ნარცისული ყურადღება (იგივე რესურსი)
ნარცისული ყურადღება ნარცისული პიროვნების სიცოცხლის აუცილებელი რესურსია, რომელიც ემოციურ ყურადღებას, ფუნქციურ დახმარებასა და სექსუალურ კონტაქტს მოიცავს და ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად კვებავს და ატენიანებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
8/27/20231 min read
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, სასიცოცხლოდ სჭირდება ნარცისული ყურადღება, რომ ცოცხლად იგრძნოს თავი.
ეს ნარცისული რესურსი (იგივე ყურადღება) 3 კომპონენტისგან შედგება:


შეფარული ნარცისი
ნარცისის 6 მთავარი თვისება, რომელიც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
სერიიდან - განსხვავება ნარცისსა და ფსიქოფატს შორის?!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ემოციური ყურადღება - ეს ყველაზე მთავარი რესურსია. ეს არის ყველა ის ემოცია, რომელსაც შენ აძლევ ნარცისს, კარგს თუ ცუდს, მის გამოწვეულს თუ საკუთარს, მოკლედ სულ ერთია, რითაც კვებავ მათ ყველაფერი რესურსია.
ფუნქციონალი - ფუნქციები და რესურსები, რომელსაც შენ აძლევ ნარცისს. ეს შეიძლება იყოს სარეცხი (ურეცხავ), მძღოლი, სოციალური სტატუსი, შვილების გაჩენა, მოკლედ რომ ვთქვათ - როგორც შეგიძლია, რომ ემსახურები.
სექსი - სექსი, ამ რესურსებს შორის მესამეა, თუმცა არც უმნიშვნელო. სექსისგან ერთჯერადი მიღებული ემოციით, უამრავი ემოციური ყურადღების (პირველი რესურსი) მიღება შეუძლია. მანიპულირებით, მას ნებისმიერი ემოციის გამოწვევა შეუძლია შენში, რითაც ისევ თვითონ იკვებება