ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რა უნდა იცოდე ნარცისზე?

ნარცისს, საკუთარი მნიშვნელობის შესანარჩუნებლად, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნარცისული ყურადღება/რესური რომ თვითშეფასება შეინარჩუნოს და ცოცხლად იგრძნოს თავი.

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

10/29/20231 min read

ბუნებრივად თავდაჯერებული და ემპათიური ადამიანები (აი ისეთები, ვისაც არ სჭირდება გარევალიდაცია და იციან ვინ არიან), თითქოს მაგნიტივით იზიდავენ პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს. მიზეზი მარტვია…

ნარცისს, საკუთარი მნიშვნელობის შესანარჩუნებლად, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნარცისული ყურადღება/რესური რომ თვითშეფასება შეინარჩუნოს და ცოცხლად იგრძნოს თავი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ოფლით მოპოვებული რესურსი მერყევია და მუდმივი შევსება სჭირდება. ეგრე არაა, ერთხელ თუ დაიმსახურებს ყურადღებას, შექებას, ქათინაურს და მთელი ცხოვრება თავისით გრძელდება იგივე ტემპში, მსხვერპლებს მუდმივი შეშის შეკეთება სჭირდებათ, რომ ბევრი და ხარისხიანი რესურსი მისცენ ნარცისს.

ნარცისი ქალი
ნარცისი ქალი

ნარცისი, როგორც კომპიუტერულ თამაშში, ისე ირჩევს მოწინააღმდეგეს, რომელს მოერევა, რომელს - ვერა…

რატომ ვაბრუნებთ ნარცისს ჩვენს ცხოვრებაში?
3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი
რა მიზანი აქვს ნარცისს და ფსიქოფატს ურთიერთობისას?
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

შურისგან სკდება, როცა გიყურებს და ნატურალურად თავდაჯერებული ხარ, ყოველგვარი წვალების გარეშე, ბუნებრივად იცი ვინ ხარ და არ გჭრიდება გარევალიდაცია.

მან კი პირველყოფილი მონადირესავით უნდა ინადიროს ყურადღებაზე და იცის, რომ მთელი ცხოვრება ეს ძალისგამომცლელი საქმე, მუდმივად სამსახურივით უნდა აკეთოს თორე, შიგნიდან მოკვდება.

ზუსტად ასეთი ძლიერი ადამიანების სიმაღლეზე აყვანაში და ხელის კვრაშია მთელი ვიტამინები. რაც უფრო დიდ ადამიანს დაანარცხებ მიწაზე, მით უფრო ძლევამოსილი გამოდის ჯილდო და ნარცისის თვითშეფასებაც იმდენითვე მოიმატებს.