ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის ყალბი ბოდიში

არ გეგონოს, რომ ნარცისის ბოდიში უნდა დაიჯერო. ის გულწრფელი არასდროს არ არის. ბოდიშს ხომ დანაშაული და დამნაშავე მოჰყვება? ის ვერ იქნება დამნაშავე

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

10/31/20231 min read

პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს, მსახიობობის უმაღლესი უნარი გამოუმუშავდათ ბავშვობიდან დღემდე. მათ, საკუთარ გამოგონილ როლში, ისე შეუძლიათ შესვლა, რომ ხანდახან რეალობასთან ერევათ. ამიტომაა, რომ მათ იოლად შეუძლიათ მოატყუონ სიცრუის დეტექტორი (პოლიგრაფი).

პროფესორი სემ ვაკნინი ამბობს, რომ ისინი საკუთარ თავსაც უკეთებენ gaslighting -ს, საკუთარ თავს აჯერებენ, რომ მართლა ისეთები არიან, როგორიც მათ საკუთარი თავი ფანტაზიაში წარმოუდგენიათ.

არ გეგონოს, რომ ნარცისის ბოდიში უნდა დაიჯერო. ის გულწრფელი არასდროს არ არის. ბოდიშს ხომ დანაშაული და დამნაშავე სჭირდება? ის ვერ იქნება დამნაშავე, ის არის მსხვერპლი და ყველაფერი შენი ბრალია. ყველას და ყველაფერს დააბრალებს, რომ პასუხისმგებლობა არ აიღოს, ეცდება დაგარწმუნოს რომ შენ აიძულე (ან შენგნ გამოწვეულმა გარემოებებმა). რაც კი რამე იარაღი აქვს შეიარაღებაში - ყველაფერს გამოიყენებს, რომ იმ წუთში განმუხტოს სიტუაცია და შენზე შემდეგი შეტევისთვის მოემზადოს.

მათ შორის არის ტირილიც, როგორც შენზე მანიპულაცია.

ნარცისი ტირის ორ შემთხვევაში:

ნარცისის ბოდიში
ნარცისის ბოდიში

2) შეამჩნევდით, რომ ნარცისის ტირილის 99%, რაღაცნაირად ხელოვნურია. ზოგი ისე ოსტატურად ყრის ნიანგის ცრემლებს, რომ ნამდვილი გეგონება მაგრამ, თუ მისი ნამდვილი ტირილი ერთხელ მაინც გინახავს და შედარება შეგიძლია, იოლად გაარჩევ fake-ს. მისი ცრემლების ნდობა დიდი სისულელე და სიბრიყვეა,
ეს წმინდაწყლის
მანიპულაციაა. მან თავიდანვე გამოარკვია, რომელ ღილაკებზე უნდა დააჭიროს თითი შენს ტვინში, რომ მისთვის საჭირო ემოცია გამოიწვიოს და შემდეგ ვამპირივით იკვებოს ამით. ეს შეიძლება იყოს შეცოდების, ან თანაგრძნობის ემოცია (შენს ემპათიას, შენივე წინააღმდეგ იყენებს). ვინაიდან კეთილი ხარ, ფიქრობს, რომ ტირილის თანხლებით უფრო შეგეცოდება და უთანაგრძნობ. ზუუსტად მაგ დროს ირღვევა ის შენი წითელი ხაზები, რომელიც საკუთარ თავთან შეათანხმე, რომ არავის გადააკვეთინებდი და ისევ მოჯადოებულ წრეში ბრუნდები.

სამწუხაროდ, ნარცისი არასდროს შეიცვლება. ის არ იხდის ბოდიშს იმის გამო, რომ ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ის უბრალოდ დროს იგებს, დაძაბულობას გადააგორებს და ახალი თავდასხმისთვის მოემზადება.

მანიპულაციური ტექნიკა, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს ნარცისი
როგორ დავეხმაროთ ნარცისს?
ნარცისის საბოტაჟი
შენს ყველა წარმატებას, ნარცისი აღიქვამს როგორც საფრთხე!


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

1) როცა მართლა ცუდად გრძნობს თავს. ეს ძალიან იშვიათად ხდება (100-დან ერთი შემთხვევა), თუმცა ხანდახან მაინც ხდება, როცა მას ნარცისული ყურადღება/რესურსი აკლია, მისთვის ეს სიკვდილის ტოპფასია. როცა მარტო რჩება საკუთარ თავთან, ფხიზელი ვერ უმკლავდება რეალობას და ცდილობს რამე საშუალებით, დაბრუნდეს ფანტაზიაში.

ტყუილად კი არ ხდებიან ნარკო და ალკო დამოკიდებულები?!
მისთვის გარემოცვის
ვალიდაციაა აუცილებელი, რომ ცოცხლად იგრძნოს თავი, დამოუკიდებლად არ შეუძლია. ამიტომაა, რომ ნარცისი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს.
არის პერიოდები როცა, სასიცოცხლოდ საჭირო
ყურადღება - ძნელად მოსაპოვებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ადამიანებით მანიპულირება ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი, ხანდახან მაინც აქვს ხოლმე გვალვიანი სეზონები.
ნარცისი, იმისთვის კი არ ტირის, რომ რამე დაგიშავა და ნანობს, უამრავი ბოროტება ჩაიდინა და განგებ მოგაყენა
ტკივილი, რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯო. ამდენი ინვესტიცია ჩადო შენს მოთვინიერებაში და შენ, უცბათ მისგან განთავისუფლება მოგინდა?!

ის თავისას ტირის. როცა ყურადღებას მოაკლებ, მას რესურსი მოაკლდება. მისი მიტოვება მის ბავშვობისდროინდელ ტრავმას ახსენებს და საშინელი ემოციური შეტევა ემართება. ხშირად ვერ უმკლავდება და ტირის.