ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორები არიან ნარცისები?

ნარცისები დაუნდობელი ბოროტების მანქანები არიან

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

12/27/20231 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, განსხვავებულად უყურებენ სამყაროს. მათ, ბავშვობაში, იმდენი მტკივნეული დარტყმა აქვთ მიღებული, რომ 6 წლის ბავშვივით უჭირთ ემოციების მართვა. იმპულსურები არიან და ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მათთვის ან შავია, ან თეთრი, ან მტერი ხარ, ან პოტენციური მტერი. რამე შუალედური არ არსებობს.

ამას ემატება ისიც, რომ არ აქვთ ემპათიის უნარი. მათ არ უყვართ არ ეცოდებათ, ემოციურად ვერ მიეჯაჭვებიან ვერავის და ვერაფერს, წარმოიდგინე რა სასტიკები შეუძლიათ იყვნენ?

ამით ამაყობენ.

ისინი ადამიანებს, როგორც ნარცისულ რესურსს/ყურადღებას, ისე უყრებენ. აი ისე, ვიდეოთამაშებში რომ ჯარი გყავს. ზოგი ფინანსების გამო სჭირდებათ, ზოგი სექსის გამო, ზოგი დაწინაურების გამო, ზოგი სოციალური სტატუსის ან გავლენის გამო. ან, შეიძლება უბრალოდ ეგდოს, გამოდგება რამეში…

ნარცისი მამაკაცი
ნარცისი მამაკაცი

ეს ნიშნავს, რომ არმოხდენილ ფაქტზე იწყებენ თავდაცვას, ოღონდ შეტევით. ანუ, წინასწარ გესხმიან თავს სჯერათ რა, რომ ადრე თუ გვიან უღალატებ. მათ ღალატად საკუთარ ტელეფონზე, პაროლის შეცვლა შეიძლება ჩათვალონ, ან საუზმე რომ არ მოუმზადე გუშინ. ყველას ინდივიდუალურად, თავისებურად. მოკლედ ბიჭობაში, ვინმეს გალახვა თუ გინდოდა, საბაბს კი გამოუძებნიდი.

პირველი დღიდან მტრები იყვნენ, მათი ჰობბი ხომ, კაშკაშა ვარსკვლავების სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გადმოგდებაა?! განსაკუთრებით მსხვერპლის ინერციით მიწაზე დანარცხებისგან იღებენ ყველაზე დიდ სიამოვნებას. კეთილი, ბედნიერი, ეპათიური და წარმატებული ადამიანის განადგურება, მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ნარცისისთვის, სხვადასხვა ბოროტების კეთება ულევი ნარცისული ყურადღება/რესურსია, ის ხომ გარესამყაროს ვალიდაციაზეა დამოკიდებული, სხვა ადამიანების ემოციებით უნდა იკვებოს რომ ცოცხლად იგრძნოს თავი. რაც უფრო მძაფრია, მისი მანიპულაციებით გამოწვეული ემოცია შენში (ეს იქნება დადებითი ემოცია თუ უარყოფითი, სულ ერთია), მით უფრო მნიშვნელოვნად თვლის თავს და თვითშეფასება ემატება. წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება, როგორც მტაცებელი მონადირე, ისე უნდა ინადიროს ნარცისულ ყურადღებაზე/რესურსზე, მთეეელი ცხოვრება.

ბოლოს, მაინც მარტო რჩება და ემართება ნარცისული კოლაფსი.

3 რაღაც, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად
შენს ყველა წარმატებას, ნარცისი აღიქვამს როგორც საფრთხე!

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ცხოვრების განმავლობაში, იმდენი ბოროტება აქვთ ჩადენილი, რომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება იგივე ვერ გაუკეთოს სხვამ (მათ). ამისთვის სულ მზად არიან და მუდმივად განგაში N1-ი აქვთ ჩართული. მათ სჯერათ, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც მათი არ შურთ ვინაიდან, ასეთი მომხიბვლელები და განსაკუთრებულები არიან. მათი კოდექსი კი შემდეგნაირად ჟღერს “ჯობია იყო სადისტი, ვიდრე მსხვერპლი”. ანუ, სიბნელეში ვინმე რომ მოდის, კი არ უნდა ჰკითხო “ვინ მოდის?” პირდაპირ უნდა ესროლო. თუ მტერი იყო, ხომ მოკალი და თუ მოყვარე იყო არაუშავს. ნარცისი ხომ განსაკუთრებულია და მისი უსაფრთხოება, ყველა ჯარისკაცის სოცოცხლეზე მნიშვნელოვანია.