ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის, ფსიქოპატის და სოციოფატის ნიღაბი

მათ შორის მცირე განსხვავებებია

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

9/1/20231 min read

რათქმაუნდა მათ შორის არის განსხვავებები, ის თუ რა ამოძრავებთ, რა არის მოტივები და ა.შ.

თუმცა, შინაგანი “მე”-ს შეგრძნება სამივეს ერთიდაიგივე მდგომარეობაში აქვს, არიან მანიპულატორები, ცივსისხლიანები, ცინიკურები, მოღალატეები… მათთვის ყველაფერი შეიძლება, რადგან განსაკუთრებულები არიან, ხოლო ყველა დანარჩენი მათ უნდა ემსახურებოდნენ. არ აქვთ ემპათიის შეგრძნება და ადამიანებს უყურებენ როგორც ჯარისკაცებს, კომპიუტერულ თამაშში.

ნარცისი ფსიქოფატი
ნარცისი ფსიქოფატი

მათი ნიღბები, თემის შესაბამისია. გააჩნია, რომელ რეჟიმში არიან იმ წუთისთვის. ვინდაიდან მათ საკუთარი “მე”-ს შეგრძნება არ აქვთ, თვითონ იგონებენ მათივე პერსონაჟებს ბაბლისთვის (მაგ: სამსახურისთვის - ყოველთვის მეიქაფით, თეთრი პერანგით. ან ნათესავებთან - კლდემა, რელიგიური. ან მეგობრებთან ფემინისტი, ან ვეგანი…

იმდენად შედიან პერსონაჟის როლში, რომ უჭირთ იმაზე ფიქრი, რომ ეს გამოგონილი პერსონაჟები თვითონ მოიგონეს, მართლა ისინი კი არ არიან?! არამედ - ნიღბები. ამაზე ფიქრი, მათთვის იმდენად მტკივნეულია (ბავშვობისდროინდელი ტრამვების გამო) რომ ურჩევნიათ იცხოვრონ გამოგონილ სამყაროში, გამოგონილი პერსონაჟებით, სადაც ისინი იქნებიან პედესტალზე და დანარჩენი ჭადრაკის ფიგურები, თავს შესწირავენ მის დიად გამარჯვებას.

ასაკთან ერთად, მათ ნიღაბი უფრო ხშირად და ხშირად ძვრებათ. მათი იდენტიფიცირება ადვილდება.

ნარცისი, ღალატი, ტყუილი და ნიღაბი
განსხვავება ნარცისსა და ფსიქოპატს შორის
რა მიზანი აქვს ნარცისს და ფსიქოპატს ურთიერთობისას?
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

შესაბამისად, სამივე მონდომებულია, რომ საგულდაგულოდ შეინიღბოს ისე, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგოს, რა არის მათი მოტივები და რა უნდათ.

სინამდვილეში როგორები არიან?! მათი თვითშეფასება ძალიან დაბალია და ემოციური ინტელექტი, პირველკლასელი ბავშვის დონეზე აქვთ განვითარებული. გარემოში ადაფტაციისთვის, მათ ბავშვობიდან ნიღბები უკეთიათ და ზრდასრულ ასაკში, მათი, მარტო ქცევის მიხედვით გამოაშკარავება თითქმის შეუძლებელია.

როცა ბავშვობიდან რაღაცას აკეთებ, ზრდასრულ ასაკში, იმ სფეროს პროფი ხარ უკვე.

ნიღაბია მთავარი გამოსავალი, მხოლოდ ასე არიან სოციუმისთვის მისაღები ადამიანები. ეს მათი უმთავრესი საიდუმლოა.