ნარცისი და ჰიპოკრატე
ჰიპოკრატე ნამდვილი პროფესიონალი იყო, სხვები დაეჯერებინა იმაში, რომ აქვს ემპათია.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ
1/5/20241 min read
ჰიპოკრატე - საუკეთესო გზაა ადამიანს აუხსნა, როგორია ნარცისი. მას მშობლები მოუკვდა და უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ათენში გადავიდა საცხოვრებლად ბებიასამარა (ემოციური კუთხით) და მერე კი იცით რაც ქნა...
ჰიპოკრატეს ფიცს ახლაც დებენ ექიმები. მან მედიცინა გადააკეთა და ახალი სიტყვა თქვა ზოგად მიდგომებში.


hypocrisy is the state of pretending to have beliefs - ნამდვილი პროფესიონალი იყო, სხვები დაეჯერებინა იმაში, რომ აქვს ემპათია. ის დასანახად იქცეოდა ისე, თითქოს აქვს ღირებულებები, სტანდარტები, მორალი, ეცოდება, უთანაგრძნობს, იზიარებს სხვების ბედნიერებას. ამბობდა “რაღაცეების” მჯერაო მაგრამ სინამდვილეში, შიგნიდან ცარიელი იყო. ფარდის მიღმა, ცივსისხლიან ექსპერიმენტებს ატარებდა, სიგიჟემდე აინტერესებდა შედეგი და ადამიანურად, არავინ არ ეცოდებოდა.
HYPOCRITE - Person who claims or pretends to have certain beliefs about what is right but who behaves in a way that disagrees with those beliefs.
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
როგორები არიან ნარცისები?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
მას უამრავი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული ცოცხალ ადამიანებზე, რომ მის კითხვებზე პასუხი მიეღო.
სამაგიეროდ, კლინიკურად იმ დროისთვის, თითქმის ყველა დაავადება აღწერა (თავის კლინიკური მიმდინარეობებით და ციკლებით).
ისეთ ადამიანს, რომელსაც ადამიანები ეცოდება (აქვს ემპათია) - ვერ განახორციელებდა ამ მასშტაბის კლინიკურ ცდებს, რომლებსაც ის ატარებდა. ავადმყოფები, ჰიპოკრატემ ხელიდან ბერებს და ექიმბაშებს გამოაცალა, შექმნა დამოუკიდებელი მედიცინა - განა რწმენა ან ღმერთის რისხვა აჩენს ეპიდემიას, არამედ ადამიანებიო (რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტობენ), დასცინოდნენ თავიდან.
ასწავლიდა მიმდევრებს, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად მიდგომოდნენ და გაეთვალისწინებინათ მათი გენეტიკა. ფაქტიურად, იმ დროისთვის, მედიცინა გადაარჩინა.