსავალია მისი ეგო-ს “მოსაფხანად”. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც ნარცისს უნდა, რათქმაუნდა მეუღლის ბრალია და როგორც კრივის ტომარას, გაუთავებლად შეუძლია ურტყას.

  • უფასო მოსამსახურე - ხშირად ნარცისის დაქორწინების მიზეზი, პოტენციური მეუღლის უფასო მოსამსახურედ განხილვაც არის. თუ მსხვერპლს აქვს პოტენციალი, მისი ყველა სურვილი და ბრძანება შეასრულოს, რატომაც არა?!

  • ნიღაბი - ქორწინებაში მყოფი ნარცისი, საკუთარ თავს ბევრად უფრო იოლად შენიღბავს და ამცირებს გამოაშკარავების შანსს. სოციუმში ის პოზიციონირდება როგორც ქორწინებაში მყოფი, რითაც მასზე რაიმე საეჭვოს ფიქრი უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

  • ღალატი - ნარცისი და ღალატი სინონიმებია. ქორწინებაში მყოფს, ბევრად უფრო უიოლდება მისი მზაკვრული სქემების რეალიზება, რადგან მასზე ეჭვს იშვიათად თუ მიიტანენ.


რომ შევაჯამოთ: ემპათიის არქონის გამო, ნარცისს ჯანმრთელი სიყვარული არ შეუძ₾ია და ქორწინებას, მისი ეგოისტური გადმოსახედიდან უყურებს. მისთვის სულერთია ყველა სხვა ადამიანი და მათ უყურებს, როგორც კომპიუტერული თამაშის ჯარისკაცებს. ის მხოლოდ საკუთარ ხეირზე და მოგებაზე ფიქრობს.

რატომ არის ნარცისი ასეთი ბრაზიანი?
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
ნარცისის აგენტები - მფრინავი მაიმუნები
ნარცისი და ჰიპოკრატე

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  • მარტოობის შიში - ნარცისი იქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქორწინების კონტრაქტით (ან ჯვრისწერით), მისი მეუღლე მას არასდროს მიატოვებს. ქორწინებას უყურებს როგორც შეთანხმებას, რომელითაც მსხვერპლი მიჯაჭვულია მასზე (განსაკუთრებით მაშინ, თუ საერთო შვილი (ები) ჰყავთ). ნარცისის მიტოვება, მასში ბავშვობისდროინდელ ტრავმებს აღვიძებს და მას მიტოვებაზე ძალიან, არაფრის არ ეშინია.

  • სარგებელი - ნარცისული რესურსის (ყურადღების) მიღების გარდა, მას სხვა რესურსებიც აინტერესებს. ეს შეიძლება იყოს მეუღლის სოციალური სტატუსი, უძრავი ქონება, ფინანსები, გავლენიანი წრე, ძალაუფლება და ა.შ.