ნარცისი, ღალატი, ტყუილი და ნიღაბი
ისინი ატყუებენ ყველას მათ ირგვლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვითომ აქვთ ღირებულებები. სინამდვილეში კი, მათ შიგნით სიცარიელეა.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
10/14/20231 min read
ალბათ ფიქრობთ, როგორ შეუძლია ნარცისს გიღალატოს და მეორე წუთში თვალებში გიყუროს ისე, რომ წარბიც არ შეეხრება?
ნუთუ თავს ცუდად არ გრძნობენ?
არა, რათქმაუნდა არა! ჩვეულებრივი, ჯანმრთელი და ემპათიური ადამიანისთვის, ეს კონცეფცია წარმოუდგენლად ჟღერს. ადამიანს, რომელსაც აქვს სინდისი, მორალი და მსოფლმხედველობა ასეთი საკითხების მიმართ, ძნელად წარმოიდგენს საერთოდ, რითი ხელმძღვანელობს ნარცისი.


ზუსტად ამიტომ არის ნარცისისთვის უძნელესი სოციუმში არსებობა. ხშირად ისინი ციხეშიც კი ხვდებიან მათივე დაუფიქრებელი სურვილების ასრულების გამო.
ნარცისის გადმოსახედიდან, თუ ცხოვრობ სამყაროში, სადაც ხალხი სინდისით და მორალით ხელმძღვანელობს, თუმცა ეს შენთვის სუუულ ერთია, როგორ უნდა იარსებო?
პასუხია - ნიღაბი. ნიღაბი ვითომ გაქვს მორალი. და უნდა იყოს ისეთი მაგარი, იმის თამაშში, რომ გაქვს მორალი, რომ არავის ეჭვიც კი არ შეეპაროს, რომ არ გაქვს. ეს გაძლევს საშუელაბს, შენიღბულმა აკეთო ის რაც გინდა. ზუსტად ასეც იქცევიან ნარცისები.
ისინი ატყუებენ ყველას მათ ირგვლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვითომ აქვთ ღირებულებები. სინამდვილეში კი, მათ შიგნით სიცარიელეა. ყველაზე ძალიან ეშინიათ ნიღბის ჩამოძრობის და გამოაშკარავების.
წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება რომ რაღაცას აკეთებ, რა მაგრად გაქვს უკვე დამუღამებული? მთელი ცხოვრება რომ გიტარაზე უკრავდე, რა მაგრად დაუკრავდი?! მთელი ცხოვრება რომ მანიპულირებდე ადამიანებით, ქრონიკულად იტყუებოდე, ღალატობდე, ავრცელებდე ჭორებს, აშორებდე და აჩხუბებდე ადამიანებს, რა მაგრად გამოგივა???
ურთიერთობა ნარცისთან (ვრცელი ვერსია)
ნარცისი და ღალატი თითქმის სინონიმებია
რატომ ვაბრუნებთ ნარცისს ჩვენს ცხოვრებაში?!
ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლის ნიშნები, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი ძალადობისგან
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
სინამდვილეში, იყო ნარცისი და ცხოვრობდე სამყაროში, სადაც სხვა ადამიანების ემოციები შენთვის არ არსებობს, გჯეროდეს, რომ ყველა შენით მანიპულირებს ისევე, როგორც შენ მანიპულირებ სხვებით, ჩვეულებრივი ამბავია.
რათქმაუნდა მას ისიც ჰგონია, რომ შენც ატყუებ და ღალატობ მას ისევე, როგორც ის - შენ.
ეს მიდგომა აძლევთ საშუალებას მათ ნაკლებად ინაღვლონ იმაზე, რომ გღალატობენ და გატყუებენ, უფრო ნაკლებად შერცხვეთ.
მათი გრანდიოზულობის შეგრძნება არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მათ აქვთ უფლება მიიღონ ყველაფერი რაც უნდათ მაშინ, როცა მათ უნდათ.