ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისთან ყველაფერი ყალბია!

მათ ირგვლივ ყველაფერი მოჩვენებითია, ისინი ქამელეონები არიან და შეუძლიათ ის კამუფლაჟი მოირგონ, რომელიც იმ წუთში, მათ აწყობთ.

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ

9/20/20231 min read

ნარცისებს, მათი ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო არ აქვთ ემპათია, არ შეუძლიათ სიყვარული, თანაგრძნობა, ერთგულება, გაგება, ლოიალობა, პატიოსნება, ნდობა, სინანული…

მათ ირგვლივ ყველაფერი მოჩვენებითია, ისინი ქამელეონები არიან და შეუძლიათ ის კამუფლაჟი მოირგონ, რომელიც იმ წუთში, მათ აწყობთ. მათ ადარდებთ, თუ როგორ ჩანს სხვებისთვის მათი ცხოვრება, ისინი დამოკიდებულები არიან სხვის ვალიდაციაზე და ბავშვობიდან არ აქვთ საკუთარი “მე”, რომელიც სინდისის როლს ასრულებს.

ნარცისის დაპირება
ნარცისის დაპირება

სამწუხაროდ, მსხვერპლები წლების შემდეგ ხვდებიან, რომ ყველაფერი ყალბი იყო. საბოლოო ჯამში მიღებული გაკვეთილი, მიღებული გამოცდილება ეხმარება მათ, მომავალში კეთილი და ავთენტური ადამიანის იდენტიფიცირებაში.

ნარცისის ყალბი ემპათია
ნარცისის ყალბი ბოდიში
რატომ არის ნარცისი ასეთი ბრაზიანი?!
შეფარული ნარცისი
ნარცისგამოვლილი მსხვერპლის ყველაზე სამწუხარო სიმართლე


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ყალბია მათი ემპათია. წლების განმავლობაში, სხვებზე დაკვირვებით იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, როცა ვინმე უნდა ეცოდებოდეთ, ან გაიზიარონ სხვისი სიხარული.
ყალბია მათი ცრემლები, როცა ვინმეს გლოვობენ. მათ არ შესწევთ უნარი ვინმე ეცოდებოდეთ, თუნდაც ეს მათი ოჯახის წევრი იყოს.

ყალბია მათი “მიყვარხარ”, რადგან მათ არ აქვთ უნარი ვინმე ჯანმრთელი სიყვარულით უყვარდეთ.
ისინი მსხვერპლისგან ნარცისული ყურადღების და რესურსის მიღებას ეძახიან სიყვარულს.