ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ ხდება ადამიანი ნარცისი?

გზა, რომელსაც გადის ადამიანი ნარცისად ჩამოყალიბებამდე.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

1/8/20251 min read

გზა, რომელსაც გადის ადამიანი ნარცისად ჩამოყალიბებამდე.

რატომ ხდება ადამიანი ნარცისი? რა ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რაც მას ასე ღრმად ცვლის?

რატომ იწყება ყველაფერი სწორედ ბავშვობაში? იმიტომ, რომ სწორედ ეს პერიოდია, როდესაც ჩვენი ფსიქიკა ყველაზე მოწყვლადი და ფორმირებადია. მაგრამ საინტერესოა - რატომ ერთი და იმავე ოჯახის ათი შვილიდან მხოლოდ ერთი ხდება ნარცისი? ან რატომ ხდება, რომ იდენტურ გარემოში გაზრდილი ტყუპებიდან მხოლოდ ერთი ავითარებს ნარცისიზმს?

პასუხი გენეტიკაში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთი ბავშვი იბადება გარკვეული გენეტიკური რისკებით, გახდეს ნარცისი. თითქოს მათი ტვინი და ფსიქიკა უფრო მგრძნობიარეა გარკვეული ტიპის ტრავმების მიმართ. მაგრამ მხოლოდ გენეტიკა არ არის საკმარისი. საჭიროა "გამშვები მექანიზმი" - ტრავმა. ანუ, 0–12 წლამდე მიღებული ტრავმები და გენეტიკური რისკები უნდა დაემთხვეს. როგორც კვლევები აჩვენებს, ამის ალბათობა 10%-ის ფარგლებშია. გამოდის, რომ 100 ადამიანიდან დედამიწაზე 10-ს, სხვადასხვა სახის პიროვნული აშლილობა აქვს (მათ შორის ნარცისიზმი).

როგორ ხდება ადამიანი ნარცისი
როგორ ხდება ადამიანი ნარცისი

რა არის ტრავმა? როდესაც ტრავმას ვახსენებთ, ხშირად გვახსენდება ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა. მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია.

რატომ შეიძლება ზედმეტი სიყვარული და მზრუნველობაც კი იყოს ტრავმული?

წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც იმდენად "უყვარს" შვილი, რომ არ აძლევს მას დამოუკიდებლობის უფლებას.

ან მშობელი, რომელიც საკუთარ აუხდენელ ოცნებებს შვილზე პროეცირებს.

ან იქნებ ისეთი ოჯახი, სადაც მშობლები, ბავშვს აიძულებენ იყოს "მშობელი". ეს ყველაფერი ტრავმაა.

რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში? რატომ იწყებს ის ალტერნატიული რეალობის შექმნას?

როგორ ხდება ადამიანი ნარცისი
როგორ ხდება ადამიანი ნარცისი

წარმოიდგინეთ, რომ ხართ სამი წლის. თქვენ გჭირდებათ დედასთან ჯანსაღი სეპარაცია - გამოყოფა, რათა ჩამოყალიბდეთ დამოუკიდებელ პიროვნებად. მაგრამ დედა ან ზედმეტად მზრუნველია და "არ გიშვებთ", ან პირიქით - იმდენად უყურადღებო და დაუდევარია, რომ გეშინიათ მისი დაკარგვის. რა უნდა ქნათ?

ბავშვი იწყებს თავის გადარჩენას ერთადერთი გზით, რაც მას პატარა ასაკში შეუძლია - ქმნის საკუთარ, ალტერნატიულ სამყაროს (იგივე ფანტაზია). ამ სამყაროში ის აღარ არის უძლური ბავშვი - ის ყოვლისშემძლეა. რატომ? იმიტომ რომ რეალურ სამყაროში ყოფნა მტკივნეული და აუტანელია.

რა ხდება შემდეგ? ბავშვი თანდათან კარგავს საკუთარ "ნამდვილ მეს" და ქმნის "ცრუ მეს" - საკუთარი თავის იდეალურ ვერსიას , რომელსაც არაფერი სტკივა, არავინ განიკითხავს, არავინ არცხვენს….

არის თუ არა შანსი განკურნების? 12-13 წლამდე - დიახ, თუ ბავშვის ცხოვრებაში გამოჩნდება ჯანსაღი დედობრივი ფიგურა და უსაფრთხო გარემო. მაგრამ რატომ ხდება ეს იშვიათად? იმიტომ რომ ხშირად დისფუნქციური ოჯახური გარემო უცვლელი რჩება.

18 წლის შემდეგ (ზოგი მეცნიერის აზრით 21 ან 25 წლის შემდეგ) ნარცისული პიროვნული აშლილობა უკვე სრულად ჩამოყალიბებულია.

რატომ არის ეს ცოდნა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გვეხმარება გავიგოთ - ნარცისის ქცევა არ არის ჩვენი ბრალი. ეს არის ღრმად ფესვგადგმული ტრავმის შედეგი, რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც პატარა ბავშვმა გადაწყვიტა შეექმნა ალტერნატიული სამყარო, რათა გადარჩენილიყო.

მომდევნო ჯერზე, როდესაც ნარცისთან გექნებათ ურთიერთობა, გაიხსენეთ ის პატარა, დაზიანებული ბავშვი, რომელმაც ვერ შეძლო გაზრდა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ მისი ტოქსიკური ქცევა - ეს ნიშნავს, რომ უკვე უკეთ გესმით, საიდან მოდის ეს ყველაფერი.

ნარცისი ქმნის თქვენს ჰოლოგრამას
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ნარცისი კლავს!!!
წარსულის გაყალბება - Gaslighting
რა ხდება ნარცისის გონებაში?!
ნარცისგამოვლილი ანი
კაკალი და სამრეკლო


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

როგორ ხდება ადამიანი ნარცისი
როგორ ხდება ადამიანი ნარცისი

ეს პროცესი 3 წლის ასაკში იწყება. რატომ სწორედ ამ ასაკში? იმიტომ რომ ეს არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ბავშვი უნდა გამოეყოს დედას და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად (მონტესორი).

რა ხდება, როდესაც ეს ბავშვი იზრდება? რატომ რჩება ის ემოციურად 2-3 წლის ასაკში, მაშინ როცა ინტელექტუალურად შეიძლება გენიოსიც კი იყოს?

ზრდასრული ნარცისი ვერ გრძნობს საკუთარ თავს. მას არ აქვს მყარი იდენტობა. ყოველ დილით ის თავიდან "იქმნის" საკუთარ თავს და ამისთვის სჭირდება სხვების მუდმივი ყურადღება და აღიარება - "ნარცისული ყურადღება/რესურსის მიწოდება" იმიტომ, რომ მხოლოდ სხვების თვალებში შეუძლია დაინახოს საკუთარი არსებობა. მას გარევალიდაცია სჭირდება იმისთვის, რომ იარსებოს.