ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის ბავშვობა

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანები, უბრალოდ ბავშვები არ ყოფილან. მათ უმრავლესობას უმძიმესი ძალადობა აქვს გადატანილი.

ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

3/30/20241 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანები, უბრალოდ ბავშვები არ ყოფილან. მათ უმრავლესობას უმძიმესი ძალადობა აქვს გადატანილი. ბავშვობა კი, ზრდასრულის მომავალთან პირდაპირკავშირშია. ბავშვების ემოციური ინტელექტი ხომ ბავშვობის პერიოდში ყალიბდება?! ბავშვი ზუსტად ისე იქცევა, როგორც მოექცნენ.

მათი მშობლების უმრავლესობა ნარცისია. საერთოდ, საბჭოთა კავშირის დროს, წახალისებული იყო ბოროტება, მათი დრო იყო. მაგ მონობის დროს, ყველა ნარცისი თანამდებობაზე იყო. ნაცისს რომ თანამდებობა აქვს, ძალიან გავლენიანი და დაუნდობელია. საკუთარი კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისა და ძალაუფლებისთვის - ყველაფერს იკადრებს. ზუსტად ასეთი ადამიანები სჭირდებოდათ პარტიაში პოლიციელებად და სამხედროებად. იმიტომ იყო გაშვილება პრობლემა, რომ ბავშვთა სახლში ბავშვები სჭირდებოდათ, რომ ცივსისხლიანი კადრები გამოეზარდათ ძალოვნებისთვის. პარტია უკვე უნივერსიტეტივით იყო, როგორც სასწავლებელი. ვინც უფრო დიდ პროჭობას გაუკეთებდა სხვას, მით წინ მიდიოდა იერარქიაში.

ნარცისის ბავშვობა
ნარცისის ბავშვობა

არ ასწავლეს ნეგატიური ემოციების მართვა. ნარცისს არ აქვს ემპათიის უნარი. მას არ შეუძლია უყვარდეს, თანაუგრძნოს, შეეცოდოს. მისი ემოციური ინტელექტი, 5–6 წლის ბავშვის საპირწონეა. ემპათიაა ზუსტად, რომელიც პასუხისმგებელია მორალზე. ჰოდა ადამიანს, რომელსაც ემპათია არ აქვს, ვერ ექნება მორალი და საერთოდ, შინაგანი “მე” მან ბავშვობაში დაკარგა.

უამრავი მანიპულაცია და ფსიქოლოგიური ხრიკებია მის არსენალში. შვილზე უარის თქმით, მიტოვებით, ღალატით, ინცესტით, მასზე ღრმა კვალს ტოვებს ნარცისი. მის ფსიქიკას ისე შეარყევს, რომ ბავშვი ემოციურად ვეღარ განვითარდება.

მსხვერპლისთვის ეს იმდენად ინტიმური და მტკივნეული საკითხია, რომ ურჩევნია არავინ არასდროს არ გაიგოს ამაზე. ღრმა იარები სტკივა, რომელიც არ ხორცდება, რომელიც არ შუშდება. არცერთ ბავშვს (და შემდეგ ზრდასრულობაში ნარცისს) არ უნდა ამ თემაზე ლაპარაკი, ძველი ტრავმების გახსენება მათთვის სიკვდილის ტოლფასია.

ცოტა გიჟური დასაჯერებელია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადამიანებს - გამომადგება/არ გამომადგება პრინციპით ჰყოფენ, შვილები მისი საკუთრება ჰგონიათ და უაღრესად ბოროტები არიან. თან ამას რომ ბავშვი გეუბნება მშობელზე?! ადამიანს, რომელსაც პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან შეხება არ ჰქონია და არ გამოუცდია, ეგონება, რომ ბავშვურ ფატაზიას უყვებიან, თანაც, საკუთარ მშობელზე, რომელიც ბრწყინავს საზოგადოებაში.

პიროვნული აშლილობა მქონე ადამიანს, ისე უჭირავს თავი, რომ ვერავინ ვერ მიხვდეს, რომ ნარცისია. თუ ყველა გაიგებს, რა სასტიკი და დაუნდობელია, მასზე ისევ უარს იტყვიან, ბავშვობისდროინდელი მოგონებები ამოტივტივდება და ამან შეიძლება ნარცისული კოლაფსიც კი გამოიწვიოს.

გამოდის, რომ მისთვის, არც კომფორტულია ამაზე ლაპარაკი და არც დაუჯერებენ, ჰოდა ურჩევნია საერთოდ არავინ იცოდეს ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, შიგნიდან მაინც ჭამს საკუთარ თავს ნარცისი, ეს არის ზუსტად მისი ამაგისმიმცემის დათესილი მიზანი.

