ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!

ნარცისს იმდენად ეშინია გამოაშკარავების, რომ ძალიან კარგად ინიღბება

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

4/21/20241 min read

წარმოიდგინეთ, ცხოვრობდეთ ადამიანთან, რომელსაც, საკუთარი “მე”-ს (მაგ: საკუთარი მსოფლმხედველობა, მორალი, შეფასების სისტემები, სიყვარული, ზიზღი, ბრაზი) გარესამყაროსთვის ნახვება სცხვენია, და გამოსავლად აქვს მოძებნილი შემდეგი გამოსავალი - იყოს ისეთი, როგორიც იმ წუთში, იქაურობას სჭირდება.

ნიღბები, უამრავი ნაიღაბი ყველა ბაბლისთვის, სახლისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის, პარტნიორებისთვის, პაციენტებისთვის და ა.შ. რაღაც კუთხით, ჯანმრთელი ადამიანიც ეგრეა, თუმცა ეს იმდენად გადაჭარბებულია, რომ ხშირ შემთხვევაში იჯერებს, რომ ეგრეა.

გამოდის, მის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და როცა რეალობაში ბრუნდება, იწყებს ფიქრს, თუ მაართლა ვინ არის და რამხელა ბოროტებაა მასში. იმდენად სძულს/უყვარს საკუთარი თავი, რომ რეალობაში იშვიათად არის, სადაც სირცხვილი და ბრაზია. ძირითად დროს ილუზიაში ატარებს, მისივე გამოგონილი პერსონაჟებით, როლების უმრავლესობას ან თვითონ თამაშობს, ან თოჯინების თეატრივით, სულ თვითონ უნდა გარშემომყოფების მართვა.

ნარცისული ადამიანი
ნარცისული ადამიანი

ნარცისი მიუღებელია ირგვლივ ხალხისთვის და უამრავი შენიშვნა/შეურაძმყოფა და დაცინვა აქვს გადატანილი. როცა მიხვდა, რომ უნდა გამოიგონოს ადამიანების ნიღბები იმისთვის, რომ გარე სამყაროში გადარჩეს, რომელსაც ექნება ისეთივე მორალი, როგორიც სხვებს აქვთ და მეტიც, შემდეგ მათზე ძალაუფლებაც აიღოს. (დიახ, მათი ოცნებები და ფარული სურვილების უმრავლესობა, ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ფანტაზიებს უკავშირდება).

ხშირ შემთხვევაში, ამ სახის ურთიერთბები წლებს და ათწლეულებსაც კი ითვლის.

ნარცისთან ყველაფერი ყალბია!
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ამის გამოვლენა იმდენად ტაბუდადებული აქვს და ისე ეშინია, რომ არ გაიგოს სამყარომ, მართლა როგორია, ამიტომ, ძალიან კარგად ინიღბება.

ბავშვობიდან ინიღბება რადგან, ბავშვობაშივე მიხვდა, რომ თურმე ყველასთვის მიუღებელია ის, თუ როგორია ნამდვილი ნარცისი. მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს ემპათია (ვერავინ ვერ შეეცოდება და ვერ შეუყვარდება), მიდრეკილია ტოტალურ კონტროლზე და მისი ჰობიააა - სხვების დაძირვა.

საერთო ჯამში, ბავშვი ბოლოს საკუთარი თავის შეგრძნებას კარგავს, თითქოს სიცარიელე აქვთ შიგნით, შემდეგ ინიღბება და არის ვითომ ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი. როცა ბავშვობიდან შენიღბვაში ვარჯიშობ, ზრდასრულ ასაკში, ნამდვილი პროფი ხარ შენიღბვის.