ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე

ნარცისი არ იცვლება, ის შიგნიდან ცარიელია, მტერი იყო, არის და დარჩება...

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

4/10/20241 min read

  1. ნარცისული პიროვნების მქონე ადამიანს, დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. მისი მთავარი ამოცანა - საკუთარ სურვილებზე მოგირგონ, როგორც ფეხსაცმელი. თუ ფეხსაცმელი უჭერს, საჭიროა მისი გაგანიერება, თუნდაც ძალადობა გახდეს საჭირო. ძირს რომ დაგანარცხოს, ამისათვის უამრავი სიბინძურე უნდა ჩაიდინოს (აბა, სიკეთის კეთებით არ უბედურდებიან), თანაც დიდი სიამოვნებით. მას არ ანაღვლებს არც შენი ადამიანური თვისებები და არც ის, ამას იმსახურებ, თუ არა. მსხვერპლი აბა რის მსხვერპლია, თუ მასზე მანიპულირებით ზეგავლენა არ მოახდინე.

    ნარცისს, ბედნიერი და კაშკაშა ვარსკვლავების, სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გადმოგდება უყვარს, მანდ არის ვიტამინები.
    დაზიანებიული ფსიქიკის (პიროვნული აშლილობა) გამო (ნარცისის ბავშვობა), სიამოვნებას მაგ ფორმით იღებს და ემოციურად იკვებება, როგორც ვამპირი. მისი მიზანია - იმდენად უსუსური და უმწეო გახდე, რომ სიცოცხლის ბოლომდე მის ვალიდაციაზე იყო დამოკიდებული.
    ისეთი ბოროტების ჩადენა შეუძლია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის სრულიად გაუგებარია.
    შენი მტერი, მისი მთავარი მოკავშირე გახდება პირველი დღიდანვე.

ნარცისი ქალი
ნარცისი ქალი

ბავშვობაში მან საუკეთესო გამოსავალი მოიფიქრა. ეს არის ცხოვრება ფანტაზიაში. ეს მის ფსიქიკას გადახურებისგან იცავდა. ბავშვობიდან საკუთარ დადგმულ სპექტაკლს თამაშობს და უნდა სხვა მსახიობებიც ატრიალოს მის ირგვლივ. უნდა იყოს რეჟისორიც, სცენარისტიც და საერთოდაც ნარცისს, მსხვერპლის კონტროლის მოთხოვნილება აქვს, ეშინია, რომ არ მიატოვონ. მხოლოდ ფანტაზიაში არ გრძნობს სირცხვილს და არ ეშინია მიტოვების. ამიტომ არის მიდრეკილი ან ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკზე, არსებული რეალობიდან მოწყვეტის უმოკლესი გზებია.

როცა რეალობასთან სახით შეჯახება უწევს, ფანტაზიასთან სხვაობა იმდენად მკვეთრია, რომ ამის ატანა მასში საშინელ ტრავმებს ააქტიურებს. მან რომ თავი კარგად იგრძნოს, სხვებს უნდა აგრძნობინოს ცუდად თავი. ეგრეა მოწყობილი, სხვანაირად არი იცის. მისი თვითშეფასება, მხოლოდ ვინმეს თვითშეფასების დაცემით მატულობს. მასაც უნდა თავი კარგად იგრძნოს მაგრამ ამისათვის უამრავი ბოროტების ჩადენა უწევს.

ძალიან ძნელია ამის დაჯერება და მერე “მიღება” თუმცა, ეს შენი გასაკეთებელია და სიმართლეს ვერ დაემალები. რადგან ძალიან არ გინდა, რომ ასე იყოს, სულაც არ ნიშნავს, რომ ასე არაა. ზუსტად ასეა. გაკვეთილმა, რომელიც შენ მიიღე გაგზარდა და ახლა, გამოცდილების გამოყენების დროა.

მოსწონს ნარცისს გიყუროს, როგორ იტანჯები?
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს
6 ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ
რა უნდა იცოდე ნარცისზე

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  1. ნარცისი არ იცვლება. ის არც ავად არის, მას წამლებით ვერ განკურავ და ფსიქოთერაპიას აზრი არ აქვს. არც ოპერაცია უშველის და არც რელიგია.
    ის გრანდიოზულია და ბედნიერია, რომ არ აქვს ემპათია. ვინმე რომ ეცოდებოდეს ან, ვინმე უყვარდეს, როგორღა იქნებოდა ასეთი ცივსისხლიანი?
    მან ბავშვობაშივე მისცა საკუთარ თავს პირობა, რომ აღარასდროს გახდებოდა მსხვერპლი და დაუცველობა საშიშია.

ნარცისი რომ შეიცვალოს, მან ხელახლა უნდა გაიაროს ბავშვობა, ხელახლა უნდა გაჩნდეს და მშობელმა იზრუნონ მათზე, რაც გამორიცხულია.
მათ მე3 (4)-ე კლასელი ბავშვივით, არ შეუძლიათ ემოციების მართვა (მათშორის ნარცისული ღვარძლის) და მისი ემოციური ინტელექტი, ბავშვისას ჰგავს, რომელსაც ბონუსად ემატება დამახინჯებული ფსიქიკა.

ნარცისი მდედრი
ნარცისი მდედრი
  1. ნარცისი შიგნიდან ცარიელია. მან საკუთარი “მე” ბავშვობაში დაკარგა და საკუთარი თავის “გაზომვა”, დამოუკიდებლად არ შეუძლია.
    მას გარესამყაროსგან სჭირდება ვალიდაცია (ნარცისული ყურადღება/რესურსი), რომ ცოცხლად იგრძნოს თავი.

    ტკივილი, რომელსაც ის გრძნობს, დაუჯერებლად დიდია.
    ის შიგნიდან უბედურია და ვერ იტანს ბედნიერ ადამიანებს, რომლებსაც ვერ გამოიყენებ.
    ის საკუთარი ფიქრებისგან იწვის და ყურადღების გადატანა სჭირდება, რომ გაექცეს სირცხვილს.