რა გვასწავლა ნარცისთან ურთიერთობამ?
სამყაროში არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ხალხში, კეთილ ადამიანებად არიან გადაცმულები.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲒᲐᲛᲝᲕᲚᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲐ
4/18/20241 min read
არ შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში იმ ადამიანისთვის, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს შენი დაკარგვა.
ენდე წინათგრძნობას და ნუ გეშინია ადამიანების რეაქციის, გეშინოდეს საკუთარი “მე”-ს დაკარგვის ნარცისის გამო, ეს ბევრად უფრო საშიშია.


არ გადააბიჯო შენს მორალს, სინდისს და მსოფლმხედველობას, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი გახოხდი ბრძოლის ველიდან, შენ უკვე იმაზე ბევრად ძლიერი ხარ, ვიდრე ნარცისთან ურთიერთობამდე იყავი. ისწავლე გაკვეთილი და გამოიყენე ცხოვრებაში.
ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ რევანშზე იფიქრო. სამაგიეროს გადახდას უამრავი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება. საკუთარ თავზე ზრუნვა, მიზნების მიღწევა და ბედნიერი ცხოვრება, ნარცისზე შურისძიების საუკეთესო საშუალებაა.
ნარცისგამოვლილი მსხვერპლის ყველაზე სამწუხარო სიმართლე
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
როგორი ადამიანი სძულს ნარცისს?
ნარცისგამოვლილი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
შენ ვერ აიძულებ ნარცისს უყვარდე, იყოს ერთგული, პატივი გცეს და იზრუნოს შენზე. ნუ ეცდები მის გამოსწორებას, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.
ნარცისისგან ვერასდროს გაიგებ სიმართლეს, რომელიც ყველაზე ძალიან გაინტერესებს.
სამყაროში არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ხალხში, კეთილ ადამიანებად არიან გადაცმულები.
ყოველთვის მარტოობა ჯობია ტოქსიკურ ურთიერთობას.
ნარცისი და ღალატი სინონიმებია!
ნარცისი არასდროს აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მან ჩაიდინა. ის ყოველთვის მსხვერპლია და ყველაფერი შენი ბრალია.
ნარცისი ფარისეველია, მასთან ურთიერთობა კი ყალბი. ის არასდროს ყოფილა ნამდვილი და არც არასდროს იქნება.