რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ მას მიატოვებ, ის სასიცოცხლოდ გადაგეკიდება და მისი მიზანი იქნება, რომ გაგანადგუროს.
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
10/16/20231 min read
ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებს, არ აქვთ ემპათია. ემპათია არის უნარი, შეიგრძნო სხვისი ემოციები, უთანაგრძნო ან მისნაირად გაგიხარდეს. ბავშვი რომ ტირის და მეორე ბავშვი, მის საყვარელ სათამაშოს რომ გამოუტანს, ზოგი თვითონაც ტირილს იწყებს, აი ეგ არის, უთანაგრძნობენ ემპათიური ბავშვები ერთმანეთს. ნარცისს არ შეუძლია ეცოდებოდეს, უყვარდეს, უთნაგრძნოს, ის როგორც უფრო მიღებულია იმ სოციუმში, მსახიობივით თამაშობს ყველა ემოციას, რადგან შიგნიდან სიცარიელეა.
ეს იცის და შურს ყველა იმ ადამიანის, ვინც კეთილია, ვისაც ჯანმრთელი ბავშვობა ჰქონდა, ამაგს გრძნობდნენ, ღირებულებები აქვთ და ზოგადად, შიგნიდან ცარიელები არ არიან.
ამიტომ არის, რომ ყველა ეზიზღება და ყველაზე შურისძიებისთვის მზად არის. წინასწარ უტევს, პრევენციულად. აი, სიბნელეში რომ ვიღაც მოდის, პირდაპირ ესვრის, იმის მაგივრად ჰკითხოს - “რომელი ხარ?”
თუ მტერი მოკლა ხომ მაგარია და თუ მოყვარე მოუკვდა, არაუშავს, მის უსაფრთხოებას ხომ ყველაზე და ყველაფერზე დიდი მნიშვნელობა აქვს?! ურჩევნია იყოს სადისტი, ვიდრე გახდეს მსხვერპლი. ის გენერალია და ადამიანებს, როგორც მის ჯარისკაცებს, ისე უყურებს. თუ ვინმეს შეწირვა არის საჭირო დიადი საქმისთვის - ოკ, ეგრე იყოს, საქმეს ასე სჭირდება.


ადამიანს, რომელსაც ბოროტების კეთება სიამოვნებს და ემპათია არ აქვს, ძაალიან საშიშია!!!
კი, სხვისი ტკივილი ნარცისს სიამოვნებას ანიჭებს. იქ უამრავი ემოციაა, რომლითაც გამოიკვებება. ის ასე გრძნობს თავს მნიშვნელოვნად და რამხელა ბოროტებასაც გაგიკეთებს (თუნდაც ის ვერასდროს ვერ გაიგო), იმდენად დიდ რესურსს მიიღებს და გამოკვებავს მის ეგოს. მას ნარცისული ყურადღება/რესურსი აქვს მისაღები და რაც უფრო დიდია მასში ემოცია, მით მეტად დაიტენება (როგორც ტელეფონის ელემენტი) ნარცისი, უარესი ბოროტებების ჩასადენად.
როგორ გტოვებს ნარცისი მარტო
როგორ გაყვარებს თავს ნარცისი
როგორია ნარცისის მსხვერპლი?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ მას მიატოვებ, ის სასიცოცხლოდ გადაგეკიდება და მისი მიზანი იქნება, რომ გაგანადგუროს. ადრეც ასე იყო, თუმცა მას მერე, რაც ეცდები რომ განთავისუფლდე მისგან, ის რაც რამე შეუძლია, ყველაფერს იზამს. ეცდება გაგანადგუროს მანიპულაციებით, მოტყუებით, ღალატით, შენს მტრებთან დამეგობრებით, ფინანსურად, მორალურად, ფსიქიკურად, ხშირად ფიზიკურ განადგურებასაც ცდილობენ (ვინც გაბედულია, თორე სურვილი ყველას აქვს). მათი ჰობი, კაშკაშა ვარსკვლავების სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გადმოგდებაა. მიწაზე დანარცხება მათი საყვარელი სცენაა, ყოველთვის პირადად ესწრებიან, მაგ რესურსის გამაზვა ვის გაუგია?