ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რა არის ემპათია?

ალბათ გინახავთ ბავშვი, რომელიც თვითონაც იწყებს ტირილს სხვისი ტირილის შემხედვარე - ზუსტად ეს არის ბავშვის დაუპროგრამებელი, გულწრფელი ემპათია.

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

9/5/20241 min read

ემპათია არის ადამიანის უნარი გაიგოს, იგრძნოს და გაიზიაროს სხვისი გრძნობები და ემოციები. ეს არის თითქოს სხვის ტყავში აღმოჩენა და სამყაროს მათი თვალით დანახვა. ალბათ გინახავთ ბავშვი, რომელიც თვითონაც იწყებს ტირილს სხვისი ტირილის შემხედვარე - ზუსტად ეს არის ბავშვის დაუპროგრამებელი, გულწრფელი ემპათია.

ემპათია გვეხმარება უკეთ გავიგოთ ერთმანეთი, ვიზრუნოთ სხვებზე და შევქმნათ ძლიერი ემოციური კავშირები. უემპათიო ადამიანებს არ შესწევთ ძალა ეცოდებოდეთ, უთანაგრძნონ, უყვარდეთ, სხვისი გასაჭირი თუ სიხარული ემოციურად გაიზიარონ.

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების ემპათიის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი თემაა ფსიქოლოგიაში. ხშირად გვესმის, რომ მათ საერთოდ არ გააჩნიათ ემპათია, მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო კომპლექსურია.

ემპათია
ემპათია

1) ემოციური ემპათია: ამიგდალა (amygdala - ორი ცალი ნუშისებრი ფორმის, ტვინის ნაწილაკები, რომლებიც საფეთქელებთან არის მოთავსებული და ემოციურ ემპათიაზეა პასუხისმგებელი ცენტრალურ ტვინთან) დიდ როლს თამაშობს, ადამიანის ემოციური ემპათიის ჩამოყალიბების და მართვის პროცესში. ეს არის უნარი, რომელიც ჩვილმა დაბადებიდანვე უნდა გაავარჯიშოს, როგორც სხვა ნებისმიერი უნარი. ემოციური ემპათიის ფორმირებაში, ბავშვებს როგორც წესი მშობლები (ან სხვა ამაგისმიმცემები) ეხმარებიან და ისინი არიან პასუხისმგებლები, ბავშვის ამ უნარის სწორად ფორმირებაში და დახვეწაში. დედა ასწავლის შვილს, რომ სტკივა თოჯინას, როცა ბავშვი თმებში წაავლებს ხელს, ცოდოა ძაღლი, როცა ჯოხს ჩაარტყამ ან უნდა უთანაგრძნო შვლის ნუკრს, რომელსაც დედა მონადირემ მოუკლა.

ემპათია
ემპათია

2) კოგნიტური ემპათია (იგივე ცივი ემპათია): ნარცისები ხშირად გამოირჩევიან კარგად განვითარებული კოგნიტური ემპათიით. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ინტელექტუალურ დონეზე გაიგონ (და არა იგრძნონ!!!) სხვების ემოციები და აზრები. ისინი ხშირად, სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის ძალიან კარგი "წამკითხველები" არიან. თუმცა, ეს უნარი ხშირად გამოიყენება არა სხვების დასახმარებლად, არამედ მანიპულაციისა და კონტროლისთვის. ბავშვობიდან, ნარცისს შეუძლია გაარჩიოს ადამიანი, რომელიც წუხს მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე და მიხვდეს მის ემოციურ მდგომარეობას. მაგ: სხვა ადამიანებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ თუ ადამიაინი ტირის - მას ახლობლები უთანაგრძნობენ და მანაც იგივე უნდა გაიმეოროს, რომ ემპათიური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს თორე, ყველა მიხვდება, რომ მას არ ანაღვლებს ადამიანის მძიმე მდგომარეობა.

აქ ნარცისებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ვინაიდან მათ უმრავლესობას რთული ბავშვობა ჰქონდა და მათ, თითქმის არ ჰქონიათ ემოციური მხარდაჭერა მისი ამიგისმიმცემებისგან, უჭირთ სხვების გრძნობების გულწრფელად გაზიარება და თანაგრძნობა. მათ არ ასწავლეს როგორ უნდა ეცოდებოდეთ, უთანაგრძნონ, უყვარდეთ და უხაროდეთ სხვის გამო.

ნარცისს შეიძლება ესმოდეს (სხვებზე დაკვირვებებიდან გამომდინარე - ცივი ემპათია), რომ ვინმე დარდობს ან გლოვობს, თუმცა ვერ გრძნობდეს ამ დარდს თავის თავზე და სურვილი/მოტივაცია დაეხმაროს მას მისი ემოციური მდგომარეობის გამო - ნარცისისთვის გაუგებარი მოცემულობაა. ეს ხშირად იწვევს მათ ცივ და უგრძნობელ ქცევას სხვების მიმართ და ემოციური ემპათია არ ახასიათებთ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ აწყობთ ჩართონ ცივი ემპათია რაიმე პირადი სარგებლის მისაღებად (თუმცა ეს მანიპულაციად შეიძლება ჩაითვალოს).

