ნარცისის პროგნოზირება იოლია
ყველა ნარცისი ერთიდაიგივე შაბლონით მოქმედებს: Idealization, Devaluation, Rejection, Hoovering...
ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ
11/22/20231 min read
რაც უფრო მეტს იგებ, ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების ფსიქიკაზე, ხვდები, რამდენად პროგნოზირებადები არიან ისინი.
ყველა ნარცისი ერთიდაიგივე შაბლონით მოქმედებს: Idealization, Devaluation, Rejection, Hoovering...
მათ საერთოდ არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და თითქოს ვერ აცნობიერებენ დანაშაულს. ისინი ყოველთვის მსხვერპლები არიან და ყველაფერი სხვების ბრალია. თუ საქმე მტკიცებულებაზე ან ფაქტებზე მიდგება, პირველკლასელი ბავშვებივით ბრაზდებიან და იყენებენ საკუთარი თავის პროექციას (პროექციას: თუ მსხვერპლს უღალატა, მას დააბრალებს ღალატს, ან, თუ თვლის, რომ არ აქვს საკმარისი განათლება, მსხვერპლს ეძახის გაუნათლებელს) რომ დააბრალონ მსხვერპლს, მათივე ჩადენილი დანაშაულები.


ეს ყველაფერი ბავშვობისდროინდელი ტრავმის და მათი დაბალი თვითშეფასების ბრალია, თუმცა ნებისმიერი “პერსონაჟის” (მისივე გამოგონილი ადამიანის ნიღაბი, რომელიც ნარცისს აქვს მორგებული) თამაში შეუძლიათ იქ, სადაც რომელია საჭირო. არ შეუშვა შენს თავში და არ მისცე შენი ემოციების პულტი სამართავად.
დაიმახსოვრე, ნარცისები (ისევე როგორც სოციოპათები) არასდროს აიღებენ პასუხისმგებლობას, არასდროს შეიცვლებიან, ფიზიოლოგიურად ვერ შეუყვარდებათ, რადგან არ აქვთ ემპათიის გრძნობა, მათი ემოციური ინტელექტი, სულ 5–8 წლის ბავშვის დონეზე დარჩება, ისინი კომპიუტერული თამაშის ჯარისკაცებივით გააგრძელებენ ხალხის ყურებას და არ მობეზრდებათ მათით მანიპულირება. ისინი მოგატყუებენ, უკიდურეს ბოროტებისთვის გაგწირავენ ამას იმსახურებთ თუ არა. მათ ყველა ეზიზღებათ და არიან ძაალიან ეჭვიანები.
აპატიე საკუთარ თავს მათთან ურთიერთობა, ტკივილი, იმედგაცრუება…
ნუ დაადანაშაულებ შენს თავს, რომ იყავი მიმნდობი და მეამიტი. უბრალოდ იცოდე, რომ შემოუშვი არასწორი ადამიანი. ისწავლე გაკვეთილი და გააგრძელე წინსვლა.
Gray Rock Method
როგორი ადამიანი სძულს ნარცისს?
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
მათი ბოლო სვლა ყოველთვის ერთმანეთს ჰგავს. ჯანმრთელობა, სტატუსი, ფინანსები, ნერვები, ფსიქიკა… ისინი ეცდებიან შენი პიროვნება ნულამდე დაიყვანონ ისე, რომ ვერასდროს მოახერხო წამოდგომა.
ისინი ეცდებიან დაავადებულის, ავადმყოფის, სასაცილოს, შეპყრობილის იარლიყი მოგაკერონ, დაგაბრალონ ღალატი და ცივსისხლიანი სისასტიკით გაგისწორდნენ, ვითომც საერთოდ არ გიცნობენ.
როდესაც მიხვდები, თუ რამდენად ბოროტები არიან, რა ამოძრავებთ და რამდენად იოლია მათი პროგნოზირება, იმედია მოძებნი შესაფერის დროს და დატოვებ ურთიერთობას.