ნარცისი რომ არ გამოაშკარავდეს, ბავშვობიდან ნიღბებს ატარებს, თამაშობს მის გამოგონილ როლებს სპექტაკლებში, რომელსაც ასევე თვითონ იგონებს. ფანტაზიაში ცხოვრობს სადაც თვითონ მთავარ როლშია. იქცევა ისე, როგორც კონრეტულ მომენტში არის საჭირო და არა ისე, როგორც მას უნდა. ვერც ენდომება ბუნებრივია, მან შინაგანი პიროვნება (სინამდვილეში როგორია) ბავშვობაში დაკარგა.

არ იცის როგორია, ვინაიდან მუდმივად ისე უწევდა მოქცევა, როგორც მისი ამაგისმიმცემი აიძულებდა (ძალადობით, მანიპულაციებით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ნატკენზე ფეხს დაადგამდნენ და მასზე ისევ უარს იტყოდნენ. მისი მიტოვება, ბავშვობისდროინდელ ტრავმებთან ასოცირდება და უდიდეს ტკივილს იწვევს. მისთვის ეს ღამის კოშმარია და ამის გადატანას, ყველაფერ ადამიანურზე უარის თქმადაც კი უღირს. უარყოფა მისი, როგორც ადამიანის, ბავშვობიდან ასოცირდება მისთვის სიკვდილთან, მარტო დარჩენასთან და ამისგან ძალიან იტანჯება. ამიტომაა რომ ყველა ბედნიერი ადმიანი სძულს და წინასწარ იღებს “რევანშს” მათზე.

საზოგადოებაში ის შარმიანი და კეთილია. ხშირშემთხვევაში ისინი, რელიგიური ტანსაცმლის ქვეშაც იმალებიან. იჩენს ყალბ ემპათიას და ყურადღების ცენტრშია. მას ყველა დადებითად დაახასიათებს, ის ზრუნავს მის იმიჯზე რადგან, მისი იმიჯის წყალობით უნდა გამოიმუშაოს ემოციური საკვები გარშემომყოფებისგან. მას ბავშვობიდან შეუძლია ადამიანებით მანიპულირება მის სასარგებლოდ, ეს მისი სუპერძალაა. ის განსაკუთრებულია და შენთვის პატივი უნდა იყოს მასთან ურთიერთობა.

ნარცისი მუდმივად ნარცისული ყურადღების/რესურსის ძიებაშია, იძულებით სამსახურშია, უწევს ინადიროს გარესამყაროს ვალიდაციაზე, ოღონდ მუდმივად, შეუჩერებლად, თორე შიგნიდან ისევ ჩაქრება. ძველად რომ ნადირობდნენ (ოღონდ რომ არ ისვენებდე). ამაგისმიმცემმა დაასაჩუქრა ამ პატივით რა, გაანარცისა ისინი ბავშვობაში. მას გარედან სჭირდება დასტური იმისა, რომ არსებობს, რომ ცოცხლად იგრძნოს თავი, დამოუკიდებლად არ შეუძლია. ის სხვისი ემოციებით (დადებითი უარყოფითი სულ ერთია) უნდა გამოიკვებოს, რომგორც ვამპირი. ამიტომ არის, რომ ნარცისი მუდმივად იცვლის ინტერესის წრეებს, რომ ყველა მხრიდან ყუდარღება მიიღოს და იგრძნოს, რომ ცოცხალია, რომ არსებობს. მას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ემსახურებოდე და ნარცისული ყურადღება/რესურსი შეუფერხებლად მიაწოდო.

ნარცისი ცხოვრობს ფანტაზიაში
რა არის ემპათია?
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისი ადამიანი გარემოს, საკუთარ თავზე ირგებს. ცდილობს, მის ირგვლივ რაც კი რესურსია, მის გარშემო ატრიალოს. ამისთვის არაფერზე იტყვის უარს, ადამიანობაზე, მორალზე, რელიგიაზე…

არც შვილებია გამონაკლისი. მათთვის ყველა ადამიანი რესურსის წყაროა, რომელიც მას უნდა ემმსახურებოდეს, ოჯახის წევრი იქნება თუ გადამთიელი, მისთვის სულ ერთია. ბავშვებზეც იძალადეს და უმრავლესობა გადააქციეს ნარცისებად, რომლებსაც ეხლა შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. ეპიდემიასავით იყო კომუნიზმის დროს მოდებული. ბავშვი, რომელიც დაუპროგარმირებელი და დაუცვველია, დიდად ვერ დაიცავს თავს გამოცდილი ნარცისისგან. მხოლოდ ძლიერი პიროვნების მქონე ბავშვები უძლებენ ზეწოლას, ისიც ნაწილობრივ.