5 მიზეზი, რატომ არ უნდა ენდო ნარცისს.
ნარცისი, ტყუილი, ფარისევლობა და ღალატი თითქმის სინონიმებია
ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ
9/28/20231 min read
ნარცისი, ტყუილი, ფარისევლობა, თითქმის სინონიმებია.
სადაც აუცილებლობა არ არის, იქაც კი იტყუება, თითქოს სპორტივითაა. ბევრი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ ამ პროცესით ზოგი ვარჯიშობს ვირეშმაკობებში, ზოგისთვის კი, სხვებზე მანიპულირება და წარსულის გაყალბება - ცხოვრების წესია.
მათ ტყუილის თქმა ხელოვნების დონეზე ჰყავთ, ხშირ შემთხვევაში, მათ გამოგონილ ტყუილებს თვითონვე იჯერებენ კიდეც (იმდენად წარმოსახული აქვთ და როლში შედიან, რომ სიმართლე ჰგონიათ). მათ შეუძლიათ გიყურონ თვალებში და გაუგონარი სიცრუე მოგიყვნენ ისე, რომ წარბიც არ შეეხრებათ.


ნარცისი ოსტატია, ბრალის შენზე გადმობრალებაში. მას იმდენად კარგად შეუძლია შენით მანიპულირება (სპეციალურად დამახსოვრებული აქვს შენი სენსიტიური, ემოციური და ყველაზე მოწყვლადი წერტილები), რომ სულ რომ დამნაშავე იყოს, ბოლოს შენ გაგრძნობინებს დანაშაულის გრძნობას.
ნარცისი დახელოვნებურია ალიბის შექმნაში. წარმოიდგინეთ, მას ბავშვობიდან უწევს ტყუილების თქმა, და მისივე გამოგონილი პერსონაჟის როლში ცხოვრება. მან საკუთარი თავი დაკარგა (შინაგანი “მე”-ს შეგრძნება არ აქვს) და ისეთი ადამიანის თამაში უწევდა, როგორიც მის მშობლებს (ან სხვა ამაგისმიმცემებს) მოსწონდათ. ბავშვობიდან რომ აკეთებ რამეს, ზრდასრულ ასაკში უკვე ნამდვილი პროფესიონალი ხარ. მათი გამოცდილება უპირატესობაა და ბუნებრივია ამით სარგებლობენ.
გღალატობს. ვინაიდან მას შინაგანი “მე”-ს შეგრძნება არ გააჩნია, შესაბამისად ვერ ექნება ვერც ღირებულებები და სამწუხაროდ ვერც მორალი (ან სინდისი, რომელიც გირჩევნია). რათქმაუნდა ამას არასდროს აღიარებს. თუ მას აქვს უსაფრთხო შესაძლებლობა, ადამიანური საკითხი მისთვის, 1 წამითაც კი არ არის დაბრკოლება. პირიქით, ამით უფრო მეტ ძალაუფლებას გრძნობს. მას აქვს ყველანაირი მონაცემი და შესაძლებლობა გიღალატოს, და არავითარი აკრძალვა ან ჩარჩოები მისთვის არ მოქმედებს.
რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
ღალატის მიზეზები
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონეებს, ყოველთვის ძლიან შურთ სხვების და ამიტომ ცდილობენ, რომ ამ “სხვების” გამწარებით, სიამოვნება მიიღონ. დიახ, როცა სხვა იტანჯება, ნარცისები ამ დროს სიამოვნებას იღებენ თუმცა იშვიათად გამოხატავენ, ეშინიათ, რომ გაიშიფრებიან.
ნარცისს აქვს განდიდების მანია. ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, გაცილებით არაადეკვატურად ჰგონია (თავს არწმუნებს) რომ ის არის განსაკუთრებული. თან აწყობს რომ დაიჯეროს, რადგან უამრავი პრივილეგიის მინიჭება შეუძლია საკუთარი თავისთვის. ვინაიდან ის განსაკუთრებულია, მისთვის ყველაფერი შეიძლება, სხვები კი წესებს უნდა დაემორჩილონ, ვინც წესებს გადაუხვევს - დავსჯი. მას უნდა ემსახუროს ყველა და ადამიანებს, როგორც კომპიუტერულ თამაშებში სამხედროებს, ისე უყურებს, როგორც რესურსს. ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და არ ითვალისწინებს არავის. არ იხდის ბოდიშს და არ ნანობს არაფერს, რაც არ უნდა გაეკეთებინა, თვლის, რომ მას ამის უფება ჰქონდა.