რატომ არის ნარცისის ემპათია პრობლემური?

ე) ემოციური სიცარიელე: ნარცისის შინაგანი სამყარო ემოციურად ცარიელია. მათ უჭირთ საკუთარი ღრმა გრძნობების გაგება, რაც ართულებს სხვების გრძნობების გაგებასაც.

ვ) ბავშვობის ტრავმა: ხშირად ნარცისიზმი ვითარდება ბავშვობაში მიღებული ემოციური ტრავმების შედეგად. ეს ტრავმა ბლოკავს ემოციურ განვითარებას და ემპათიის უნარს. ნარცისის ემოციური ინტელექტი ხომ 5–7 წლის ბავშვის საპირწონეა?!

ზ) თავდაცვის მექანიზმი: ემპათიის ნაკლებობა შეიძლება იყოს თავდაცვის მექანიზმი. ნარცისები ხომ გაურბიან ღრმა ემოციურ კავშირებს, რადგან ეს მათ მოწყვლადს ხდის.

თ) ეგოცენტრიზმი: ნარცისის სამყარო ტრიალებს საკუთარი თავის გარშემო. ეს ართულებს სხვების პერსპექტივის დანახვას და გაგებას.

ი) გრანდიოზულობა: ნარცისის რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაში ხშირად ხელს უშლის მათ დაინახონ სხვები როგორც თანასწორი, ღირსეული არსებები. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ უჭირთ სხვების აღიარება.

შესაძლებელია თუ არა ნარცისის ემპათიის განვითარება ზრდასრულ ასაკში?

ეს რთული კითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. რამოდენიმე ექსპერტი თვლის, რომ ინტენსიური თერაპიით შესაძლებელია ემპათიის გარკვეულწილად გაუმჯობესება. თუმცა, ეს პროცესი ხანგრძლივი და რთულია, რომელიც მოითხოვს ნარცისის მხრიდან ნამდვილ სურვილს შეიცვალოს. ვინაიდან მას ეს სურვილი არ აქვს და არც ექნება (რადგან თვლის, რომ ემპათიის არქონა მისი დადებითი თვისებაა), ერთადერთი გამოსავალია, ის ხელახლა დაიბადოს და მასზე, მისმა ამაგისმიმცემებმა იზრუნონ ბავშვობაში.

მართალია, მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ფორმის ემპათია, განსაკუთრებით კოგნიტური, მაგრამ ის ხშირად არასრულყოფილი, დამახინჯებული და არათანმიმდევრულია. ნარცისის ემოციური სამყარო ფოკუსირებულია საკუთარ თავზე, რაც ართულებს ნამდვილი, ღრმა ემპათიის განცდას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნარცისის "ემპათია" ხშირად არის მანიპულაცია და არა ნამდვილი თანაგრძნობა. ეს ცოდნა გვეხმარება უკეთ შევიცნოთ მათი ქცევა და დავიცვათ საკუთარი ემოციური კეთილდღეობა მათთან ურთიერთობისას.

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
შეფარული ნარცისი
როგორ აღიქვამს ნარცისი თავის მსხვერპლს
როგორ გტოვებს ნარცისი მარტო
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

რა არის ემპათია?
რა არის ემპათია?

ა) სელექციურობა: ნარცისი შეიძლება “ემპათიურად” მოექცეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისგანაც სარგებელს ელის და ვინც სჭირდება. ეს სელექციური ემპათია არ არის ნამდვილი თანაგრძნობა, ეს ყალბია და არის სხვა ადამიანებზე დაკვირვებით შედგენილი ანალიტიკა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამათუ იმ სიტუაციაში, რომ ემპათიური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს.

ბ) ზედაპირულობა: მათი ემპათია ხშირად ზედაპირულია და არ მოდის გულწრფელი ზრუნვიდან. ეს შეიძლება იყოს უფრო მის სოციუმში მიღებული ნორმების დაცვა, ვიდრე ნამდვილი გრძნობა.

გ) მანიპულაცია: კოგნიტურ ემპათიას ხშირად იყენებენ სხვების სამართავად და არა დასახმარებლად. ნარცისმა შეიძლება ზუსტად იცოდეს, რა გჭირდებათ ემოციურად, მაგრამ ეს ცოდნა გამოიყენოს თქვენზე ზეგავლენის მოსახდენად.

დ) არათანმიმდევრულობა: ნარცისის ემპათია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს სისასტიკით. ეს არათანმიმდევრულობა ხშირად აბნევს მათ გარშემო მყოფ ადამიანებს.