ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი ასექსუალურია

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას ნიშნავს.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

2/1/20241 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები სექსს (ისევე როგორც სამყაროს) სხვანაირად უყურებენ. მეტიც, ისინი ასექსუალურები არიან.

ნარცისგამოვლილებს ჩაეცინათ ალბათ, რადგან ნარცისი ლოგინში ძალიან მიმზიდველია და მას თავბრუდამხვევი სექსის შემოთავაზება შეუძლია.

ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას ნიშნავს. ანუ, სექსი არ უნდებათ სხვასთან.

აბა რაშია საქმე? თუ ნარცისს სხვასთან სექსი არ უნდა, აბა ვიღას უნდა ხო?

ნარცისი გოგო
ნარცისი გოგო

კი, ჰომოსექსუალია. პროფესორი სემ ვაკნინი (რომელიც მოწინავეა პიროვნული აშლილობების კვლევებში) ამბობს, რომ სექსის (იგივე მასტურბაციის) დროს, ქალი ნარცისი, საკუთარი მამაკაცური საწყისების (თვისებები, რომელიც ყველას აქვს მოწინააღმდეგე სქესის მცირე ნაწილი საკუთარ თავში) პროექციას ახდენს პარტნიორზე, შემდეგ ფანტაზიის საშუალებით ამ როლში შედის და საკუთარ თავზე მასტურბირებს. მამაკაცი ნარცისის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება.

აბა რატომ არის, რომ ნარცისისთვის სექსი ძალიან დიდ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში?

სექსი, პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანების მთავარი იარაღია. მისი ამოცანაა, ისეთი სექსი შესთავაზოს მსხვერპლს, რომელიც არასდროს დაავიწყდება. ამით, მასთან სექსზე მოთხოვნა გაიზრდება, რითაც იგი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნობს თავს და საკუთარ ეგოს გამოკვებავს. ამიტომ არის, რომ ნარცისისთვის სექსს, ბევრად მეტი დანიშნულება აქვს, ეგრე მასტურბაცია სარკესთან ურჩევნია. ყელა მისი სექსუალური აქტი, რეალურად სპექტაკლია მსხვერპლზე ეფექტის მოსახდენად სადაც, თვითონ მთავარ როლშია.

სექსის დროს (ისევე როგორც სექსით ზოგადად, როგორც მანიპულაციური ინსტრუმენტით) ნარცისი, ემოციურ საკვებს იღებს. ის ხომ გარესამყაროზეა დამოკიდებული?! მას სხვების ვალიდაცია სჭირდება, რომ იარსებოს. ემპათიის არქონა, ხელს უშლის მას დამოუკიდებლად დააგენერიროს ემოციები, ამიტომ მთელი ცხოვრება სხვების ყურადღებაზე იქნება დამოკიდებული. მსხვერპლის სექსუალური ფანტაზიების ახდენით, მისთვის მეტად სასურველ ადამიანად გადაიქცევა და შემდეგ, ჩააფრინდება მის ემოციებს და ვამპირივით გამოსწოვს.

რომ შევაჯამოთ, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, სექსიც მანიპულაციური საშუალებაა, ნარცისული ყურადღება/რესურსი მიიღოს მსხვერპლისგან

ოდესმე თუ მაინც უყვარდი ნარცისს?
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ინცესტი
როგორ დავეხმაროთ ნარცისს?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

არ გაწვალებთ და მოკლედ გეტყვით, რომ ნარცისს სექსი საკუთარ თავთან უყვარს, თავის თავზე იღზნება და მისი ყოველი სექსი საკუთარ თავზე მასტურბაციაა. მისთვის პარტნიორს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ის ორგაზმის მისაღწევად იყენებს “ადამიანს” (როგორც სექს სათამაშოს) და სინამდვილეში, ფანტაზიაში საკუთარ თავთან აქვს სექსი.

რა გამოდის, რომ თუ ნარცისი საკუთარ თავზე სექსუალურად იღზნება, საკუთარი თავი ხომ იგივე სქესისაა? გამოდის, რომ ნარცისი, ასექსუალურთან ერთად - ჰომოსექსუალიც არის?