ნარცისის კოდექსი
ჯობია იყო სადისტი, ვიდრე მსხვერპლი...
ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ
1/28/20241 min read
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს, მიუხედავად სხვა ბევრი უბედურებისა, ასეთი კოდექსიც აქვთ. სულ ერთი წინადადებაა. “ჯობია იყო სადისტი, ვიდრე მსხვერპლი”
ნარცისისთვის, ხალხი (რესურსი) ან მტერია, ან მოყვარე. როგორც წესი, ეს “მოყვარე”-ები მტრებად იქცევიან ხოლმე დროთა განმავლობაში, ნარცისის დამსახურებით რათქმაუნდა. შუა არ არსებობს - ან შავია, ან თეთრი. თუ ნარცისისკენ ხარ, დანებდი და გააკეთე რასაც გიბრძანებს, თუარადა მტერი ხარ.
თუ მოყვარე ხარ, ე.ი. რაღაც დოზით გენდობა და შენ მისი მთავარი ემოციური რესურსი ხარ. ხომ ვთქვით, რომ ნარცისს არსებობისთვის ემოციური რესურსი ესაჭიროება. ღია შეტევაზე რატომ გადმოვიდეს? შეფარულად, ღიად არაფერს გიშავებს, თუმცა შენზე მანიპულირებით, შენივე უბედურების ემოციებით იკვებება.


ვინაიდან მას ემოციების დამოუკიდებლად გენერირების შესაძლებლობა არ აქვს, სხვების ემოციებისგან იღებს სასიცოცხლოდ საჭირო რესურსს, ნარცისულ ყურადღებას. მისთვის დადებითიც და უარყოფითიც, ორივე ემოციაა და რესურსს წარმოადგენს.
თუ მტერია, ნარცისი ძალიან საშიშია. ემპათიის უნარის არქონის გამო, მას არ აქვს უნარი, ვინმე ან რამე ეცოდებოდეს. ის იქნება უსასტიკესი და დაუნდობელი. ნარცისის ჰობი ხომ, კაშკაშა ვარსკვლავების სიმაღლიდან გადმოგდების ყურებაა?!
შენი, ფობიები, სუსტი წერტილები, მოგონებები, სისუსტეები, ეს ყველაფერი მას წინასწარ აქვს მომზადებული, რომ შეძლოს შენზე მანიპულირება. ხშირად შეფარული ტექნიკები, რომელიც შიგნიდან ანგრევს ციხესიმაგრეს, როგორც ტიპიური მოღალატე.
ვინაიდან ენდობი, მას შეუძლია, შენს საკუთარ რეალობაზე კითხვებიც კი დაგასმევინოს ისე, რომ წარბი არ შეეხრება. მისი მიზანი, მსხვერპლის ფსიქიკურად მოსპობა და შემდეგ საბოლოოდ განადგურებაა. შენს გასვენებაში, მას ყვეელაზე მძაფრი და უსასრულოდ ბევრი ნარცისული რესურსი (ყურადღება) ელის.
რომ გადაგიმტერებს, მისი პროგნოზებიც გამართლდება. საკუთარ თავს შეაქებს იმის გამო, რომ წინასწარ გამოიცნო თქვენს შორის ომი. აი, ასე ატყუებს საკუთარ თავს, რომ გაექცეს სირცხვილს და პასუხისმგებლობას.
ბუნებრივია, ძალიან ხშირ შემთხვევაში ცდება და ტყუილად გთვლის მტრად, დაუნდობლად გექცევა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ შენ მტრად ადრე თუ გვიან მაინც გადაიქცეოდი, წინასწარ შეგიტევს, წინასწარ მომზადებულ სუსტ წერტილებში, თან ფარულად. ისე, რომ შეიძლება გვიან იგრძნო, ძალიან გვიან…
ჯობია იყო სასტიკი, ვიდრე მსხვეპრლი!
როგორები არიან ნარცისები ? (ვრცლად)
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
ნარცისის გამოვლენა ძნელია, ძალიან ძნელია!
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ნარცისი და ღალატი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ვინ შეიძლება იყოს მტერი? ვინც ნარცისს უღალატებს ბუნებრივია. ვინც უარს ეტყვის მომსახურებაზე. არ აღიარებს მას როგორც განსაკუთრებულს და ძლევამოსილს (მათი ფანტაზიების და ოცნებების უმრავლესობა, გავლენას, ძალაუფლებას და სიმდიდრეს უკავშირდება).
მტერი შეიძლება ყველა იყოს (საბოლოოდ ეგრეც გამოდის ხოლმე).
ნარცისს ემპათიის უნარი არ აქვს და ამიტომ, არ აქვს ადამიანებზე მიჯაჭვულობა. მტერი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან მეუღლე ან საერთოდ უცხო ადამიანი.
თუ ვინმეს არ ენდობა და ჰგონია, რომ ადრე თუ გვიან უღალატებს, წინასწარ მტრად აცხადებს და თავს ესხმის იმის გამო, რომ მერე არ გახდეს მსხვეპრლი, რადგან ჰგონია, რომ ომი გარდაუვალია და ჯობია წინასწარ შეტევით, თავი დაიცვას.