როგორ გტოვებს ნარცისი მარტო
პირველივე დღიდან, ნაცისის ამოცანაა, რაც შეიძლება მარტო და უმწეო დარჩე. მეგობრების, ნათესავების და გულშემატკივრების გარეშე ბევრად დაუცველი და მოწყვლადი ხარ
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
11/26/20231 min read
პირველივე დღიდან, ნაცისის ამოცანაა, რაც შეიძლება მარტო და უმწეო დარჩე. მეგობრების, ნათესავების და გულშემატკივრების გარეშე ბევრად დაუცველი და მოწყვლადი ხარ, ბევრად იოლია შენგან ნარცისული ყურადღების/რესურსის მიღება, მოტყუება, ღალატი, ტრიანგულაცია, შენზე საშინელი ჭორების გავრცელება, Gaslighting - ი, შენს მტრებთან დამეგობრება…
ეს თვეები და წლები გრძელდება. შენს ზურგს უკან, ნარცისი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ჩამოგაშოროს შენი support group - ი. ის ეცდება, შენს წინააღმდეგ განაწყოს შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, რომ შემდეგ უკედ შესძლოს შენი კონტროლი.
ნარცისული პიროვნული აშლილობა ხომ ტოტალურ კონტროლზე და მართვაზეა დამყარებული. მას თუ მსხვერპლის კონტროლი ხელიდან გაექცა, მისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება. მას ჰგონია, რომ შენზე კონტროლით და მანიპულაციებით, სამუდამოდ მიგისაკუთრა, და ცხოვრების ბოლომდე სისხლს გამოგწოვს, როგორც ვამპირი.


სექსი, ნარცისის მთავარი იარაღია. მას არ აწუხებს სინდისი, შენი მტერია და არც მორალი გააჩნია, შესაბამისად არაფერიც არ უშლის ხელს იმაში, რომ შენს გარემოცვასთან გიღალატოს (ესენი შეიძლება იყვნენ შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ხელმძღვანელი, უფროსი). შენი სოციუმიდან იზოლაციისთვის ის ყველაფერს იკადრებს. შენ ხომ მარტო მისთვის უნდა იცხოვრო, მოამარაგო ყურადღებით, უანგაროდ გიყვარდეს მიუხედავად ყველაფრისა და სხვა არაფერზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია.
შენი ღალატით ნარცისი რამოდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერს.
სექსისგან მიღებული სიამოვნება - თუმცა ეს მთავარი კომპონენტი არ არის. ნარცისს სექსი ყველასთან შეუძლია, მოსწონს თუ არ მოსწონს მსხვერპლი მისთვის სულ ერთია. თუ საქმეს ასე სჭირდება - არ დაფიქრდება და ვერაფერი შეაჩერებს
ნარცისული ყურადღება/რესურსი - სექსამდეც, სექსის დროსაც და მერეც, ის ემოციური რესურსებით ივსება. ვინაიდან ემოციური რესურსის გარეშე, ნარცისი თავს ცოცხლად ვერ გრძნობს, სექსი მისთვის იდეალური საკვებია.
შენი იზოლაცია - ღალატი შენს ახლობელ ადამიანთან, ავტომატურად ბუნებრივ ბარიერს ქმნის შენსა და მას შორის. ნარცისთან სექსი, შენს გულშემატკივარში სირცხვილის გრძნობას იწვევს და ყოველი შენი დანახვის დროს, მას სცხვენია შენი. არავის არ მოსწონს, შენს ყოველ დანახვაზე სცხვენოდეს და ავტომატურად, შენი გულშემატკივარი, შენსგან დისტანცირებას იწყებს, გშორდება და ბოლოს, ნარცისის ბანაკში გადადის, ხდება მისი მფრინავი მაიმუნი და შენს წინააღმდეგ განეწყობა.
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
ნარცისის მფრინავი მაიმუნები
ნარცისგამოვლილი მსხვერპლის ყველაზე სამწუხარო სიმართლე
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
კარგად ვიცით, რომ ნარცისი გამოცდილი მანიპულატორია. ადამიანებთან ურთიერთობა მას ძალიან კარგად გამოსდის, რადგან ბავშვობიდან უწევდა მისი გარშემომყოფებისგან, ნარცისული ყურადღების/რესურსის მიღება, ეს კი მისი მანიპულაციებით ადამიანებში ემოციების აღძვრას ნიშნავს (რითაც შემდეგ თვითონვე იკვებება).
ვინაიდან მან შინაგანი “მე” ბავშვობაში დაკარგა და არ იცის როგორია, მას გარესამყაროსგან ყურადღება სჭირდება, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს, ყურადღების და ემოციური რესურსის გარეშე შიგნიდან კვდება და იტანჯება.ისიც ვიცით, რომ ნარცისი შარმიანი და მომხიბვლელია.
ძალიან მიმზიდველია ლოგინში და მსხვერპლის პიროვნების კოპირებით, იოლად შეუძლია ნებისმიერს თავბრუ დაახვიოს, შეაცდინოს და შემდეგ მისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს.