რა მიზანი აქვს ნარცისს და ფსიქოპათს ურთიერთობისას??
მათ სულ სხვა ღირებულებები და პრიორიტეტები აქვთ ცხოვრებაში.
ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ
1/12/20241 min read
როგორც იცით, ეს არის ხალხი, რომელიც ცხოვრობს მათ მიერ გამოგონილ სამყაროში, თავისებურად ფიქრობენ და თავისებურად აღიქვამენ ირგვლივ რეალობას. მათ სულ სხვა ღირებულებები და პრიორიტეტები აქვთ ცხოვრებაში.
ნარცისული პიროვნული აშლილობა (ისევე როგორც ფსიქოპათია) არის შინაგანი “მე”-ს აშლილობა, რომელიც, დროთა განმავლობაში, ძალიან სპეციფიურ სამყაროს უკეთებს ფორმირებას (ქმნის) საკუთარი თავის ირგვლივ და თან სჯერა ამის.
მაგ: ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ემპათიური ადამიანების ღირებულებებია:
სინდისი, მორალი, ღირსება, პატივმოყვარეობა…
სიკეთე, საკუთარ ქცევებზე და სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება, ემპათია, სურვილი დახმარების, ვინც საჭიროებს დახმარებას…
მოკლედ, ყველაფერი ის, რაც საუკუნეებია მიღებულია ადამინებში.
ნარცისებისთვის და ფსიქოპათებისთვის, სამყაროს რეალობა სულ სხვაგვარია:


ნარცისები და ფსიქოპათები შემდეგ სტრატეგიას იყენებენ ყოოველ ჯერზე:
იდეალიზაცია - იწყება იდეალურ ადამიანად თავის წარმოჩენით, რათა მიიქციონ ყურადღება. შემდეგ იწყება “სიყვარულით დაბომბვა”, კლინიკურად love bombing-ს ეძახიან. ეს არის მანიპულაციური ტაქტიკა ურთიერთობის დასაწყისში. ისინი ცდილობენ სწრაფად მოიპოვონ მსხვერპლის სიყვარული, ყურადღება და ნდობა. ისინი შეიძლება თავიდან მომხიბვლელად და იდეალურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ჩვეულებრივ ქრება და იცვლება ემოციური ძალადობით.
ძარცვა - გრძელდება უბრალოდ რესურსების წართმევით. საბოლოო მიზანია, ყველაფრის წართმევა ისე, რომ თან გაგანადგუროთ. აი ასე :-) უბრალოდ და სწორხაზოვნად გაგანადგუროთ. თან რათქმაუნდა ისე, რომ ვერც ვერაფერს მიხვდეთ და თან, თავი დამნაშავედ იგრძნოთ ყველაფერში. აქ შემოდის მათი მთავარი იარაღი - მანიპულაცია
იზოლაცია - იწყება მსხვერპლის იზოლაციით მისი ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან. რაც უფრო იზოლირებულია, მით უფრო იოლია მისით მანიპულირება.
Gaslighting - ტექნიკა, სადაც მანიპულატორი ცდილობს, მსხვერპლმა ეჭვქვეშ დააყენოს მისივე რეალობა, მეხსიერება ან აღქმა. ფსიქიატრების აზრით, მუდმივი “გასლაითინგი” მსხვერპლის ფსიქიკურ აშლილობას იწვევს (ხშირად კოგნიტურ დისონანსს) დაძალიან საშიშია. ამ მანიპულაციურ ტექნიკაზე ძალიან კარგი ფილმია გადაღებული და გირჩევთ უყუროთ Gaslight (1944) ⭐ 7.8 | Crime, Drama, Mystery
Triangulation - როცა კონფლიქტს ხელოვნურად ქმნი და ცდილობ მე-3 პირებიც ჩარიო საქმეში.
The silent treatment - დასჯის ფორმა, რომელსაც ნარცისი იყენებს მსხვერპლის მოსათვინიერებლად, ან იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად “ფლობს” და აკონტროლებს მსხვერპლის ემოციებს/სიტუაციას.
Hoovering - ეს ტექნიკა გულისხმობს, მიციებული ურთიერთობის გაღვივებას და მსხვერპლის უკან ურთიერთობაში შეწოვას. ამ დროს შეიძლება Love bombing-იც ჩაირთოს.
Projection and blame-shifting - პროექცირება ნარცისის დაცვის მექანიზმია, რათა არ აიღოს არაფერზე პასუხისმგებლობა. ფორმულა უმარტივესია და ყველა სიტუაციას მოერგება = მე ვარ მსხვერპლი + ყველაფერი შენი ბრალია.
მუქარა და დაშინება - არ დაგვავიწყდეს, რომ ურთიერთობის ამ ეტაპზე, ნარცისმა თქვენი ყვეეელაზე ბნელი და პირადი საიდუმლოებები იცის. რათქმაუნდა ყველაფერს ამ დღისთვის ინახავდა.
Devaluation and discard - და ბოლოს, როცა თქვენ აღარ გაქვთ არცერთი ნარცისისთვის საინტერესო რესურსი, თქვენ უკვე აღარ ხართ საჭირო და გახდით ის ჯარისკაცი, რომელიც ერთგულად ემსახურა მას, თუმცა ეხლა მისი სანაგვეზე გადაგდების დროა.
კი კიი, სანაგვეზე. ერთგულად ემსახურეთ, არაფერი არ დაიშურეთ, თან ყველაფერი თქვენი ბრალი “აღმოჩნდა” და ხვალ, ნარცისი არცერთი წამით არ ინანებს ამას…
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
როგორ გაყვარებს თავს ნარცისი
შეფარული ნარცისი
ნარცისის საბოტაჟი
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისისთვის, ყველა ადამიანი ჩვეულებრივი რესურსია, რომელიც რაღაცაში სჭირდება.
აი, კომპიუტერულ თამაშებში რომ ჯარისკაცია, რომელიც “რაღაც” ამოცანისთვის გჭირდება. თუ ის ამოცანა აღარ არის აქტუალური, აღარც ის ჯარისკაცი აღარ გჭირდება.
თუ თქვენ გაქვთ “რამე” რაც შეიძლება ნარცისს ან ფსიქოპათს დასჭირდეს (მაგ: ფული, გავლენა, ბიზნესი, სექსი, აღნაგობა, სტატუსი, ხელობა, ნივთი და ა.შ.) მაშინ ის ეცდება ურთიერთობას (დროს დახარჯავს თქვენზე). მთავარი მიზანია - შენი რესურსით ჯერ სარგებლობა და შემდეგ საერთოდ წართმევა (თუ წართმევადია), მაგრამ როგორ?
თუ თავიდანვე კრიმინალივით მოვა და წართმევას დააპირებს, მათ ან დაიჭერენ, ან ფსიქიატრიულში ჩასვამენ. თან, შანსებიც პატარაა, რომ ვინმეს რამე ძალით წაართვა. აბა როგორ? როგორ შეიძლება ვინმეს, რამე ისე წაართვა, რომ ვერ მიხვდეს, ან გულუბრყვილოდ თვითონ მოგცეს?