ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ გაყვარებს თავს ნარცისი

ფროფეროსი სემ ვაკნინი ამბობს, რომ ნარცისი აკეთებს საკუთარი თავის პროექციას მსხვერპლზე, ხოლო მსხვერპლის ღირებულებებს აკოპირებს, თავისთან ინახავს, რომ შემდეგ ის, გახდეს "შენ".

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

4/1/20241 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის ადამიანებს, ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, შინაგანი “მე” დაკარგული აქვთ, ვინაიდან მათ ბავშვობიდან, სულ ისე მოქცევა უწევდათ, როგორც მათ ამაგისმიმცემს მოსწონდა (ძირითადად დედას).

ამასობაში, საკუთარი თავის შეგრძნება დაავიწყდათ როგორია. ეს წლები გრძელდებოდა, დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე. ამიტომ, ისინი გარესამყაროს ვალიდაციაზე არიან დამოკიდებული რომ გაიგონ, როგორები არიან. მათი თვითშეფასება, მათ გარშემომყოფებზეა დამოკიდებული და თუ არ იღებენ ნარცისულ ყურადღებას/რესურსს ვინმესგან (მაგ: მისი პარტნიორისგან) ისე ვერ გრძნობენ, რომ საერთოდ არსებობენ.

ამიტომ, ნარცისები, ბავშვობიდან ნარცისული ყურადღების/რესურსის მოპოვებაზე არიან ორიენტირებულები, ზუსტად ისე როგორც მონადირეები, მხოლოდ მუდმივად უნდა ნადირობნენ. მათ აუცილებლად სჭირდებათ მინიმუმ ერთი რესურსის წყარო (ადამიანი) რომელიც მათ ემოციებით გამოკვებავს, თორე შიგნიდან მოკვდებიან. ნარცისები ყველაფერს მშვენივრად აცნობიერებენ და იციან, რომ მთელი ცხოვრება ნარცისული ყირადღების/რესურსის მოპოვებაში უნდა დახარჯონ, როგორც მისჯილ სამსახურში და ამიტომაა, რომ გაბოროტებულებს, ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი (მათ შორის საკუთარი თავებიც).

ნარცისი ქმარი
ნარცისი ქმარი

როგორ გაყვარებს თავს ნარცისი? - როგორ და შენს საკუთარ თავს შეგაყვარებს!

ვინც წარბები არწივივით გააკეთეთ გეტყვით, ფსიქიატრები გვარწმუნებენ, რომ რაც უფრო მეტი საერთო აქვთ ადამიანებს, მით მეტი სიმპათიით არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილები. მეტიც, საკუთარი თავი ყველას უყვარს, ყველა ადამიანს (ერთეული გამონაკლისების გარდა).

წარმოიდგინე, ზუსტად შენნაირი ადამიანი რომ იპოვო როგორც მსოფლმხედველობით, ისე მორალით, ისე ღირებულებებით, ისე იუმორით და სტატუსით... თან, თუ საწინააღმდეგო სქესისაა და სექსუალურადაც მიმზიდველია, ამაზე მაგარი რა არის ხომ? ფლირტის უნარები და შარმი, თითქოს ქარხნულად აქვთ ჩაშენებული ნარცისებს. იციან, ვის როგორ მიუდგნენ და რომელი მანიპულაცია გამოიყენონ. ამ დროს მსხვერპლი უძლურია.

ვინაიდან ნარცისს საკუთარი “მე” არ აქვს, მას სჭირდება, რომ მსხვერპლის ასლი გახდეს. რადგან ის “არანაირია”, რამენაირი ხომ უნდა იყოს?! თუნდაც მსხვერპლისთვის, ან გარშემომყოფებისთვის?! დაკოპირების შემდეგ ის შენნაირი გახდება.

მოკლედ, უნდა რომ გაგქურდოს, წაგართვას შენი ჯანსაღი, ბედნიერი, კეთილი, ემპათიური და პატიოსანი პიროვნება (მორალის, იუმორის და რელიგიის ჩათვლით), რისიც ყველაზე ძალიან შურს ნარცისს.

ხოლო საკუთარი შინაგანი სიცარიელე (მოშლილი ემოციური ინტელექტით) უნდა, რომ შენ შემოგტენოს :D შენ გეძახის იმას, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობს. ზუსტად ისეთ რაღაცეებს გაბრალებს, რაც თვითონ გაუკეთებია და სცხვენია. gaslighting - ის (ცნობილი მანიპულაცია) დახმარებით, კითხვის ნიშნის ქვეშ გაყენებინებს საკუთარ რეალობას და მანიპულაციებით გაიძულებს დაიჯერო, რომ მისნაირი ბოროტი, შეუმდგარი, ემოციუად განუვითარებელი და ნარცისი ხარ.

ფროფეროსი სემ ვაკნინი ამბობს, რომ ნარცისი აკეთებს საკუთარი თავის პროექციას მსხვერპლზე, ხოლო მსხვერპლის ღირებულებებს აკოპირებს, თავისთან ინახავს, რომ შემდეგ ის, გახდეს შენ. თუ რუხი პური გიყვარს, უკვე ნაცისსაც შეუყვარდა, შენნაირად ლაპარაკობს და შენს ლექსიკონს იყენებს, შენი ღირებულებებით ხელმძღვანელობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს და იუმორიც კი შენნაირი გაუხდა, ერთიდაიგივე პოლიტიკური შეხედულება ჩამოგიყალიბდათ, მეტროდან ამოსული რკინიგზის სუნი, უკვე მასაც აღიზიანებს…

ურთიერთობა ნარცისთან (ვრცელი ვერსია)
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
abuse - ვინმეს გამოყენება (ბოროტად)
ნარცისი და ჰიპოკრატე
ინცესტი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისული რესურსის/ყურადღების მოპოვებაში, ნარცისები ძალიან გამოცდილები არიან.

(ბავშვობიდან რომ სიმღერაში გევარჯიშა ისე, თითქოს შენი ცხოვრება სიმღერაზეა დამოკიდებული, ზრდასრულ ასაკში ცნობილ ანსამბლში იმღერებდი).

ადამიანებთან ურთიერთობა მათი მთავარი უნარია, მაგით ჭამენ პურს. მათი ამოცანაა, ყველაზე მარტივი გზით, მსხვერპლს თავი შეაყვარონ, მასზე დამოკიდებული გახადონ და მისთვის მნიშვნელოვან ადამიანად გადაიქცნენ, რომ მერე ემოციები მოწველონ.

ეს ბავშვობიდან დღემდე უამრავჯერ გაუკეთებიათ და ზუსტად იციან, როგორ და რა უნდა გააკეთონ.

არჩევენ მსხვერპლს, შეაყვარებენ თავს და სხვადასხვა მანიპულაციებით, აღძრავენ მასში ემოციებს (კარგს თუ ცუდს, არ აქვს მნიშვნელობა) რომლითაც, მერე ისევ თვითონ იკვებებიან.