ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რატომ ვაბრუნებთ ნარცისს ჩვენს ცხოვრებაში?!

4 უპატიებელი შეცდომა

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲒᲐᲛᲝᲕᲚᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲐ

9/29/20231 min read

4 უპატიებელი შეცდომა
  1. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ვუშველით და დავიხსნით ნარცისს მისივე თავისგან. ეს ძალიან გავრცელებული შეცდომაა. სინამდვილეში შეუძლებელია უშველო ადამიანს, რომელსაც პიროვნული აშლილობა აქვს, რომელიც თვლის, რომ არაფერი არ აქვს საშველი და პირიქით, ის განსაკუთრებულია, უბრალოდ ამას ცოტა ადამიანი ამჩნევს.

  1. დროთა განმავლობაში გვავიწყდება და ვპატიობთ იმ საშინელებებს, რაც მან გაგვიკეთა. ნარცისი მსხვერპლად კეთილ, ემპათიურ და მეამიტ ადამიანს არჩევს. მათ ემოციებზე თამაში ბევრად ნაყოფიერია და ეს მათ იციან. ასეთი რბილი ადამიანებისთვის კი, დრო ბევრი რამის მკურნალია, რაღაც მომენტში, შეიძლება სძლიოთ სენტიმენტებმა და აპატიონ ნარცისს მისი გაუგონარი სიბოროტეებიც კი.

  2. ხანდახან გვინდა დავიჯეროთ, რომ ნარცისმა აღიარა მისი შეცდომები, მოინანია, უკეთესობისკენ შეიცვალა და მისგან საფრთხე აღარ არის.

  3. გულის სიღრმეში გვეშინია, რომ ვერასდროს განვიცდით ისეთივე კავშირს და ურთიერთგაგებას სხვა ადამიანთან, როგორიც ნარცისთან გვქონდა.