ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ტოქსიკური ადამიანების სამიზნე

კეთილი და ემპათიური ადამიანები, მაგნიტივით იზიდავენ ნარცისებს და სხვადასხვა პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს (მათ შორის ფსიქოფატებს).

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

8/10/20241 min read

არსებობენ ადამიანების გარკვეული ტიპები, რომლებიც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ტოქსიკური ადამიანების სამიზნე აღმოჩნდნენ, რადგან მათ აქვთ თვისებები, რაც მაგნიტივით იზიდავს ნარცისებს და სხვადასხვა პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს (მათ შორის ფსიქოფატებს).


მიზეზი მარტივია, მათ აქვთ ის, რაც სჭირდება ყველა ტოქსიკურ ადამიანს - “ნარცისული ყურადღება/რესურსი.

ეს თვისებები შეიძ₾ება იწყებოდეს მსხვერპლის ემპათიის უნარით და მთავრდებოდეს რაიმე რესურსით, რომელიც ნარცისს უნდა სათავისოდ გამოიყენოს (ძალაუფლება, ფული, სტატუსი). ვინაიდან ყველა ტოქსიკური ადამიანი კარგად ინიღბება და მათი გამოვლენა არც ისე მარტვია, მათი პარტნიორები დიდ ხანს იჭედებიან ასეთ ურთიერთობებში და ზოგი მთელს სიცოცხლესაც კი abuse - ის და მანიპულაციების ქვეშ ატარებს.

ტოქსიკური ურთიერთობა
ტოქსიკური ურთიერთობა

ზედმეტად ემპათიური ადამიანები - მათი უმრავლესობა თვლის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულს, თანაგრძნობას, მხარდაჭერას და გულწრფელად იზიარებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ისე როგორც თავისას მაგრამ, ვერ ხვდებიან, რომ ასეთ მიდგომას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ორივე მხარეს ჯასაღი, ემპათიური და კეთილი ადამიანია.
მსგავსი ადამიანური მიდგომა მალამოსავით ედება გულზე, ბავშვობაში ფსიქიკადანგრეულ toxic ადამიანებს. ემპათიურ პარტნიორს, ნარცისის ემოციური ტრავმების დოზის საკუთარ თავზე აღება და ზრუნვით ნუგეშით, გამხნევებით და სხვადასხვა ნარცისული ყურადღების/რესურსის მიცემით - მონელებაში დახმარებაც კი შეუძ₾ია.
თუმცა ნარცისი, დროთა განმავლობაში ემოციურ თანადგომას ეჩვევა, ამის ბოროტად გამოყენებას იწყებს და მსხვერპლის წინააღმდეგ ემოციური მანიპულაციების საშუალება ეძლევა.

ტოქსიკური ადამიანები
ტოქსიკური ადამიანები

ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანები - იზიდავენ ტოქსიკებს ორი მიზეზის გამო:

* იოლი მსხვერპლის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი არა მხოლოდ გარშემომყოფების მიმართ არიან მგრძნობიარენი, არამედ ყველა ადამიანის სევდის, ტკივილისა და მწუხარების მიმართ. თუ გავიაზრებთ ნარცისის ეშმაკობას, მსახიობობის უნარს და მანიპულაციებს, რომელსაც ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება საკუთარი ემოციური რესურსის შესავსებად.
ადამიანი დიდი ემოციური ინტელექტის მარაგით + იოლად მოწყვლადი - იდეალურ ტოქსიკურ კომბინაციას მივიღებთ.

* ინტროსპექტრიულები არიან, რაც ნიშნავს - საკუთარი თავი კარგად აქვთ შეცნობილი შიგნიდან (ლათინურიდან introspectare – ვიხედები შიგნით).
ასეთ მგრძნობიარე ადამიანში დანაშაულის შეგრძნების აღძვრა უმარტივესი მანიპულაციაა გამოცდილი ნარცისისთვის, რაც ამარტივებს მის მართვას და ხშირად კოგნიტურ დისონანსსაც კი იწვევს მსხვერპლში.

ზედმეტად მიმტევებელი ადამიანები - თანდაყოლილია თუ შეძენილი, ტოქსიკურ ადამიანებს ამ თვისების სათავისოდ გამოყენება საუკეთესოდ შეუძლიათ. ისინი მუდმივად აკვირდებიან შენს საზღვრებს და ყოველთვის ამოწმებენ მიმტევებლობის დონეს, რომ არ გაექცეთ სადავეები. სიტყვა “პატიება” ნარცისს ესმის როგორც ლაბირინთის მიგნებული გასაღები, სისუსტე სხვერპლის ხელმეორედ გასაცურებლად (თუ რამეა - მაპატიებს) პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ეს პრაქტიკულად მწვანე შუქია უარესი დანაშაულის ჩასადენად იმის იმედად, რომ ამჯერადაც მიუტევებენ.

