მე ვარ მსხვერპლი, ყველაფერი შენი ბრალია!!!
ნარცისი ექსპერტია პასუხისმგებლობის არიდებაში და მსხვერპლის თამაშში
ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ
7/6/20231 min read
მათემატიკურ ფორმულაში თუ ლოგიკას ჩასვამ, პასუხს მიიღებ. ნარცისთან ეგ, ეგრე არ მუშაობს.
ნარცისი ყოველთვის არწმუნებს თავს, რომ არაფერი მისი ბრალი არაა. სირცხვილის გრძნობა, იმხელა ბავშვობისდროინდელ ტრავმულ ემოციებს იწვევს მასში, რომ ნებისმიერი ხერხით, ბრალეულობის ასხლეტას, სხვაზე გადატანას ცდილობს, რომ არ შერცხვეს (შენი ბრალია, რომ გიღალატე. შენ დაიწყე და აბა რა გეგონა. შენ მაიძულე გამეკეთებინა ასე). ნარატივი, რომ თვითონაა მსხვერპლი, რომ თვითონ იჩაგრება და მაინც რა ღირსეულად გამოდის სიტუაციიდან, ვერავინ ვერ ხედავს სათანადოდ და ახლა, ბევრად უფრო წინ უნდა იყოს სადმე, ვიდრე არის.
საკუთარი “ეგო” vs სამყარო. შესაბამისად თუ მისი ბრალი არ არის, ვიღაცის ბრალი ხომ უნდა იყოს? მთლად სამყაროს და ღმერთს დააბრალო ყველაფერი, არ გამოდის.


მან შინაგანი “მე” ბავშვობაშივე დაკარგა, როცა ბავშვობიდან უწევდა ისეთი ადამიანის როლი ეთამაშა, როგორიც მის ამაგისმიმცემებს უნდოდათ, რომ ჰქონოდა.
როგორიც მართლა იყო, ისეთი ირგვლივ არ მოსწონდათ, ყველა არცხვენდა და ამცირებდა ამის გამო. სულ ბავშვობიდან, როდესაც მას ამაგი სჭირდებოდა და მან ამაგი ვერ მიიღო, ბავშვის ფსიქიკამ არაასწორად მოინელა და წარმოიშვა ტრავმა, რომელმაც ის სამუდამოდ შეიცვალა. ნარცისული პიროვნული აშლილობა ხომ პოსტრავმული მდგომარებაა, რომელიც განსხვავებული დინამიკით ყალიბდება ბავშვობაში. არავინ არ ასწავლა ემოციების მართვა, მუდმივად უარყოფილი იყო მშობლების მხრიდან, მიტოვებული, მასზე არავინ ზრუნავდა და სხვების შემხედვარე, ჩამოუყალიბდა უზარმაზარი უნდობლობა იმ ადამიანების მიმართ, ვიზეც ზრუნავდნენ და უყვარდათ (ჯანმრთელი, ემპათიური ადამიანები), ვისიც რეალურად ბავშვობიდან შურდა და ახლაც შურს იმიტომ, რომ მასაც ბავშვობიდან უნდა, რომ მასზე იზრუნონ და უყვარდეთ.
მთელი ცხოვრებაა სხვა ადამიანებს თამაშობს, და საკუთარი თავი, დიდი ხანია აღარ იცის, როგორია. ახლა მას გარესამყაროსგან ესაჭიროება დასტურების მიღება, რომ ის მნიშვნელოვანია და არსებობს.
5 მიზეზი, რატომ არ უნდა ენდო ნარცისს
როგორ აღიქვამს ნარცისი თავის მსხვერპლს
როგორები არიან ნარცისები II (ვრცელი ვერსია)
ინცესტი
ნარცისის საბოტაჟი
ურთიერთობა ნარცისთან (ვრცელი ვერსია)
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ჰოდა აქვს ფორმულა “მე ვარ მსხვერპლი, ყველაფერი შენი ბრალია”. ყველაფერს ერგება, მოქნილია, ცხოვრებისეულსაც, პირადსაც და თუ ბავშვობიდან ასე აკეთებ, ზრდასრულ ასაკში, ეს ფორმულა კი არა, უკვე მისი წესდებაა.
ეს არის მანიპულაცია, რომელიც მოსაუბრეში იწვევს დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს, მსხვერპლის შეცოდებას და ჯანმრთელ ადამიანზე ამდენი ემოცია, ძალიან მოქმედებს.
ზუსტად, ემოციები სჭირდება ნარცისს, რომ ნარცისული ყურადღებით გამოიკვებოს. ყოველი სიტყვიერი თუ ქცევითი აღიარება, რომ ის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულია და ზოგადად რომ ვთქვათ, რაიმეს ნიშნავს შენთვის - ეს ნარცისული ყურადღებაა.
ეს ყურადღება სჭირდება მას როგორც ჟანგბადი, რომ დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ცოცხალია და არსებობს.