ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!

ალბათ მოგნდომებია, რომ ყველას გააგებინო, რა ბოროტიც არის ნარცისი. ყველას უთხრა, რომ არ აქვს ემპათიის უნარი, ბავშვობაში შინაგანი “მე”-ს შეგრძნება დაკარგა და გარესამყაროს ვალიდაციაზეა დამოკიდებული

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

8/31/20231 min read

ალბათ მოგნდომებია, რომ ყველას გააგებინო, რა ბოროტიც არის ნარცისი. ყველას უთხრა, რომ არ აქვს ემპათიის უნარი, ბავშვობაში შინაგანი “მე”-ს შეგრძნება დაკარგა და გარესამყაროს ვალიდაციაზეა დამოკიდებული.

სასიცოცხლოდ სჭირდება ყურადღება, რომ იარსებოს და ნარცისულ ყურადღებაზე/რესურსზე არის დამოკიდებული მისი თვითშეფასება.

ნარცისის მხილება
ნარცისის მხილება

ნარცისმა, შენს გარემოცვასთან უკვე იმუშავ იმაზე, რომ შენი გამოთქმული აზრი, მაქსიმალურად არასერიოზულად მიიღოს ყველამ, ან, აწყობდეთ, რომ მიიღონ არასერიოზულად. ( ცოტა ჩამეხლართა ნათქვამი :D ) მოკლედ, შენი იმიჯის ნგრევა მან პირველი დღიდან დაიწყო და რათქმაუნდა გამოიყენა მის არსენალში ყველა იარაღი. ის შენს მტრებთან დიდი ხანია მეგობრობს. არც სექსის მოერიდება, თუ ამოცანა სტრატეგიულია. ამოცანა იმიტომ, რომ ნარცისი ასექსუალურია, სხვასთან სექსი არ უნდება. ამაზე წინა პოსტში ვილაპარაკეთ ვრცლად. მოკლედ, ყველაფერს იკადრებს შენი დანარჩენებისგან იზოლირებისთვის და შენი რეპუტაციის შესალახად.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენ გასაქცევი არსად და არავისთან არ გქონდეს, არ გყავდეს ახლობელი ადამიანები, იყო მაქსიმალურად უბედური, რომ ბევრი ნარცისული ყურადღება/რესურსი გამოუყო ნარცისს, რომ თვითონ გამოიკვებოს და ბრწყინავდეს.

როგორ დაამარცხებ ნარცისს?
ნარცისის პროგნოზირება იოლია
ნარცისს უნდა, რომ იყო “პატარა” და დარჩე უმწეო

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ყველა რომ უპირობოდ გიჯერებდეს, არ დაგეზარებოდა და სათითაოდ მოუყვებოდი ყველას, შენს აზრს ნარცისზე.

გააფრთხილებდი საფრთხეებზე და საკუთარი თავის დასაცავად, ინსტრუქციას მისცემდი. წარმოიდგინე, რა მასშტაბის აფსურდი უნდა ილაპარაკო მათთვის, ვისაც შეხება არ ჰქონია პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანებთან?!

რაც უფრო “კეთილშობილია” ადამიანი, მით ძნელია დაიჯეროს, რომ დემონია ის ადამიანი, ვიზეც შენ ეუბნები. და რაც უფრო ვირეშმაკია, მით იოლად დაიჯერებს, თუმცა მაინც იტყვის, რომ არ სჯერა.

ზოგისთვის იმდენად მიუღებელია იდეა, რომ ურჩევნია არ დაიჯეროს, ასე უფრომშვიდად იქნება. ურჩევნია სჯეროდეს, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ვიდრე დაუშვას, რომ შეიძლება კიდევაც არსებობენ. ურჩევნიათ არ არსებობდნენ.
ანუ, ნარცისის გამოაშკარავება, არც ისე მომგებიანია სტრატეგიულად. ბრაზს თუ მოერევი და დროებით თავს შეიკავებ არ ინანებ, დამიჯერე.