ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

მანიპულაციური ტექნიკა, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებს ნარცისი

3 მანიპულაციური ტექნიკა ნარცისის არსენალიდან

ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

5/26/20231 min read

ნარცისის არსენალში უამრავი მანიპულაციური ტექნიკაა, რომელიც მასში ქარხნულად არის ჩაშენებული.
ნარცისის მანიპულაცია
ნარცისის მანიპულაცია

2) პროექცირება

მეორე მანიპულაციაა, როცა მოწმენდილ ცაზე იწყებს შენს დადანაშაულებას ზუუუსტად (ერთი-ერთში) იმაზე, რასაც თვითონ აკეთებს, რასაც გრძნობს და არც მოსწონს, ცდილობს დაგაბრალოს, რომ ასე ბევრად უდანაშაულოდ იგრძნოს თავი და ნაკლებად შერცხვეს მისი საქციელის.

3) სრული იგნორი

ამ მანიპულაციის მიზანია დაგანახოს, რომ არაფერს წარმოადგენ მისთვის. არ გამოდის კონტაქტზე, ფიზიკურად ერთადყოფნის პირობებშიც კი. მისი გადმოსახედიდან, ეს ერთისმხრივ დასჯაა ურჩობისთვის და მეორესმხრივ გაკვეთილი, რომელიც მსხვერპლმა უნდა გაითავისოს.

3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
შეფარული ნარცისი
კოგნიტური დისონანსი
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

1) შარზეა

თუ ნარცისს მოუნდება, რომ გაძვრეს და გიღალატოს, ან ახალი ნარცისული რესურსი გაართოს, ან ძველს შეახსენოს თავი და მოსინჯოს, აქვს თუ არა ისევ პულსზე თითი, ის ძალით დაიწყებს საჩხუბარი თემების გენერირებას, დადანაშაულებას, ბოლოს გამოიწვევს ჩხუბს. ეს იმისთვის, რომ გამოიწვიოს დისტანცირება შენსგან, გავიდეს, წავიდეს, არ იყოს იოლი მისი მოკითხვა. ეს ამდენი აყალმაყალი იმისთვის, რომ არ გააცდინოს შემთხვევით გამომხტარი შესაძლებლობა.

ეს მათი ხრიკია დროებით დისტანცირდნენ, რამეში დაგადანაშაულონ ისე, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო, თითქოს შენი ბრალია. ასე მეტი მოტივი ექნებათ, არ იგრძნონ დამნაშავედ თავი, არ აიღონ პასუხისმგებლობა მათ საქციელზე და არ იგრძნონ სირცხვილი. სირცხვილი ნარცისების მთავარი ღილაკია, ამ ღილაკის დაჭერა, სასხლეტის გამოკვრის ტოლფასია.