ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

შეფარული ნარცისი

მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ღია ნარცისი ხმამაღლა და თვალსაჩინოდ ამჟღავნებს თავის ნარცისულ ბუნებას, მაშინ როცა ფარული ნარცისი უფრო შენიღბულად მოქმედებს

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

6/26/20241 min read

ნარცისიზმი ხშირად გაგონილი ტერმინია. კლინიცისტები ამბობენ, რომ პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების რაოდენობა, მთლიანი მოსახლეობის 10%-საც კი აღწევს. თუმცა, მისი ერთ-ერთი ფორმა - ფარული ნარცისიზმი - ნაკლებად ცნობილია. ეს პიროვნული აშლილობა საკმაოდ გავრცელებულია და სტატისტიკურად, მათი უმეტესობა მდედრობითი სქესისაა.

ფარული და სხვა ტიპის ნარცისები ერთნაირად აკმაყოფილებენ ნარცისული პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს. ყველა ტიპის წარმომადგენლებს ახასიათებთ:

შეფარული ნარცისი
შეფარული ნარცისი

ფარული ნარცისის 8 ძირითადი ნიშანი:

1. მომხიბვლელი გარეგნობა

ფარული ნარცისი შეიძლება თავდაპირველად ძალიან სასიამოვნო და მგრძნობიარე ადამიანად მოგეჩვენოს. ის ხშირად წარმოაჩენს თავს, როგორც მორცხვ და არათავდაჯერებულ პიროვნებას. პირველი შთაბეჭდილება შეიძლება იყოს: "რა კარგი ადამიანია!" მაგრამ დროთა განმავლობაში იწყებ მის ნამდვილი სახის დანახვას. სანდომიანი ადამიანის ნიღბის ქვეშ, მისი შარმით გარეგნობით და სექსით, ნებისმიერი ადამიანით მანიპულირება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ნარცისი ასექსუალურია და სექსი მისთვის ერთ-ერთი იარაღია არსენალში, ის ძალიან ვნებიანის როლს თამაშობს საწოლში, რომ მოთხოვნადი იყოს მსხვერპლისთვის.

მაგალითი: წარმოიდგინეთ ახალი კოლეგა, რომელიც ყოველთვის თავაზიანია და ყველას ეხმარება. თუმცა, რამდენიმე თვეში ამჩნევ, რომ ის მუდმივად ითხოვს შექებას და უკმაყოფილოა, როცა სხვები წარმატებას აღწევენ.

2. ორაზროვანი კომპლიმენტები

ფარული ნარცისები ხშირად იყენებენ ე.წ. "back-door compliments". ეს არის შეფარული კრიტიკა ქების და კომპლიმენტის საფარველქვეშ, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი თვითშეფასების დაქვეითებას.

მაგალითი: "დღეს შესანიშნავად გამოიყურები! ბოლოს რომ გნახე, მართლა შევშფოთდი შენი გარეგნობის გამო." - ეს კომპლიმენტი გაფიქრებინებთ, რა საშინლად გამოიყურებოდით წინა შეხვედრისას.

3. საჯარო და პირადი იმიჯის განსხვავება

ფარული ნარცისის საჯარო იმიჯი ხშირად რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც მისგან ახლო ურთიერთობაში ხედავთ. მას ზედმეტ სახელად “ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი”-ც ჰქვია. ვინაიდან ის შიგნიდან ცარიელია და მან საკუთარი “მე” ბავშვობაში დაკარგა, ფუნქციონირებისთვის გარესამყაროზე და სოციუმის ვალიდაციაზეა დამოკიდებული, რაც ყველა სახის ნარცისს სასიცოცხლოდ სჭირდება. ზუსტად ამ გზით იღებს ნარცისი ყურადღებას და იმ ნარცისულ რესურსს, რომელიც მას ცოცხლად აგრძნობინებს თავს. თუ გარესამყაროსგან საწვავი გჭირდება, რომ იარსებო, ისეთი ნიღაბი უნდა ატარო, როგორიც მათ უნდათ. მარტივია არა?!

მაგალითი: საზოგადოებაში ამბობს, რომ არასოდეს ჭორაობს, მაგრამ პირად საუბრებში მუდმივად აკრიტიკებს და განიხილავს სხვებს, უვრცელებს ბინძურ ჭორებს და აუფასურებს მის მსხვერპლს სხვების თვალში.

4. შური და ეჭვიანობა

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ფარული ნარცისები გადამეტებულად შურიანები და ეჭვიანები არიან სხვების მიმართ, განსაკუთრებით მათი, ვინც წარმატებას აღწევს. მათი ჰობი ხომ ბედნიერი ადამიანების სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გადმოგდებაა?!

მაგალითი: თქვენი კოლეგა მუდმივად აკნინებს სხვების მიღწევებს, ამბობს რომ მათ "უბრალოდ გაუმართლათ" ან "პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდათ".

5. ურთიერთობების საბოტაჟი

ფარული ნარცისები ხშირად ცდილობენ სხვების ურთიერთობების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის საბოტაჟს. ვინაიდან მათ ემპათიის გრძნობა არ გააჩნიათ, წარმოუდგენელ სისასტიკეზეც კი არიან წამსვლელები, რომ მათი “ეგო” დააკმაყოფილონ და დასაჯონ მსხვერპლი მისი წარმატებისთვის. ამით ისინი წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებენ და ამ გზით იზრდიან თვითშეფასებას, რომელიც მათი მთავარი ტკივილია.

