ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ დავშორდეთ ნარცისს?

ნარცისის მიტოვება, მისთვის უმძიმესი ბავშვობისდროინდელი ტრამვაა, როცა მისმა ამაგისმიმცემმა თქვა უარი მასზე.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

8/4/20231 min read

თუ ამ საკითხს განიხილავ, მომზადებული გეგმა გჭირდება, ადვილი არ არის თუმცა, შესაძლებელია.

ნარცისთან დაშორებას მაშინ აქვს აზრი, თუ მასზე 100% უარს იტყვი. არასდროს მასთან აღარ დაბრუნდები როგორც ადამიანი. ნარცისი იგრძნობს თუ აშანტაჟებ და აქეთ მიიღებს შენსგან რესურსს შენი ტანჯვით და უკან მუხლებზე მიხოხებით. ასე, რომ მართლა უნდა გადაწყვიტო. მართლა… თუ ოდნავ მაინც გიყვარს საკუთარი თავი, ეს გასაკეთებელი გაქვს, ოღონდ ერთიანად არა, ეტაპობრივად (არსებობს Gray Rock მეთოდი)

ნარცისის მიტოვება, მისთვის უმძიმესი ბავშვობისდროინდელი ტრამვაა, როცა მისმა ამაგისმიმცემმა თქვა უარი მასზე. ეს მისთვის ყველაზე დიდი ღამის კოშმარია და ბუნებრივია ამ ფაქტს იოლად არ შეეგუება.

თავიდან ეცდება შენს უკან შეტყუებას, მან ხომ ზეპირად იცის რა გიყვარს, როგორ მოგწონს. თავისი ფლირტით, სექსით, მანიპულაციებით. თუ არ გამოუვიდა, მის მფრინავ მაიმუნებს გამოგიგზავნის, რომ სოციალური წნეხი გაზარდოს შენზე. თუ არც ამან არ გაჭრა, მერე იწყება ომი.

ნარცისთან დაშორება
ნარცისთან დაშორება

შენთან ომი ნარცისს, აქამდეც ჰქონდა, უბრალოდ შენ ვერ ხვდებოდი, ახლა, როცა ომი ოფიციალურად გამოცხადებულია, უკვე ღია დაპირისპირებაც მოსულა მისთვის. ხმებს გაგივრცელებს, ეცდება შენი რეპუტაცია შელახოს და შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში შეიტანოს ეჭვი. თუ საგიჟეთში მოგახვედრა, მისიას შესრულებულად ჩათვლის.

თუ ვერც გაგაგიჟა, უკვე შენს ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. მისი საბოლოო მიზანი ხომ უკვე შენი ფიზიკური განადგურებაა ისე, რომ მას არავინ დასდოს ბრალი. ომში ეგეთი წესებია, მოწინააღმდეგე უნდა გაანადგურო, თუ გინდა გამარჯვება.

აგიტაციაში, პროპაგანდაში და ღია ომში, მას ვერ მოერევი, ვირეშმაკობებში ვერ აჯობებ (ბავშვობიდან ეგრე მოიპოვებს რესურსს და დახელოვნებურია). ნარცისს დიდი ხანია გამზადებული აქვს ნიადაგი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძნელად გაიქცე, ან საერთოდ არსად არ გქონდეს გასაქცევი. ამიტომ იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე, საჭიროა გეგმა.

ნარცისთან ფიზიკური დაშორების გარეშე, მისგან გათავისუფლება უძნელესია. მან ზეპირად იცის ყველა შენი ღილაკი, თუ რომელზე რა ემოცია გენთება. მან შეგისწავლა, იცის შენი ხასიათი და რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცევი. ხომ არ დაგავიწყდა რომ თავიდან, მან შენი პიროვნება დააკოპირა და საკუთარ თავზე შეგაყვარა?

ეგ არის სამწუხაროდ მისი მისჯილი სამსახური და წინასწარ იზრუნა ღილაკების მოგროვებაზე. რამდენჯერ მოგაყოლა შენს ბავშვობაზე, ინტიმურ ემოციებზე, ბნელ საიდუმლოებებზე, განცდებზე, კომპლექსებზე და წუხილებზე. ის კი არ გითანაგრძნობდა ამ დროს, როგორც შენ გეგონა, არამედ ჯაშუშივით ინფორმაციას აგროვებდა შენი screenshot - ისთვის, იცოდა, რომ ოდესმე გამოადგებოდა.

მოკლედ, საჭიროა როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად დაშორდე.

თავიდან უნდა გაიქცე და თავს უშველო. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველიდან დაჭრილი გამოხოხდები, უნდა იცოდე:

  • სად წახვალ

  • რამდენი ხნით წახვალ

  • როდის წახვალ (თარიღი)

  • თავიდან როგორ გადარჩები

  • როგორ გამოშუშდები

  • რა არის შენი საყვარელი საქმე, რომელიც გრძელვადიან კეთილდღეობას მოგიტანს


თუ დაგეგმვაში დახმარება დაგჭირდეს, მოგვწერე, დაგეხმარებით...

რას მოიმოქმედებს ნარცისი, როცა ურთიერთობა მთავრდება?
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი
ოდესმე მაინც ვუყვარდი ნარცისს?

რატომ ქორწინდება ნარცისი?


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge