3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი
ნარცისები ოსტატურად ატარებენ ჯანმრთელი ადამიანის ნიღაბს და შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ იდეალურ პარტნიორებად
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
7/22/20241 min read
ბევრს უჭირს ნარცისული პიროვნების ამოცნობა, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე.
ეს გასაგებიცაა - ნარცისები ხშირად ძალიან მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან ურთიერთობის დასაწყისში. ისინი ოსტატურად ატარებენ ჯანმრთელი ადამიანის ნიღაბს და შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ იდეალურ პარტნიორებად.
თუმცა, არსებობს გზები, რომლებიც დაგეხმარებათ ნარცისის იდენტიფიცირებაში, სანამ ის თქვენს ცხოვრებაში ღრმად შემოვა. დღეს გაგიზიარებთ სამ მარტივ "გამოცდას", რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პოტენციური პარტნიორის ნარცისული ტენდენციების გამოსავლენად.


პრაქტიკული რჩევები ნარცისის ამოსაცნობად:
ენდეთ თქვენს ინტუიციას: თუ რაღაც "არასწორად" გეჩვენებათ, ყურადღებით იყავით და დააკვირდით განმეორებადობის სიხშირეს. დააკვირდით ქცევის პატერნებს: ერთჯერადი ინციდენტი შეიძლება შემთხვევითი იყოს, მაგრამ განმეორებადი ქცევა უკვე რაღაც არაჯანსაღის ნიშანია.
ნუ მოუძებნით გამართლებას ტოქსიკურ ქცევას, რაც ემპათიურ ადამიანებს, სხვისი მდგომარეობის გათვალისწინებისას სჩვევიათ. დაიცავით საზღვრები და ნუ დაუშვებთ თქვენი საზღვრების დარღვევას, თუნდაც მცირედით. მცირე დარღვევები დროთა განმავლობაში, სრულ კონტროლში გადაიზრდება.
ფოკუსირდით ფაქტებზე, არა ემოციებზე: ნუ აჰყვებით ემოციურ მანიპულაციებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი მათ გრძნობებზე: ნარცისები ხშირად ცდილობენ დაგადანაშაულონ თავიანთ ნეგატიურ ემოციებში.
დასკვნა:
ნარცისის ამოცნობა ხშირად რთულია, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე. თუმცა, ეს სამი მარტივი "გამოცდა" - ურთიერთობის ტემპის შენელება, კონკრეტიკის მოთხოვნა და პირადი სივრცის შენარჩუნება - შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს ნარცისული პიროვნების გამოსავლენად.
გახსოვდეთ, ჯანსაღი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობაზე, პატივისცემასა და თანასწორობაზე. თუ პარტნიორი ვერ სცემს პატივს თქვენს საზღვრებს, მუდმივად მანიპულირებს ან ცდილობს თქვენს კონტროლს, ეს სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშნებია.
ბოლოს, დაიმახსოვრეთ, რომ ნარცისიზმი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც პროფესიონალურ მკურნალობას საჭიროებს. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი სხვა ადამიანის გამოსწორებაზე. თქვენი პასუხისმგებლობაა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა და თქვენი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ნარცისის გამოვლენა ძნელია, ძალიან ძნელია!!!
ნარცისის პროგნოზირება იოლია
როდის ეშინია შენი ნარცისს?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
1. ურთიერთობის ტემპის შენელება
ნარცისები ცნობილნი არიან "სიყვარულით დაბომბვით" (love bombing) - ურთიერთობის დასაწყისში ისინი გავსებენ ყურადღებით, კომპლიმენტებითა და დაპირებებით. ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს თქვენს სწრაფად მოხიბვლას და ემოციურად, მათზე დამოკიდებულის გახდას.
როგორ გამოვცადოთ - როდესაც ნარცისი გთავაზობთ სწრაფ ვალდებულებებს (მაგალითად, ერთად ცხოვრებას ან ქორწინებას), უთხარით, რომ გსურთ ნელა სვლა. აუხსენით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის უკეთ გაცნობა, სანამ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამთ. დააკვირდით მის რეაქციას.
ჯანსაღი ადამიანი პატივს სცემს თქვენს საზღვრებს და ითვალისწინებს თქვენს ტემპს. ნარცისი კი, სავარაუდოდ, გაბრაზდება, დაგადანაშაულებთ უნდობლობაში ან ეცდება თქვენს მანიპულირებას იმისთვის, რომ დაგითანხმოთ. მან შეიძლება გითხრათ: "თუ მართლა გიყვარვარ, არ დაგჭირდება ასე დიდხანს ფიქრი" ან "ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს სიყვარულში ეჭვი გეპარება".
გახსოვდეთ, ჯანსაღ ურთიერთობებში ორივე პარტნიორი პატივს სცემს ერთმანეთის საზღვრებს და კომფორტის ზონას. ნარცისები კი ცდილობენ ამ საზღვრების დანგრევას და თქვენზე კონტროლის მოპოვებას, რაც შეიძლება სწრაფად.
2. კონკრეტიკა
ნარცისებს უყვართ გრანდიოზული დაპირებები და ოქროს კოშკების აგება. ისინი ხშირად საუბრობენ დიდ წარმატებებზე, მაგრამ იშვიათად აქვთ კონკრეტული გეგმები ან მტკიცებულებები.
როგორ გამოვცადოთ - როდესაც ნარცისი გესაუბრებათ თავის გრანდიოზულ იდეებზე, სთხოვეთ კონკრეტული დეტალები. დაუსვით კითხვები: "როგორ აპირებთ ამის მიღწევას?", "რა ნაბიჯებს გადადგამთ?", "რა ვადებში?" თუ ფინანსურ დახმარებას გთხოვთ, მოითხოვეთ ბიზნეს-გეგმა ან რაიმე დოკუმენტი.
ჯანსაღი ადამიანი შეეცდება პასუხი გაგცეთ და გაგიზიაროთ რეალისტური გეგმა, ხედვა რომელიც აქვს. ნარცისი კი, სავარაუდოდ, თავს აარიდებს კონკრეტიკას, შეეცდება თემის შეცვლას ან დაგადანაშაულებთ უნდობლობაში.


3. პირადი სივრცის შენარჩუნება
ნარცისები ცდილობენ პარტნიორის ცხოვრების სრულ კონტროლს. მათ სურთ, რომ თქვენი სამყარო მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებდეს. ეს შეიძლება თავდაპირველად გამოიხატოს გადაჭარბებულ ყურადღებაში და სურვილში, რომ ყველა თავისუფალი წუთი თქვენთან გაატარონ. ისინი ეცდებიან, ჯაშუშივით ყველა პირადი და მგრძნობიარე ინფორმაცია გამოგტყუონ და შეაგროვონ როგორც თქვენზე, ისე თქვენი ოჯახის წევრებზე და უახლოეს ადამიანებზე.
როგორ გამოვცადოთ - განაცხადეთ, რომ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი ჰობი, მეგობრები და დამოუკიდებლობა ურთიერთობაში ყოფნის დროსაც. დაჟინებით მოითხოვეთ დრო პირადი ინტერესებისთვის და სოციალური კონტაქტებისთვის. დააკვირდით, როგორ რეაგირებს თქვენს დამოუკიდებლობაზე.
ჯანსაღი პარტნიორი მხარს დაუჭერს თქვენს პირად ინტერესებს და დამოუკიდებლობას. ნარცისი კი შეეცდება გადაგათქმევინოთ, დაგადანაშაულოთ ეგოიზმში ან მოახდინოს თქვენით მანიპულირება.