ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორი ადამიანი სძულს ნარცისს?

ნარცისს ზოგადად ყველა ადამიანი სძულს (საკუთარი თავის თამადობით). ემპათიის არქონის გამო მას ხომ სიყვარულის უნარი არ გააჩნია?!

ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ

10/20/20231 min read

ნარცისს ზოგადად ყველა ადამიანი სძულს (საკუთარი თავის თამადობით). ემპათიის არქონის გამო მას ხომ სიყვარულის უნარი არ გააჩნია?!

  1. როცა ადამიანი ავადაა - როცა ავად ხარ, ნარცისს ვერ ემსახურები. მისი გადმოსახედიდან, შენი მთავარი დანიშნულება ხომ მისი ნარცისული ყურადღებით/რესურსით უზრუნველყოფაა, რაც ადამიანს, რომელიც ავადაა - ძნელად გამოსდის. ნარცისი ადმიანებს როგორც საგნები ისე აღიქვამს, რომელთა დანიშნულება მისი რაიმე სახის რესურსით მომარაგებაა ის ყველაფერს ტრანზაქციულად უყურებს და როდესაც შენ ვეღარ ართმევ თავს იმ დანიშნულებას, რა მიზნითაც შენთანაა (ფული, ყურადღება, სექსი, სტატუსი, საცხოვრებელი…) მისთვის უსარგებლო ხდები და მაშინვე იწყება შენი თავიდან მოშორების ოპერაცია, “თავიდან მოშორება”-ში ყველაფერი იგულისხმება, ყველაფერი…

როგორი ადამიანები სძულს ნარცისს
როგორი ადამიანები სძულს ნარცისს
  1. ვინც სიმართლეს ამბობს - კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ნარცისი ვერ იტანს და მთელი შეგნებით სძულს არის სიმართლის მთხრობელი. და თუ ასეთი ხარ, ალბათ ზუსტად ხვდები რასაც ვგულისხმობ. ზოგადად, სიმართლის მთქმელი არავის არ უყვარს და განსაკუთრებით ნარცისს, რომლიც არსებობაც მთლიანად სიცრუეზეა დამყარებული, პრაქტიკულად ტყუილი და ნარცისი სინონიმებია. ამიტომაა, რომ გულწრფელი და “მართალი” ადამიანები თითქმის არ გვხვდება ნარცისის მფრინავ მაიმუნებში და ყველა ტოქსიკური ადამიანი მათგან შორს იჭერს თავს. ასეთ ადამიანს ვერ გაავრცელებინებ ჭორებს და მის ნაცვლად, ბინძურ საქმეს არ გააკეთებს. მსხვერპლზე მანიპულირებაში და ადამიანების ბოროტად გამოყენებაში, ზუსტად სიმართლის მთქმელები ურთულებენ საქმეს ნარცისს და მათი სახალხოდ გამოაშკარავების საფრთხეც დიდია. ამიტომ, ყველა ასეთი ადამიანი მისი მტერია. ნარცისი მთელი ძალით ეცდება მის დისკრედიტირებას, ეჭქვეშ დააყენებს მის უნარებს, განათლებას და იმიჯს შეულახავს ხალხის თვალში, რომ მის სიმართლეს წონა დაეკარგოს და გარშემომყოფებმა ეჭვის თვალით დაუწყონ ყურება.


7 რამ, რისიც ეშინია ნარცისს
3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი
Abuse - ადამიანის ბოროტად გამოყენება
როდის ეშინია შენი ნარცისს?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  1. ნარცისს შურს და ვერ იტანს ბედნიერ ადამიანებს - ყველა ნარცისგამოვლილი ერთხმად თანხმდება, რომ ნარცისის ჰობია მსხვერპლის დაბადების დღის, იუბილეს, არდადეგების, დაწინაურების ან რაიმე წარმატების აღნიშვნის დასამარება. რატომ? იმიტომ, რომ იმ მომენტში ნარცისი არ არის ყურადღების ცენტრში და ეჭვიანობს. მისი ემოციური ინტელექტი ხომ პირველკლასელი ბავშვის დონეზეა გაყინული, ვერ იტანს როცა მისი დღე არ არის და დედამიწა მის ირგვლივ არ ბრუნავს.
    ნარცისი
    ტკივილს აყენებს სხვა ადამიანებს იმიტომ, რომ გულის სიღრმეში უბედურია. წესით, როცა ბედნიერი ხარ, ის ადამიანიც ბედნიერია, ვისაც უყვარხარ ხომ? ააარა, ნარცისის ტვინი ეგრე არ არის მოწყობილი.
    ზუსტად ამიტომაა შენი ბედნიერება რევანშის საუკეთესო საშუალება ნარცისზე.