ოდესმე მაინც უყვარდი ნარცისს?
როცა ამ კითხვაზე პასუხს ეძებთ, იმედია არ გავიწყდებათ, რომ ნარცისი N1 მტრად გთვლიდათ მუდამ...
ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ
10/7/20231 min read
როცა ამ კითხვაზე პასუხს ეძებთ, იმედია არ გავიწყდებათ, რომ ნარცისი N1 მტრად გთვლიდათ მუდამ.
მას პირველივე დღიდან ჰქონდა გეგმა რომ ჯერ გაეღმერთებინეთ, პარალელურად დაეწყო თქვენზე ძირის გამოთხრა და ბოლოს სისხლისგან დაცლილი გადაეგდეთ სანაგვეზე. არ გეგონოთ, რომ დაიმსახურეთ მისგან ან ყვირილი, ან შეურაძმყოფა, ან დამცირება.
ალბათ გიკვირთ, როგორ შეუძ₾ია დაგიჯდეს, თვალებში ჩაგხედოს და გითხრას: მადლობა სამყაროს რომ გიპოვა, რომ უნდა შენი შვილების დედა/მამა იყოს, რომ ერთად უნდა დაბერდეთ და მეორე დღეს, იმხელა ბოროტება გაგიკეთოთ, რომ სახტად დაგტოვოთ.


რომ შევაჯამოთ
ნარცისს ისეთი სიყვარული, როგორიც ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ - არ შეუძლია!!!
ნარცისთან ყველაფერი ყალბია!
რა მიზანი აქვს ნარცისს და ფსიქოფათს ურთიერთობისას??
ნარცისის საბოტაჟი
ნარცისი და ღალატი სინონიმეებია!!!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
თქვენი გრძნობები, რომ მისი გრძნობების წინ დააყენოს ნარცისმა - გამორიცხულია!!! ეს ნიშნავს, რომ მისი სიყვარული თქვენდამი ასევე ნულის ტოლია.
კი, შეიძლება გეუბნებათ, რომ უყვარხართ, შეიძლება არც იტყუება, რადგან მათ არ იციან ნამდვილი სიყვარული როგორია, რადგან არ აქვთ ემპათია და არ შეუძლიათ სხვა ადამიანს უთანაგრძნონ, გულწრფელად უგულშემატკივრონ და იზრუნონ მასზე გრძელვანიდიან პერსპექტივაში.
ნარცისი ნებისმიერ ურთიერთობაში არის თქვენი მტერი, ის თვლის, რომ რაც მეტად ჩაგძირავთ, მეტად უფუნქციოს და იზოლირებულს გაგხდით, მით უფრო იოლად შეინარჩუნებს თქვენზე კონტროლს და მით უფრო ხარისხიანად ემსახურებით მას მთელი ცხოვრება. ჰოდა, როცა ვამბობ “მტერია”-ს, საერთოდ არ ვაჭარბებ.