ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?

რა არის ნარცისიზმის სიმპტომები DSM-ის მიხედვით?

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

5/30/20241 min read

დღეს ჩვენ გვგონია, რომ ყველა ნარცისიაა. ნარცისი არ არის უბრალოდ გაბერილი ეგო-ს მქონე ადამიანი.
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია

რა არის ნარცისიზმის სიმპტომები DSM-ის მიხედვით?

  • მათ აქვთ გრანდიოზულობის შეგრძნება. ისინი თავს სხვა ადამიანებზე აღმატებულად თვლიან და საკუთარ წარმატებას აზვიადებენ.

  • მათ აქვთ ბევრი ფანტაზია ძალაუფლების, კონტროლის, წარმატების ან მათი იდეალური სიყვარულის შესახებ.

  • მათ მიაჩნიათ, რომ ისინი განსაკუთრებული და გამორჩეული არიან: მხოლოდ ძალიან წარმატებული ან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იმსახურებენ მათთან საუბარსსაც კი.

  • მათ სურთ და სჭირდებათ აღფრთოვანება გარშემომყოფებისგან. მათი გრანდიოზულობის აღნიშვნა საკვებივითაა მათთვის.

  • მათ აქვთ არარეალური მოლოდინები საკუთარი თავისგან და ცხოვრებისგან, ისინი ხომ სრულყოფილები არიან, ისინი საუკეთეოსო იმსახურებენ.

  • ისინი სარგებლობენ სხვებით, რომ თავად გახდნენ უკეთესი.

  • ემპათიის ნაკლებობა: მათ არ აქვთ უნარი შეიგრძნონ სხვისი ემოციები და უთანაგრძნონ სხვას.

  • ისინი საშშინლად ამპარტავნები და შურიანები არიან. იმისიც სჯერათ, რომ მათ ირგვლივ ყველას მათი შურს.

  • ისინი თვლიან, რომ უნდა აკონტროლონ ყველა და ყველაფერი, რადგან სადავეები არ გაექცეთ.

  • ტყუილები, ნახევრადტყუილები და ვირეშმაკობა, მათი ცოხვრების ნაწილია.

  • მათ არ აქვთ მორალი და სინდისი

  • ყველა ადამიანი მათთვის არის “რესურსი” რომელიც ან სჭირდებათ, ან - არა.


ბევრ ადამიანს აქვს ჩამოთვლილი მახასიათებლების გარკვეული ნაწილი, თუმცა ნარცისი ამ თაიგულით მთლიანად დაჯილდოვებულია.

ნარცისგამოვლილი მსხვერპლის ყველაზე სამწუხარო სიმართლე
ნარცისი ცხოვრობს ფანტაზიაში
ნარცისი ასექსუალურია
abuse - ვინმეს გამოყენება (ბოროტად)
როგორ დაამარცხებ ნარცისს?
9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად

შეფარული ნარცისი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ერთადერთი, ვინც ნამდვილად დაადასტურებს, არის თუ არა ვინმე ნარცისი, ეს არის ფსიქოლოგი/ფსიქიატრი, რომელიც პაციენტს გაესაუბრება და გვეტყვის, აკმაყოფილებს თუ არა ეს ადამიანი მანუალის შედეგებს, იგივე DSM-ს ((Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders) ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო).

მაგრამ, რა თქმა უნდა, ნარცისების უმეტესობა არასოდეს მიმართავს ფსიქოლოგს, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა შეგვეძლოს გარჩევა.