კოგნიტური დისონანსი
კოგნიტური დისონანსი არის სიტუაცია, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი შინაგანი რწმენა და ჩვენი ქცევები განსხვავდება.
ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
6/5/20241 min read
კოგნიტური დისონანსი, ადამიანში კონფლიქტის მდგომარეობაა, რომელსაც განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების, გრძნობების და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაცის მიღების და გაანალიზების შემდეგ.
ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ბევრი წიგნის ავტორი პიროვნულ აშლილობებზე, Elinor Greenberg -ი ასე აღწერს:
კოგნიტური დისონანსი არის სიტუაცია, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი შინაგანი რწმენა და ჩვენი ქცევები განსხვავდება. ეს ქმნის შინაგან კონფლიქტს. ან შენ რაც გინდა ის უნდა “დაიჯერო”, ან უნდა შეცვალო ქცევა, რომელიც შენს ღირებულებებს ემთხვევა. სხვა გზა არ გაქვს, რომ დატოვო როგორც არის - უარესი გახდება.


რა კავშირი აქვს კონგნიტურ დისონანსს და ნარცისიზმს?
მსხვერპლში კოგნიტური დისონანსის გამოწვევა, ნარცისის სუპერძალაა. მასაც ასე მოექცნენ ბავშვობაში და კარგად აქვს გაკვეთილი ნასწავლი.
წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ნარცისისთან, რომელიც გიყვარს, ენდობი, გჯერა, რომ მასაც უყვარხარ. სინამდვილეში კი გატყუებს, გღალატობს, გამცირებს, გყიდის და შენს მტრებს მიჰყიდა სული…
ვიზეც გეგონა რომ უყვარდი, ის ხომ არ დაგიშავებს? ასე იწყება შინაგანი კონფლიქტი. ვინც ამბობს, რომ უყვარხარ და ვინც გიყვარს, შეგნებულად არასოდეს გატკენს და ის ფაქტი, რომ შენი ნარცისი ზუსტად ამას აკეთებს?
ეს ქმნის კოგნიტურ დისონანსს მსხვერპლში. “მე ასე არ მითქვამს”, “ნუ იგონებ”, საძინებელში კი არა, სამზარეულოში იდო…
და უკვე საკუთარ თავს უსვამ ამ კითხვებს: “მართლა წითელი იყო, არადა მწვანე მახსოვს” მართლა გადავამლაშე? არადა ზუსტად აქვს” მართლა ასე ვუთხარი? არადა ხმა არ ამომიღია”
მოკლედ, ნარცისის ამოცანა მარტივია. მას წლიდან წლამდე უნდა, რომ შენს რეალობასთან კონფლიქტში მოგიყვანოს, რომ მერე ფსიქიურად დაავადდე და ბევრად იოლი სამართავი გახდე, ვიდრე საღ აზრზე და ადეკვატური. ამგვარი ზემოქმედება მსხვერპლზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რომ მან საკუთარ რეალობაში ეჭვი შეიტანოს და გაგიჟდეს.
მსხვერპლების უმეტესობა აცხადებს, რომ უყვარდათ ნარცისი და ბევრი წელი ვერ წარმოედგინათ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები. და მეტიც, მათ გვერდით იყვნენ ამდენი წელი.
რა უნდა იცოდე ნარცისზე?
Gaslighting
2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაანდო ნარცისს, თუ რას გრძნობ
მანიპულაციური ტექნიკა, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს ნარცისი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისი ადამიანი გარემოს, საკუთარ თავზე ირგებს. ცდილობს, მის ირგვლივ რაც კი რესურსია, მის გარშემო ატრიალოს. ამისთვის არაფერზე იტყვის უარს, ადამიანობაზე, მორალზე, რელიგიაზე…
კოგნიტური დისონანსის ნიშნებია:
დისკომფორტი გადაწყვეტილების მიღების დროს
ძველ გადაწყვეტილებებზე თავის დამნაშავედ გრძნობა და სირცხვილი
საკუთარი ქცევის ხელოვნურად შესწორება ან გადაკეთება
წნეხის გამო რაღაცეების კეთება და არა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით