ემოციური ყურადღება (იგივე რესურსი)
ყველა სახის ყურადღება, ნარცისის ემოციური საკვებია. მას სხვისი ვალიდაცია სჭირდება, რომ ცოცხლად იგრძნოს თავი.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ
4/14/20241 min read
ნარცისი უბოროტესი და უსასტიკესია. წარმოიდგინე, სხვისი განცდილი უბედურებით არის ბედნიერი. მას არავინ არ ასწავლა, როგორ უნდა მართოს ემოციები, რა შეგრძნება რას ნიშნავს და ემოციურად გაიზიაროს სხვების ბედნიერება (იგივე ემპათია). მისი ემოციური ინტელექტი, პირველ/მეორე კლასელი ბავშვის, ემოციური ინტელექტის საპირწონეა.
არსებობს ნარცისული ყურადღების (იგივე რესურსის) 3 სახეობა:
ემოციური რესურსი - ამას ოდნავ გავშლით ქვემოთ
ფუნქციონალი - რა რესურსს სთავაზობ ნარცისს (ან მოიხმარს)
სექსი - მანიპულაციური საშუალება, რომ აღძრას შენში სხვადასხვა შეგრძნებები და მიიღოს ემოციური რესურსი.


პიროვნული აშლილობა ხომ პირველ რიგში, საკუთარი თვითშეფასების უუნარობაა. მისთვის უმნიშვნელოვანესია აკონტროლოს, თუ რას ფიქრობენ მასზე. მას სჭირდება გარესამყაროსგან იმის დასტური, რომ ის განსაკუთრებული და გრანდიოზულია. მისით აღტაცება, მისი შექება და ყურადღების ცენტრში ყოფნა აძლევს ლეგიტიმაციას, იფიქროს საკუთარ თავზე ისე, როგორც მას, მის მიერ გამოგონილ ფანტაზიაში წარმოუდგენია. ან პირიქით, თუ ნარცისულ რესურსს (ყურადღებას, მისით აღტაცებას, უნიკალურობას) ვერ იღებს - თავს გრძნობს როგორც არარაობა, მისთვის ყველაფერი ინგრევა და აზრს კარგავს. ზუსტად ამიტომ, ნარცისი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის იმიჯს, მორგებული აქვს ნიღბები და ჩაციკლულია გარესამყაროს აზრზე მის შესახებ.
მას დამოუკიდებლად, მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ემოციების წარმოქმნა არ შეუძლია და ამისთვის სხვა ადამიანები სჭირდება, რომ მათი ემოციით იკვებოს. ჯანმრთელ ადამიანს, ვისაც ემპათიის შეგრძნება აქვს განვითარებული, ასეთ ემოციებთან გამკლავება შეუძლია. მეტიც, ემპათიურ ადამიანებს, სხვების გარეშეც შეუძლიათ წარმოქმნან ემოციები და იმ ემოციებით იკვებონ, სხვისი დახმარების გარეშე, ნარცისს კი გარევალიდაცია სჭირდება რომ ცოცხლად იგრძნოს თავი.
ნარცისს, მისთვის საჭირო ემოციის გენერირების უნარი დამოუკიდებლად არ აქვს, თუმცა სასიცოცხლოდ სჭირდება. სხვა გზა არ აქვს, სხვისი ემოციებით უნდა იკვებოს და თუ მთავარი ემოციური რესურსი (პარტნიორი, მშობელი, დედმამიშვილი, შვილი...) არ აწვდის საჭირო ენერგიას, იძულებულია მოეფეროს, მოუღუტუნოს, მოატყუოს, უღალატოს, დასცინოს, გააუფასუროს, შეარცხვინოს, ცუდი ხმები გაუვრცელოს, სამსახურში ხელი შეუშალოს, ეცდება გარშემომყოფები შეაზიზღოს და პირიქით, გარშემომყოფებს შეაზიზღოს მსხვერპლი…
ზუსტად ამ ქმედებებისგან გამოწვეული ემოციებით იკვებება ნარცისი, როგორც ვამპირი. საკუთარი მნიშვნელობის აღქმა და მსხვერპლში ემოციების გამოწვევა, მას სასიცოცხლოდ სჭრდება, რომ შიგნიდან არ მოკვდეს. ამიტომაა ნარცისი მაგარი მანიპულატორი!
ბავშვობიდან, სხვადასხვა მანიპულაციებით, მსხვერპლში ემოციების გამოწვევა, სასიცოცხლოდ რომ სჭირდებოდა, ისე დახელოვნდა, რომ ზრდასრულ ასაკში უკვე პროფესიონალი მანიპულატორია. მთელი ბავშვობა, რომ ფიგურულ სრიალზე გევლო, ეხლა ძალიან მაგრად ისრიალებდი ყინულზე არა?
ჰოდა, ნარცისი მაგარი მანიპულატორია. ის ინახავს შენს სკრინშოტს ტვინში, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. დროთა განმავლობაში (როგორც საქაღალდეში ინფორმაცია მაგ: მსხვერპლის მოძრაობის გრაფიკი, ან ღირებულებები, გემოვნება, დაავადებები, შიშები და ფობიები…) აახლებს და ამატებს ახალ ინფორმაციას (update), ვაიდა დასჭირდეს, ხომ უნდა ჰქონდეს?!
მან ყველაფერი იცის შენს შესახებ. როცა შენზე ყველაფერი იცის ნარცისმა (მითუმეტეს, თუ ენდობი და გულწრფელად უზიარებ ყველაფერს) შენით მანიპულირება უკვე უადვილესი ხდება.
რომ შევაჯამოთ - ნარცისმა საკუთარი თავის შეგრძნება ბავშვობაში დაკარგა და გარესამყაროს ვალიდაციაზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ სჭირდება ყურადღება, რომ იარსებოს და ნარცისულ ყურადღებაზე/რესურსზე არის მიბმული მისი თვითშეფასება. ამიტომ უწევს სხვების ემოციებით მანიპულირება, რომ გამოკვებოს, შიგნიდან არ ჩაქრეს და იგრძნოს, რომ სჭირდებათ და არსებობს.
ნარცისი ქმარი
ნარცისი და სოციუმის ვალიდაცია
ნარცისის ყალბი ემპათია
ნარცისის 6 თვისება
როგორ დაამარცხებ ნარცისს
7 რამ, რისიც ეშინია ნარცისს
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ემოციური რესურსი - ეს რესურსი ნარცისს, სასიცოცხლოდ სჭირდება (70–75% მაინც), რომ თავი ცოცხლად იგრძნოს. ეს არის ის, რითაც ნარცისი ივსება, როგორც ტელეფონს ვტენით. ემოციური რესურსის გარეშე მას ენერგია გამოელევა, დაჯდება და დამუხტვას მოითხოვს. ნარცისს ემოციების მიღება/წარმოქმნის კუთხით, სერიოზული პრობლემები აქვს.
მას არ აქვს ემპათიის უნარი. არ ეცოდება, არ უყვარს. ეს ნიშნავს, რომ არცერთი სხვისი განცდილი ემოციის გაზიარება და შეგრძნება არ შეუძლია. არ იცის ემპათია საერთოდ როგორია, შესაბამისად არც ემოციის გენერირების უნარი არ აქვს. აი, როდესაც ბავშვს სმენა არ აქვს და ვერ ესმის, ლაპარაკიც არ იცის რა არის და ლაპარაკსაც ვერ იწყებს ხოლმე.