ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის აგენტები - მფრინავი მაიმუნები

ადამიანები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, ნარცისს ემსახურებიან შენს წინააღმდეგ

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

11/1/20241 min read

ნარცისი, პირველი დღიდანვე, მანიპულაციური ქსელის ქსოვას იწყებს. მსხვერპლზე სრული კონტროლისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად, მისი ახლობლებისგან იზოლაცია, საბოტაჟი და რეპუტაციის შელახვაა საჭირო.

ამ ამოცანისთვის ნარცისს, სხვერპლის მიმართ მტრულად განწყობილი ხალხი სჭირდება, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაში ჩართავს. ასეთ ადამიანებს კლინიცისტები „მფრინავ მაიმუნებს" ეძახიან.

ეს ტერმინი ძველი ფილმიდან მოდის - The Wizard of Oz (1939წ.) სადაც მთავარი გმირი, ბინძური საქმეების გასაკეთებლად მფრინავ მაიმუნებს იყენებს.

მფრინავი მაიმუნი
მფრინავი მაიმუნი

მფრინავი მაიმუნი შეიძლება იყოს:

1. კეთილი მხარდამჭერები

ეს ადამიანები ნამდვილად ფიქრობენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ (კლასიკური სასარგებლო იდიოტები). რომლებიც სიხარულით ეხმარებიან ნარცისს და არც კი ეჭვობენ მანიპულაციის სიღრმეეებზე.

2. ბოროტი მხარდამჭერები

ადამიანები, ვინც შეგნებულად მონაწილეობენ საბოტაჟში. ესენი შეიძლება იყვნენ მსხვერპლის მტრები, ტოქსიკური და უემპათიო ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ინტერესი ამოძრავებთ. (ასევე გასათვალისწინებელია ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს ნარცისი)

ნარცისული პიროვნება „მფრინავ მაიმუნებს" იყენებს სტრატეგიული მიზნებისთვის, რომლებიც გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რა არის „მფრინავი მაიმუნი"?

ეს არის ადამიანი, რომელიც გვერდით უდგას ნარცისს მის მანიპულაციურ გეგმებში. ის შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი, კოლეგა - ნებისმიერი, ვიზეც ზემოქმედებას შეძლებს ნარცისი და შეგნებულად თუ უნებლიედ, მოქმედებს როგორც მისი მარიონეტები მსხვერპლის წინააღმდეგ.

დავუშვათ, რომ ნარცისული პიროვნება, მეუღლის მიმართ მუდმივად გამოთქვამს უკმაყოფილებას და მასზე ნეგატიურ ისტორიებს ყვება საერთო მეგობრებთან.

ავრცელებს ჭორებს და ცდილობს მხარდაჭერა მოიპოვოს.

მეგობრებს სჯერათ რომ ეს სიმართლეა და კამპანიაში ერთვებიან. ამ პროცესში მსხვერპლი თანდათანობით იზოლირდება საერთო მეგობრებისგან და მისი რეპუტაციაც შელახულია.

ემოციური ძალადობის გაგრძელება - „მფრინავი მაიმუნები" წარმოადგენენ ნარცისის ემოციური ძალადობის გაგრძელებას. მათი მეშვეობით ნარცისი აგრძელებს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ დევნას მაშინაც კი, როდესაც პირდაპირი კონტაქტი შეუძლებელია.

ფსიქოლოგიური შანტაჟი - მათი საშუალებით ხდება მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის შენარჩუნება. მსხვერპლი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, რაც აძლიერებს მის შიშს, დაბნეულობას და სუსტ მდგომარეობას.

რეპუტაციის დაზიანება - „მფრინავი მაიმუნები" ავრცელებენ ჭორებს, ცილისწამებას, რაც აზიანებს მსხვერპლის რეპუტაციას პროფესიულ თუ პირად სფეროში. ამით ნარცისი ამცირებს მსხვერპლის სანდოობას და იზოლაციის პროცესს აჩქარებს.

ძალაუფლების დემონსტრირება - ყველა ამ მოქმედების საბოლოო მიზანია ნარცისის ძალაუფლების დემონსტრირება. მან უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია მართოს სხვა ადამიანების აზრი, ქცევა და ემოციები.

და ბოლოს...

„მფრინავი მაიმუნები" არ არიან უბრალოდ შემთხვევითი ადამიანები. ისინი არიან ნარცისის სტრატეგიული იარაღი, რომლებიც ახორციელებენ რთულ ფსიქოლოგიურ ოპერაციას მსხვერპლის სრული კონტროლისა და დაქვემდებარებისთვის. მათი მოქმედებები ქმნის მძიმე შედეგებს და მოქმედებს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მსხვერპლმა შეძლოს დაიცვას თავი და აღადგინოს ცხოვრების ხარისხი.

როგორ გტოვებს ნარცისი მარტო
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
ნარცისის საბოტაჟი
ნარცისის გამოვლენა ძნელია, ძალიან ძნელია!
3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge

ნარცისის აგენტი
ნარცისის აგენტი

ძალაუფლების კონსოლიდაცია - ნარცისისთვის „მფრინავი მაიმუნები" არიან ძალაუფლების გაფართოების იარაღი. მან კარგად იცის, რომ პირდაპირმა კონფლიქტმა შეიძლება სუსტ პოზიციაში ჩააყენოს, ამიტომ იყენებს სხვებს ბინძური სვლების გასაკეთებლად და საკუთარი მიზნების მისაღწევად.

მსხვერპლის იზოლაცია - მთავარი მიზანია მსხვერპლის მხარდამჭერი გარემოს სრული დაშლა. „მფრინავი მაიმუნები" ნელ-ნელა ასუსტებენ მსხვერპლის კავშირებს ოჯახთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან. ეს პროცესი ხდება იმდენად თანდათანობით და დროში გაწელილად, რომ მსხვერპლი ვერ ამჩნევს მანიპულაციას.

ინფორმაციული კონტროლი - ნარცისი იყენებს „მფრინავ მაიმუნებს" საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად. მათ საშუალებით ის ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რომელიც მთლიანად მის სასარგებლოდ მუშაობს.