ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი და სოციუმის ვალიდაცია

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, ვალიდაციის მოთხოვნილება გაასმაგებული აქვს.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

2/26/20241 min read

გულში რომ ჩავიხედოთ, ყველა ჩვენთაგანს სჭირდება სხვისი ვალიდაცია, რომ ვარსებობთ, რომ ვფუნქციონირებთ. შენმა გარემოცვამ რომ პირი შეკრას (მოილაპრაკოს) და საერთოდ არ შეგიმჩნიონ, არც დაგელაპარაკონ, დროთა განმავლობაში ჭკუიდან გადახვალ, გეგონება, რომ არ არსებობ. მაგ: სხვებთან ერთად რომ ვთანაცხოვრობთ, ვურთიერთობთ, ეს ჩვენი არსებობის ვალიდაციაა.

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, ვალიდაციის მოთხოვნილება გაასმაგებული აქვს. მას სჭირდება განსაკუთრებული ვალიდაცია გარე სამყაროსგან იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ არსებობს, ფუნქციონირებს როგორც ინდივიდი. მისი მთავარი კითხვაა: ხომ მართლა ისეთი ვარ, როგორიც თავი წარმომიდგენია?

მან ბავშვობაში დაკარგა შინაგანი “მე”, რადგან უწევდა ისეთი ყოფილიყო, როგორიც მის მშობლებს (ან სხვა ამაგისმიმცემს) უნდოდათ, რომ ყოფილიყო.

ნარცისი ქალი
ნარცისი ქალი

ვინაიდან ნარცისს ემპათიის უნარი არ აქვს, მას არ აქვს ემოციური მიჯაჭვულობა ადამიანებზე, მათ როგორც რესურსს, ისე უყურებს (მათ შორის ოჯახის წევრებსაც კი), რომელიც რაღაცაში სჭირდება. ეს შეიძლება იყოს გავლენა, დაწინაურება, სექსი, რამე აქტივები ან წილი. შენი დაკარგვით, მან სანდო და საიმედო ადამიანი კი არ დაკარგა, დაკარგა რესურსი, რომელსაც შენსგან იღებდა იმისთვის, რომ იარსებოს. ხომ გახსოვთ, ნარცისს გარესამყაროს ვალიდაცია რომ სჭირდება იმისთვის, რომ იარსებოს და ცოცხლად იგრძნოს თავი.

ამ რესურსის მიღებას, კლინცისტები ნარცისულ რესურსს (ყურადღებას) ეძახიან და ამბობენ, რომ ამ რესურსის მიღებაა მისთვის მთავარი მამოძრავებელი საკვები, რომ იარსებოს.

ნარცისთან ცხოვრება და საკუთარი თავის თვითშეფასება
3 მიზეზი, რატომ არ შეიცვლება ნარცისი
როგორები არიან ნარცისები
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

იმდენად მიუღებელი იყო ყველასთვის, მისი ბოროტი ხასიათი (მათ შორის სოციუმისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, კლასელებისთვის), რომ გულწრფელი ვერ იქნებოდა.

ამიტომ მას მუდმივად ნიღბის ტარება უწევდა და თამაშობდა მის გამოგონილ პერსონაჟს, იმ სოციუმისთვის (მაგ: მშობლებისთვის, მეგობრებისთვის) სადაც უნდოდა დამკვიდრება, შემდეგ ყურადღების ცენტრში მოქცევა და სხვებისგან სხვადასხვა რესურსების მიღება.

მაგ: სამსახურში, იმ თანამდებობის შესაფერისი ადამიანს თამაშობს, როგორიც მას წარმოუდგენია, რომ იქაურობას შეეფერება და მის გრძევადიან მიზნებს ემსახურება - რესურსების მიღება, ყოველთვის ეს არის მიზანი.