ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როდის ეშინია შენი ნარცისს?

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანის ყველაზე დიდი კოშმარი - მისი გამოაშკარავებაა. მისი ცხოვრების მისიაა, არავინ გაიგოს, თუ როგორია ის სინამდვილეში.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

11/22/20231 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანის ყველაზე დიდი კოშმარი - მისი გამოაშკარავებაა. მისი ცხოვრების მისიაა, არავინ გაიგოს, თუ როგორია ის სინამდვილეში.

ნარცისი არ დაიშურებს ძალისხმევას და ყველა შესაძლო ნიღაბს მოირგებს იმისთვის, რომ გარშემომყოფებს თავი მოაჩვენოს თითქოს ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანია. ის ბავშვობაშივე დარწმუნდა, რომ ავთენტურობა მისთვის საშიშია, ხოლო სოციუმისთვის მიუღებელი.

nartsisi
nartsisi

როცა ნარცისი აღმოაჩენს, რომ უკვე იცი ვინ არის, აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავის გესმის და გჯერა, ენდობი შენს შეგრძნებებს და რეალობის გაყალბებით საკუთარ თავში ეჭვი აღარ შეგაქვს მიხვდება, რომ შოუ დამთავრებულია მისთვის. სულაც არ არის აუცილებელი, ნარცისს გაუზიარო შენი ცოდნის შესახებ და იმის მტკიცება დაიწყო, რომ მისთვის აუცილებელია ფსიქოთერაპია.

გახსოვდეს, რომ ნარცისი მაშინ არის ძლიერი, როცა ენდობი და შენი კეთილისმსურველი გგონია!!!

რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაანდო ნარცისს, თუ რას გრძნობ
abuse - ვინმეს გამოყენება (ბოროტად)
7 რამ, რისიც ეშინია ნარცისს

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

მას მერე, რაც შენ გამოარკვიე მისი რეალური სახე, შენ მის მტრად გადაიქეცი. ნარცისის მტრობა არ არის იოლი, თუმცა როდესაც ნარცისული პიროვნული აშლილობის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებ, მისი პროგნოზირება იოლი ხდება, ის უძლურია შენს წინაშე და უკვე სადავეები შენს ხელშია, უკვე მას ეშინია შენი.

შეიძლება ერთხელ უკვე გაგანადგურა, თუმცა თუ ფეხზე წამოდექი და მისი ემოციური გავლენისგან დააღწიე თავი, თავდაჯერებულად გრძნობ თავს და აღარ ექცევი მისი გავლენის ქვეშ, იმაზე ძლიერი აღმოჩნდი, ვიდრე ეგონე და შენით მანიპულირება უკვე შეუძლებელია, ეს მისთვის სამყაროს დასასრულივითაა.