ზედმეტად ოპტიმისტი ადამიანები - ვისაც უკეთესი მომავლის წარმოდგენის უნარი აქვთ, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად გააძლიერონ ნარცისის გრანდიოზული ფანტაზიები და შეინარჩუნონ ისინი საკუთარ თავში ყალბი პოზიტივის გამოკვებით. ვინაიდან ნარცისის მცდარი და გაბუქებული წარმოდგენა მის თავზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი ეგო-სთვის, ოპტიმისტი ადამიანები მათი საუკეთესო ნადავლია. მიუხედავად მათგან სისხლის გამოწოვისა, ოპტიმისტები მაინც იტოვებენ იმედს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

დიდობაში, სიყვარულის მანიპულაციასთან აღრევა თავს იჩენს რომანტიკულ ურთიერთობაში, მეგობრობაში, სამუშაო ურთიერთობაში (ზოგადად ყველა ურთიერთობაში) შესვლის დროს. მათი დამოკიდებულება სიყვარულზე, ზრუნვაზე და ინტიმზე, ტოქსიკური ადამიანების მიმართ დაუცველებს ხდის მათ და ნარცისებს ეს რათქმაუნდა არ გამოეპარებათ. პირიქით, ისინი ნადირობენ ადამიანებზე, ვისით მანიპულირებაც ადვილი და ხელმისაწვდომია.

მათ ხომ ზუსტად ასეთი ადამიანები სჭირდებათ, რათა შეძლონ მათი ეგოსთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმავე მექანიზმებით, რასაც მშობლები ბავშვობაში უკეთებდნენ მსხვერპლს და ის ამას სიყვარულთან აიგივებდა.

ზრდასრულ ასაკშიც კი, ისინი მზად არიან გაუძლონ იდეალიზაციის, გაუფასურების და უარყოფის იმ სასტიკ ციკლებს, რომელსაც ყველა ნარცისის მსხვერპლი გადის ტოკსიკურ ადამიანთან ურთიერთობის დროს. არც ნარცისული ღვარძლია მათთვის დეჟავიუ, უნახავთ ბავშვობაში და არ ეუცხოებათ.

მსგავსი ადამიანების დახმარება - თერაპიულ გარემოში მოხვედრაა, სადაც მათ შეუძლიათ შეგნებულად ამოიცნონ ნარცისული მანიპულაციები როგორც არაჯანსაღი და მკაფიო განსხვავება დაინახონ სიყვარულსა და ტოქსიკურ ძალადობას შორის.

შეინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობები, რომელსაც ახასიათებს სიხარული, ინტიმი, სიცილი, საერთო ღირებულებები და ინტერესები. ურთიერთობები, სადაც მიიღებთ სიტყვა “სიყვარული”-ს ნამდვილ მნიშვნელობას, პატივისცემას, ურთიერთგაგებას, თანაგრძნობას, გულწრფელობას და მხარდაჭერას.

კოგნიტური დისონანსი
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
რა უნდა იცოდე ნარცისზე?
ნარცისს უყვარს კონტროლი
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე

მაშველები (ადამიანები, რომლებსაც სურთ ყველას გადარჩენა) - გამოირჩევიან ადამიანის დახსნის სურვილით, თუნდაც ამას ის არც ითხოვდეს. მათ შეუძლიათ დიდი ძალისხმევა ჩადონ ნარცისის მისივე თავისგან გადარჩენაში, რაშიც ბოლოს რწმუნდებიან, რომ თურმე აზრი არ ჰქონდა და პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს ვერც გადაარჩენ და ვერც გამოასწორებ.
ტოქსიკური ადამიანი ამით ხარისხიან ნარცისულ ყურადღებას/რესურსს იღებს, ის სჭირდებათ, ის მნიშვნელოვანია, მასზე ზრუნავენ და ცოცხლად გრძნობს თავს.

ადამიანები ნარცისი მშობლებით - სადაც ერთი ან ორივე მშობელი ავლენს უაღრესად ნარცისულ თვისებებს მისი აღზრდის დროს, უკვე ქარხნულად აქვთ ჩაშენებული ტოქსიკური ურთიერთობების და ადამიანების მოზიდვა ზრდასრულ ცხოვრებაში.
მთელი ბავშვობის განმავლობაში მათ უწევდათ გაუთავებელი მანიპულაციების, ტყუილის, ქაოსისა და კონფლიქტის ატანა (Gaslighting, ტრიანგულაცია), და რადგან ბავშვობაში ვერც თავს ვერ დაიცავდნენ და ვერც დახმარებას ითხოვდნენ, მიეჩვივნენ და ზოგი ამგვარ ქმედებებს სიყვარულთანაც კი აიგივებს.