მაგალითი: შენი თანამშრომელი თქვენს ზურგს უკან უჩივის ხელმძღვანელს შენს შესახებ ან უსინდისოდ მიისაკუთრებს შენს სერულებულ სამუშაოს.

6. მსხვერპლის როლის თამაში

ფარული ნარცისები ხშირად წარმოაჩენენ თავს მსხვერპლად და ელიან, რომ სხვები იზრუნებენ მათზე. ჯანმრთელ ადამიანებში, მათთვის სასურველი ემოციების გამოწვევის გაკვეთილები ბავშვობიდან გავლილი აქვთ და ნამდვილი ოსტატებივით შეუძლიათ ამ ემოციებით გამოკვება, რომ შიგნიდან არ ჩაქრნენ, როგორც ვამპირები.

მაგალითი: მე ვარ მსხვერპლი, ყველაფერი შენი ბრალია!

7. პასიურ-აგრესიული კომუნიკაცია

ფარული ნარცისების ძირითადი კომუნიკაციის სტილი პასიურ-აგრესიულია. ისინი იშვიათად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს პირდაპირ. მთელი რიგი მანიპულაციების შედეგად, მის სასურველ მიზანს მაინც აღწევენ თუმცა, მსხვერპლისთვის ეს ზოგჯერ “კოგნიტური დისონანსი”-თაც კი მთავრდება

მაგალითი: ნაცვლად იმისა, რომ თქვას "მინდა იაპონურ რესტორანში წასვლა", ფარული ნარცისი იტყვის: "ალბათ ისევ იმ მოსაწყენ ადგილას წავალთ, სადაც შენ გინდა."

8. ემპათიის იმიტაცია

ფარული ნარცისები ოსტატურად ახდენენ ემპათიის იმიტაციას, მაგრამ რეალურად არ განიცდიან ნამდვილ თანაგრძნობას. მათ იციან როგორ უნდა მოიქცნენ როცა ეცოდებათ და ემპათიურ ადამიანებზე დაკვირვებით, იგივეს იმეორებენ, რომ არ გამოაშკარავდნენ საზოგადოებაში.

მაგალითი: მას იგივე სახის გამომეტყველება ექნება მაშინ, როგორიც სხვებს აქვთ, როცა ვინმე ეცოდებათ.

სხვა ტიპის ნარცისთან შედარებით, შეფარული ნარცისი უფრო რთული ამოსაცნობია. მსხვერპლების უმრავლესობა წერს, რომ მხოლოდ რამოდენიმე წლის (ან შეიძლება ათწლეულების შემდეგაც კი) შეძლო მისი ამოცნობა.
სხვა ტიპის ნარცისი აშკარად ტრაბახობს და თავს იწონებს, მაშინ როცა ფარული ნარცისი უფრო შეფარულად მოქმედებს და იშვიათად მიმართავს ღია აგრესიას. სამაგიეროდ, შეფარულად მას ძაალიან დიდი ზიანის მოყენება შეუძლია როგორც ფსიქიკაზე, ისე ფიზიკურად.
და საერთოდ, მისი ოცნება, მისი
მთავარი პარტნიორის ფსიქიკურ საავადმყოფოში მოთავსება ან ფიზიკური ლიკვიდაციაა ისე, რომ პოლიციამ მასზე ეჭვი არ მიიტანოს.

დასკვნა:

ფარული ნარცისი არის პიროვნება, რომელიც გარეგნულად მორცხვი და თავმდაბალი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავზეა ორიენტირებული და ემპათიის უნარი არ გააჩნია. ის იყენებს პასიურ-აგრესიულ ტაქტიკას, მსხვერპლის როლს თამაშოს და ცდილობს სხვებით მანიპულირებას თვითშეფასების გასაზრდელად და საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად.

თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია:

1. დააკვირდით თქვენს გრძნობებს - თუ ხშირად გრძნობთ თავს დამნაშავედ ან არაადეკვატურად ვინმესთან ურთიერთობისას, ეს შეიძლება ფარული ნარცისიზმის ნიშანი იყოს.

2. დააწესეთ მკაფიო საზღვრები - არ მისცეთ უფლება მუდმივად მანიპულირების მსხვერპლი გახდეთ. ენდეთ წინათგრძნობას და დასვით კითხვები.

3. გაიძლიერეთ თვითშეფასება - რაც უფრო მაღალია თქვენი თვითშეფასება, მით უფრო რთული იქნება თქვენით მანიპულირება.

4. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პროფესიონალს - თერაპევტი დაგეხმარებათ ურთიერთობის ჯანსაღი სტრატეგიების შემუშავებაში.

ნარცისის 4 სახეობა
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
მანიპულაცია
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  • - ემპათიის ნაკლებობა (თითქმის არქონა)

    - გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე

    - ზედაპირული ურთიერთობები ყველასთან მიმართებაში (ოჯახსი წევრების ჩათვლით)

    - სხვების გამოყენება პირადი სარგებლისთვის

    - სიდიადის ფანტაზიები

    - პრობლემების აღიარების სირთულე

  • მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ღია ნარცისი ხმამაღლა და თვალსაჩინოდ ამჟღავნებს თავის ნარცისულ ბუნებას, მაშინ როცა ფარული ნარცისი უფრო შენიღბულად მოქმედებს და მისი გამოაშკარავება ურთულესია პროფესიონალის მიერაც კი. მან ბავშვობიდან იცის როგორ უნდა მოიქცეს ისე, რომ სოციუმისთვის მისაღები და სანდომიანი შთაბეჭდილება დატოვოს.