ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისული ღვარძლი - narcissistic rage

კლინიკურად, რაც უფრო ცუდად მართავს ბრაზს, მით მეტი ნარცისია ადამიანი

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

3/10/20241 min read

ნარცისული გაბრაზება (narcissistic rage, “ღვარძლი” უფრო უხდება ჩემი აზრით) არის ტერმინი, რომელიც პირველად ჰაინც კოჰუტმა 1972 წელს გამოიგონა. ის აკვირდებოდა ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების ტენდენციას გაბრაზდნენ, რაც შეიძლება იოლად, ხანდახან კი უმიზეზოდაც კი.

კლინიკურად, რაც უფრო ცუდად მართავს ბრაზს, მით მეტი ნარცისია ადამიანი. ანუ, პირდაპირია კორელაცია, ნარცისიზმის აშლილობის ლეველსა და ბრაზის მართვის უნარს შორის.

მათი სიბრაზე ნიშნავს, რომ ძალიან სტკივათ - სტკივათ ბავშვობისდროინდელი შეუხორცებელი იარა, როცა მათ სჭირდებოდათ ზრუნვა, თუმცა არავინ იზრუნა მათზე. არავინ არ ასწავლა სიბრაზის მართვა, სიბრაზისგან გაკვეთილის სწავლა.ხო?

გაბრაზებული ნარცისი
გაბრაზებული ნარცისი

რატომ არის ნარცისი ასეთი ბრაზიანი?!
როგორ დავეხმაროთ ნარცისს?
7 რამ, რისიც ეშინია ნარცისს

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისი რომ გულწრფელი იყოს, ნარცისული ღვარძლის დროს გეტყოდა, რომ ეხლა შენ მას განსჯი, განიკითხავ. მათ იმდენად ეშინიათ სირცხვილის, რომ განსჯის მომენტი მათი პირადი შეურაძმყოფა და ომის გამოცხადება ჰგონიათ.

გაბრაზება მარტო ყვირილი არ არის. ნარცისული ღვარძლის დროს, უამრავი ბოროტების ჩადენაზე მოაწერს ხელს ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს და არ დაფიქრდება იმაზე, რა შეიძლება ამ ქმედებას მოჰყვეს.