ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის საბოტაჟი

ნარცისი შეუტევს შენს თავდაჯერებულობას, გარეგნობას, შესაძლებლობებს, უნარებს, გააკრიტიკებს შენს რწმენას და ეჭვს შეგატანინებს შენივე მიღწევებში.

ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

11/10/20231 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, უმნიშვნელოვანესია მისი მსხვერპლის კონტროლი.

მას ღამის კოშმარივით ეშინია მიტოვების და არაფერი არ უნდა გამოეპაროს, რამაც მისი მიტოვება შეიძლება გამოიწვიოს. ამისთვის, ყველა სახის მანიპულაციას გამოიყენებს, რომ არსად გქონდეს წასასვლელი და არც საბოტაჟს მოერიდება.

შენზე ზრუნვის და სიყვარულის მოტივით, ის ეცდება შენს გარესამყაროსგან იზოლირებას, გამოიწვევს შენში დანაშაულის გრძნობას, იქნება მსხვერპლი, მოგატყუებს, გიღალატებს, გახდება შენი მტრების მოკავშირე და დაგარწმუნებს იმაში, რომ ყველაფერი შენი ბრალია და შენ ხარ პრობლემა.

ნარცისი შეუტევს შენს თავდაჯერებულობას, გარეგნობას, შესაძლებლობებს, უნარებს, გააკრიტიკებს შენს რწმენას და ეჭვს შეგატანინებს შენივე მიღწევებში. მისი ამოცანა ხომ შენი თვითშეფასების განადგურებაა, რომ ცხოვრების ბოლომდე მასზე დამოკიდებული დარჩე.

ნარცისი ცოლი
ნარცისი ცოლი

არც მსხვერპლის პროფესიულ წინსვლაში ხელის შეშლას მოერიდება ნარცისი. შენი წარმატება ხომ მის დამარცხებას ნიშნავს?! (ასე აქვთ ტვინი მოწყობილი) ის შეფარულად ეცდება, რომ გამოგეპაროს დედლაინები, არ ისწავლო ის, რაც გამოგადგება, შეგიშლის ხელს გამოძინებაში როცა უმნიშვნელოვანესი დღე გაქვს სამსახურში. ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ვერ მიაღწიო შენს მიზნებს და ფარულად, შენი განვითარების საბოტაჟში მის მთელს ენერგიას ჩადებს.

ეს ყველაფერი შენს გასაკონტროლებლად სჭირდება და საერთოდ არ აინტერესებს, ამ დროს როგორ გრძნობ თავს და რამხელა უსამართლობაა, როცა ადამიანს ენდობი, ის კი ზურგსუკან ძირს გითხრის.

როგორმე გაიქეცი, უკან არ მოიხედო…

როგორ გტოვებს ნარცისი მარტო
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
ნარცისის მფრინავი მაიმუნები
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
როგორები არიან ნარცისები?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

არც შენი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა გამონაკლისი. მან ხომ ყველა შენი სისუსტე და ბნელი საიდუმლოებები იცის. შენი ემოციებით მანიპულირება მისი პროფესიაა, ამ გზით იღებს ის შენგან ემოციურ საწვავს, რომელიც ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

პირველივე დღიდან, ნაცისის ამოცანაა, რაც შეიძლება მარტო და უმწეო დარჩე. მეგობრების, ნათესავების და გულშემატკივრების გარეშე, ბევრად დაუცველი და მოწყვლადი ხარ, ბევრად იოლია შენგან ნარცისული ყურადღების/რესურსის მიღება როცა მარტო და იზოლირებული ხარ კეთილისმსურველებისგან.

მისი მფრინავი მაიმუნების საშუალებით, გაავრცელებს ჭორებს შენზე, ეცდება შენი რეპუტაციის დასამარებას, წაგაჩხუბებს ოჯახის წევრებთან და შეფარულად (შენზე ზრუნვის მოტივით) პირიქით გააღვივებს კონფლიქტურ სიტუაციებს.