ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

წარსულის გაყალბება - Gaslighting

ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მსხვერპლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას

ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

7/21/20241 min read

გასლაითინგი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციის ფორმა, რომლის დროსაც ტოქსიკური ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს მსხვერპლის რეალობის აღქმა. ეს ტერმინი მომდინარეობს 1938 წლის პიესიდან "Gaslighting", სადაც ქმარი ცდილობს დაარწმუნოს ცოლი, რომ ის ჭკუიდან იშლება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გასლაითინგი არის ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მსხვერპლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

გასლაითინგის მთავარი მიზანია:

  1. მსხვერპლის დაეჭვება საკუთარ მეხსიერებაში, აღქმასა და მსჯელობაში.

  2. მსხვერპლის დამოკიდებულების გაზრდა მანიპულატორზე, რათა გაადვილდეს მისი მართვა და კონტროლი.

  3. მსხვერპლის თვითრწმენის და ფსიქიკის შერყევა.

გასლაითინგი (იგივე წარსულის გაყალბება) შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ურთიერთობაში - რომანტიკულ, ოჯახურ, სამსახურეობრივ ან სოციალურ გარემოში. ის ხშირად გამოიყენება ნარცისების, ფსიქოპათების და მანიპულატორების მიერ ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად.

ტოქსიკური ადამიანები იყენებენ სხვადასხვა ტაქტიკას, რათა შეარყიონ მსხვერპლის რეალობის აღქმა:

6. მოვლენების ან საუბრების შეცვლა/დამახინჯება ნახევრადტყუილებით ან ტყუილებით, მანიპულატორის სასარგებლოდ.

7. თავის წარმოჩენა მზრუნველად მაშინ, როცა რეალურად მანიპულატორი ძირს უთხრის მსხვერპლს.

ეს ტექნიკები ხშირად გამოიყენება კომბინაციაში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც ართულებს მათ ამოცნობას მსხვერპლის მიერ. გასლაითინგის ეფექტი კუმულაციურია და შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლის სრული დაბნეულობა, კოგნიტური დისონანსი და საკუთარ აზრებში დაეჭვება, მიზანიც ხომ ეს არის?!

გასლაითინგის ამოცნობა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით როცა ეს ხდება თანდათანობით, თვეების და წლების განმავლობაშიც კი. აი, რამდენიმე ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს გასლაითინგზე:

  • მუდმივი ეჭვი საკუთარ მეხსიერებაში: თუ ხშირად ფიქრობთ "ნუთუ მართლა ასე მოხდა?" ან "შეიძლება მართლა მეშლება?"

  • მუდმივი ბოდიშის მოხდა: თუ თავს იჭერთ, რომ ყველაფერზე ბოდიშს იხდით, მაშინაც კი, როცა არაფერი დაგიშავებიათ.

  • დაბნეულობის შეგრძნება: თუ ხშირად გრძნობთ თავს დაბნეულად ან "გაგიჟებულად" ურთიერთობაში.

  • საკუთარი თავის ეჭვქვეშ დაყენება: თუ მუდმივად ეჭვობთ საკუთარ აზრებსა და გრძნობებში, გიჭირთ საკუთარ თავში გამორკვევა, აღარ გახსოვთ ვინ ხართ.

  • პარტნიორის/მეგობრის/ოჯახის წევრის გამართლება: თუ მუდმივად იცავთ პარტნიორის ქცევას სხვების წინაშე, მაშინაც კი, როცა იცით, რომ ის არასწორია.

  • სიმართლის თქმის შიში: თუ გეშინიათ, რომ თქვენი აზრების გამოხატვა გამოიწვევს კონფლიქტს ან დაცინვას.

  • უსუსურობის შეგრძნება: თუ გრძნობთ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ ურთიერთობაში.

  • იზოლაციის შეგრძნება: თუ გრძნობთ, რომ მხოლოდ თქვენს პარტნიორზე/მეგობარზე/ოჯახის წევრზე ხართ დამოკიდებული.

  • საკუთარი ინტუიციის უგულებელყოფა: თუ ხშირად იგნორირებას უკეთებთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომ რაღაც არ არის წესრიგში!!!

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ნიშნები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს და ყველა მათგანის არსებობა არ არის აუცილებელი გასლაითინგის დასადასტურებლად. თუმცა, თუ რამდენიმე მათგანს ამოიცნობთ თქვენს ურთიერთობაში, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ დროა გაიქცეთ!

როცა ადამიანს ენდობით, მის მიმართ მეტი მიმღებლობაა და ნაკლები ფილტრები გაქვთ გააქტიურებული, მისგან წამოსული ინფორმაციის გასაფილტრად. იშვიათად ანათებს წითელი განგაშის ღილაკი ტვინში კითხვით - აქ რა ხდება?

დიდი ხნის განმავლობაში, ასე გაგრძელება გამოიწვევს თქვენს ფსიქიკურ პრობლემებს, საკუთრი რეალობის ეჭვქვეშ დაყენებას და თუ ამ პერიოდში რამე კრიზისი დაგემთხვათ, შეიძლება თვითშეფასება ნულამდეც დაგივიდეთ. იწყება კოგნიტიური დისონანსით, გადადის დეპრესიაში, დროთა განმავლობაში ფიზიოლოგიური ჩივილები ემატება (უკვე რაღაცეები გტკივდება, გიავადდება)

ამ თემაზე ძალიან კარგი მხატვრული ფილმია, რის ყურებასაც გირჩევთ, ფილმში ბევრად ვრცლად და საინტერესოდ ჩანს გასლაითინგის შინაარსი. რეიტინგი კარგი აქვს და საყურებლადაც საინტერესოა - Gaslight 1944

ნარცისი ქმარი
მანიპულაციური ტექნიკები, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს ნარცისი
ნარცისი და ობიექტის მუდმივობა
მანიპულაცია - თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს

რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

1. მანიპულატორი უარყოფს მოვლენებს ან საუბრებს, რომლებიც ნამდვილად მოხდა. მაგალითად: "არასოდეს მითქვამს ეგ, შენ გგონია/ნუ იგონებ."

2. ბრალდების უკან მიბრუნება მსხვერპლისკენ. მაგალითად: "შენ ხარ ის, ვინც სულ ყვირის, არა მე, შენ მაიძულებ ასე მოვიქცე"

3. მსხვერპლის გრძნობების ან გამოცდილების უმნიშვნელოდ წარმოჩენა. მაგალითად: "ძალიან მგრძნობიარე ხარ, არაფერია აქ მნიშვნელოვანი"

4. თემის შეცვლა ან მსხვერპლის დაბნევა, როცა ის მნიშვნელოვან საკითხს წამოჭრის.

5. მსხვერპლის დარწმუნება, რომ პრობლემები მხოლოდ მის თავშია. მაგალითად: "შენ ხომ იცი, რომ პარანოიდული ხარ." ან “ამ ბოლო დროს, სულ გაგიჟდი”