ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

მანიპულაცია

მანიპულატორი სპეციალურად იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს, მსხვერპლის დასამორჩილებლად და გასანეიტრალებლად ისე, რომ მისი ზრახვები არ გამოააშკარაოს.

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ

1/30/20241 min read

მანიპულაცია არის ადამიანის ფარული მართვა, საკუთარი მიზნებისთვის. მანიპულატორი სპეციალურად იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს, მსხვერპლის დასამორჩილებლად და გასანეიტრალებლად ისე, რომ მისი ზრახვები არ გამოააშკარაოს.

მისთვის სულ ერთია, რა გზებით იქნება მიზანი მიღწეული, მთავარია სიტუაცია მის სასარგებლოდ გადაწყდეს. ადამიანებს, როგორც უსულო საგნებს და ვიდეოთამაშში ჯარისკაცებს, ისე უყურებს და ამოცანა, ნებისმიერი შესაძლო გზით მისი ფარული განზრახვების რეალიზაციაა.

ადამიანებით მანიპულაცია
ადამიანებით მანიპულაცია

ნარცისს, ასეთი ემპათიური ადამიანების ამოცნობის ფუნქცია, ბავშვობიდანვე გამომუშავებული აქვს. თითქოს წინასწარ შეუძ₾ია გამოიცნოს ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას მანიპულირებისთვის სჭირდება. მას მსხვეპრლის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად, შეუმჩნევლად შეუძლია მოიპოვოს ნდობა, ღირებული ინფორმაცია გამოსტყუოს ადამიანს, რომელსაც მერე მის გასაკონტროლებლად გამოიყენებს. screenshot - ი (პროფესორი სემ ვაკნინი, ასე ეძახის ფსიქოპორტრეტს) იარაღია, რომლის საშუალებითაც მანიპულატორი სპეციალურად შენთვის, ისეთ ადამიანს გამოძერწავს საკუთარი თავისგან, როგორის ნახვას/გაგებასაც შენ ისურვებდი და მოგეწონებოდა.

ძირითადი მანიპულაციების ტიპები

  • პასიურ აგრესიული ქცევა - მანიპულატორი პირდაპირ ვერ გეტყვის და ვერ მოიქცევა ისე, როგორც მას აქვს განზრახული. ასე ქმედება ძალიან სარისკოა. პირიქით, მისი იარაღი ხომ შეფარული ქმედებებია, რომლის გამოცნობაც ძნელია და გამოუცდელი ადამიანი ვერ მიხვდება, სინამდვილეში რის მიღწევას ცდილობს.

  • Gaslighting - “ნუ იგონებ, ასე არ ყოფილა”, ეს მანიპულატორის ხშირად წარმოთქმული სიტყვებია. ამ ტექნიკის ამოცანაა, წარსულის ფაქტებზე, შეგიცვალოს წარმოდგენა, რათა საკუთარ რეალობის აღქმაზე ეჭვები გაგიჩნდეს. რაც შემდეგ კოგნიტურ პრობლემებს იწვევს. ნუთუ მართლა ასე ვთქვი? არადა სხვანაირად მახსოვს?! ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, შენში არასრულფასოვნების შეგრძნებას ბადებს და ასუსტებს დაცვას მოძალადის მიმართ. როცა რაღაც გამოგონილში გადანაშაულებს, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე. ეს არის მისი მიზანიც, რაც შეიძ₾ება ბევრჯერ უნდა შეიტანო ეჭვი შენს რეალობაში, რომ აღარ ენდო საკუთარ აზრებს და წინათგრძნობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მიმართ ნდობას გაკარგვინებს.

  • ტყული და ბრალდეები - ამ შემთხვევაში, მანიპულატორი შენზე გადმოიტანს აქცენტს, რომ მისი ზრახვები არ გამოაშკარავდეს. ტყუილში, სიმართლის დამალვა, არაფრისმომცემი პასუხები, მნიშვნელოვან კითხვაზე უემოციო რეაგირება და შენი განგებ შეცდომაში შეყვანაც იგულისხმება. მანიპულაციური რეაქციებია მაგალითად - შენ როგორი გგონივარ, ეს როგორ იფიქრე ჩემზე? რა, არ მენდობი?

  • თამაში დანაშაულის გრძნობაზე - რომ გიყვარდე, ამას არ გააკეთებდი. რომ ზრუნავდე, სხვანაირად მოიქცეოდი. ამ ტექნიკის მიზანია, მომავალში, აგრესორთან შეთანხმების გარეშე არ გადახვიდე ქმედებაზე. ამით, მანიპულატორი მსხვერპლზე მთლიანად იღებს კონტროლს.

  • მუქარა და იძულება - როგორც წესი, გამოიყენება ფრაზა - თუ შენ,მაშინ - მე…
    რომ გაიძულოს მოიქცე ისე, როგორც
    მანიპულატორის ინტერესებშია. მუქარა ისეთი ქმედებებით, რომელიც შენ ყველაზე ძალიან გეტკინება (დაშანტაჟება ბავშვებით, ფინანსური კრიზისით, სექსის არქონით, ჯანმრთელობის გაუარესებით და ა.შ.) შენი აქილევსის ქუსლი მან პირველივე დღევე გამოარკვია.

  • იგნორი - აწყენინე და დაიწყო თამაში. ის დაგაიგნორებს თითქოს არ არსებობ და შეიძ₾ება ამის მიზეზი არც კი გითხრას. ეს შენი დასჯაა ცუდად მოქცევისთვის.

როგორ დაამარცხებ ნარცისს
მანიპულაციური ტექნიკები, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს ნარცისი
რატომ არ უნდა ენდო ნარცისს?
როგორ დავშორდეთ ნარცისს
ურთიერთობა ნარცისთან

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად, მანიპულატორი მსხვერპლის ისეთ თვისებებს იყენებს, როგორიცაა სიკეთე, სამართლიანობა, პატიოსნება, მორალი, თანაგრძნობა, (ზოგადად ემპათია). ზუსტად ეს თვისებებია, რომლის საშუალებითაც მან უნდა გამოიწვიოს შენში დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი იმისათვის, რომ ბოლომდე ჩაგისვას ჯიბეში და შემდეგ - შენიღბულად გმართოს.

ნარცისი პირველი დღიდანვე ზრუნავს იმაზე, რომ არ/ვერ გაიქცე ვერსად, არავინ მოგისმინოს და თუ მოგისმენენ, ალმაცერად შემოგხედონ. მისი მიზანი, შენი რეპუტაციის შელახვა და გულშემატკივრების გარეშე დატოვებაა, რომ სხვა ალტერნატივა არ გქონდეს.