

გაზლაითინგის
ტესტი
გიმახინჯებენ
რეალობას?
„ნუ იგონებ!“ — თუ ეს სიტყვები ხშირად გესმის და ბოლოს მაინც შენ აღმოჩნდები ხოლმე დამნაშავე, იქნებ პრობლემა შენში არ არის. გაზლაითინგი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა, როცა მოძალადე განგებ ამახინჯებს ფაქტებს ისე, რომ საკუთარ მეხსიერებასა და საღ აზრს ეჭვქვეშ აყენებდე — ეს არ არის უბრალო კამათი, ეს კონტროლის ხერხია. გაზლაითინგის ნიშნებია მუდმივი დაბნეულობა, გამუდმებული ბოდიში და შეგრძნება, თითქოს „გიჟდები“. თუ ფიქრობ, რომ შეიძლება იყო გაზლაითინგის მსხვერპლი — ეს ტესტი დაგეხმარება გაარკვიო, ხდება თუ არა შენს ურთიერთობაში რეალობის სისტემური დამახინჯება.
წარსულის გაყალბება — Gaslighting — უკეთ გაიგე, როგორ ამახინჯებენ შენს წარსულს და რეალობას
ნარცისის ჰიპნოზი — როგორ გითრევენ ნელ-ნელა რეალობის დამახინჯებაში
კოგნიტური დისონანსი — რატომ ებრძვის შენი გონება ორ რეალობას
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge