ნარცისგამოვლილი ანი
ნამდვილი ამბავი N1
ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲜᲐᲠᲪᲘᲡᲒᲐᲛᲝᲕᲚᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲐᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲔᲑᲘ
11/10/20241 min read
თბილისის გარეუბანში, ერთი საყვარელი წყვილი ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა ჯადოსნურად დაიწყო. ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ, ყველა ერთხმად გეტყოდათ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები. მზრუნველი, ყურადღებიანი და მშრომელი მეუღლე, სითბოს არ აკლებდა ცოლს. ანაც ეთაყვანებოდა მის რჩეულს, როცა ორსულობის ამბავმა წყვილი საერთოდ სხვა ეტაპზე გადაიყვანა და ამ ეტაპს ჰქვია “გაუფასურება” (იგივე Devaluation).
არ მოგესმათ, ეს ნარცისთან ურთიერთობის მეორე ფაზაა და პირველი ბუნებრივია იყო იდეალიზაცია/სიყვარულით დაბომბვა (idealization/love bombing).
ანა ორსულობის პერიოდში აღმოაჩენს, რომ მისი მშვენიერი, თითქოს სრულყოფილი ქმარი სხვა სახეს იღებს. დაწყებული იყო გაუფასურების პერიოდი - ეს ის ეტაპია, რომელიც ყველა ნარცისულ ურთიერთობაში დგება იდეალიზაციის შემდეგ.


პირველი ნიშნები რთული აღსაქმელი იყო. მცირე შენიშვნები, წვრილმანი კრიტიკა, გაღიზიანება. „სად მიდიხარ ასე გამოწყობილი?", „რა სისულელეებს ლაპარაკობ?", „შენ ვერაფერს ვერ აკეთებ სწორად", “გეჩვენება”...
სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გვაშინებს, მაგრამ თანდათანობით ანგრევს პიროვნებას და მსხვერპლის თვითშეფასებას. ნარცისის საბოტაჟი მასშტაბებში იზრდებოდა.
ანა იხსენებდა იმ დღეებს, როცა ქმარი დღეებით, ხანდახან კი კვირითაც იკარგებოდა. სულ ეჭვი ჰქონდა ღალატზე და რამოდენიმეჯერ საეჭვო სატელეფონო საუბარსაც შეესწრო. კითხვების დასმის და სიტუაციაში გარკვევის მცდელობები სრულმასშტაბიან ემოციურ ძალადობაში გადადიოდა - „ზედმეტად მგრძნობიარე ხარ", “უაზროდ ეჭვიანი ხარ”, „გარეგნობის გამო დაკომპლექსებული ხარ" და ა.შ.
ორსულობის პერიოდში ძალადობა მწვავდებოდა. სხეული იცვლებოდა, ჰორმონები თამაშობდა, და სწორედ ამ დროს ხდება ნარცისის მანიპულაციების გაძლიერება. მას სურს მოიპოვოს კონტროლი ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე სუსტია მსხვერპლი.
ბავშვის დაბადებამ ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. ახალგაზრდა დედა აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, მარტო თავის პრობლემებთან. ქმარი კი სულ უფრო აძლიერებდა კონტროლს.


„შენ ვერ იზრუნებ ბავშვზე", „შენ უბრალოდ უვარგისი ხარ", „მე გიშველი, რადგან სხვა გზა არ გაქვს" - ასეთი იყო მისი ყოველდღიური რეპლიკები.
კონტროლი იზრდებოდა ეტაპობრივად. ჯერ იყო მცირე შენიშვნები, შემდეგ - სრული იზოლაცია მეგობრებისა და ოჯახისგან. ტელეფონზე კონტროლი, სოციალურ ქსელებზე შეზღუდვა, ფინანსური დამოუკიდებლობის ჩამოშორება.
ანას გონებაში მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა. ერთი მხრივ - გრძნობდა, რომ რაღაც სწორი არ იყო, მაგრამ შიში და დამოკიდებულება აიძულებდა დუმილს. მეორეს მხრივ - სიყვარული და იმედი, რომ ერთ დღესაც, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ისე, როგორც თავიდან იყო.
დღეები იქცნენ თვეებად, ხოლო თვეები - წლებად. ნარცისი ქმარი აკონტროლებდა ყველაფერს - ანის ტელეფონს, ჩაცმულობას, მეგობრებს, ფულს. „მე შენზე ვზრუნავ", - მოტოვით, შეფარულად მის ბოლომდე გატეხვას ცდილობდა. “ხანდახან მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩემს გაგიჟებას ცდილობს’ იხსენებს ანი.
შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ყველაფერი საბოლოოდ დამთავრდა.
გაყრა უძნელესი პერიოდი იყო. ხანგრძლივი დეპრესია და ემოციური კრიზისი. დაბალი თვითშეფასება და უმწეობის შეგრძნება. “ხანდახან უსამართლობის თვითმკვლელობით დამთავრება მინდოდა” - თერაპიაზე წამოცდა ანის.
მეოღლე ცდილობდა მის დაშინებას, მის რეპუტაციაზე თავდასხმას, მისი იმიჯის შელახვას, მამობის უფლებით ზეწოლას, მფრინავი მაიმუნებით ათასგვარ სოციალურ წნეხს მაგრამ, ანი აღარ იყო ის სუსტი, მიამიტი და გულუბრყვილო ქალი, რომელიც იყო ადრე.
ნარცისიზმის თემაში გარკვევამ, მხარდამჭერ ჯგუფებში მონაწილეობამ, თერაპიამ - აიძულა ანის გაეაზრებინა, რომ მისი ღირებულება მის გარშემო არსებული ადამიანების აღქმაზე მეტია. მიხვდა, რომ პიროვნულ აშლილობას ვერაფერი ეშველება, ვერასდროს. ნარცისი მუდმივად მომართულია მსხვერპლის განადგურებაზე როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად.
ყოფილი მეუღლე რამდენჯერმე დაბრუნდა, ცრემლებით, დაპირებებით, რომ შეიცვლებოდა. მაგრამ ანი უკვე იყო სხვა ადამიანი და ყოველთვის „არა", - იყო მისი მკაფიო პასუხი.
დღეს, მეუღლის გარეშე, ანის ცხოვრება სავსეა სიყვარულით, იმედით და სიმშვიდით. მისი პატარა უკვე მე-4 კლასში გადავიდა, იზრდება ძლიერ, თავდაჯერებულ ბიჭად, რომელმაც იცის, რომ სიყვარული არ ნიშნავს კონტროლს და ძალადობას.
„მე გადავრჩი არა იმიტომ, რომ ვიყავი ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ მას (შვილზე მიუთითებს) ვჭირდებოდი ძლიერი", - ამბობს ანი, იღიმის და ორივე ხელით ეფერება შვილს.
პ.ს. სახელი “ანი” პირობითად შერჩეული სახელია და პერსონაჟის სახელს ბუნებრივია არ ემთხვევა.
ნარცისთან ურთიერთობის 3 ფაზა
რა არის ემპათია?
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
წარსულის გაყალბება - Gaslighting
ნარცისი ქმნის თქვენს ჰოლოგრამას
ნარცისის გამოვლენა ძნელია, ძალიან ძნელია!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge